„რუსთავი 2“ კიდევ ერთ ფარულ ჩანაწერს აქვეყნებს. ახალ ჩანაწერშიც სავარაუდოდ პროკურატურის ყოფილი მაღალჩინოსანი მირზა სუბელიანი და დეპუტატი ვიქტორ ჯაფარიძე საუბრობენ. „კურიერის“ ინფორმაციით, შეხვედრას ასევე ესწრება სუბელიანის ნდობით აღჭურვილი პირი დათო ცუხიშვილი.
ჩანაწერის ერთ-ერთი ფრაგმენტში, სავარაუდოდ, სუბელიანი ამბობს, რომ მზად არის „მიშა დაბრიდოს“
„გამიშვით, ვაბშე, მიშას დავბრიდავ. 3-4 თვე მოვამზადებ და ვაბშე იარაღს არ გამოვიყენებ ისე დავბრიდავ. რაღაცას გავუკეთებ. ორი ვარიანტია, ან უნდა დავბრიდო ან უნდა შევეკრა და ვაბშე შეკვრას არ ვაპირებ. ნამდვილად არ მხიბლავს მაგისი წინადადებები მე“, - ისმის „კურიერში“ გასულ ჩანაწერში.
ჩანაწეში ასევე საუბარია კომპრომატებზე, რომლებსაც მირზა სუბელიანი სავარაუდოდ ფლობს.
უფრო ვრცლად ჩანაწერის შესახებ იხილეთ ბმულზე