ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის ფარგლებში მოწმეზე ზემოქმედების ბრალდებით დაკავებული მერაბ მორჩაძე სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს. მერაბ მორჩაძე საპროცესო შეთანხმების საფუძველზე გათავისუფლდა. მას თავისუფლების აღკვეთა 2 წლის ვადით მიესაჯა, მისი მოხდა კი, პირობით, ორი წლით გამოსაცდელი ვადით განესაზღვრა.
მერაბ მორჩაძე სხდომათა დარბაზიდანვე გაათავისუფლეს. წინა სხდომაზე პროკურატურამ მერაბ მორჩაძეს ბრალი შეუმსუბუქა.
„ბრალდებულს პირველი მდგომარეობით ბრალი ედებოდა მოწმის მიმართ ზემოქმედებაში, რაც გულისხმობს მოწმის მოსყიდვას. მოცემულ შემთხვევაში, ბრალდება შეიცვალა პირველი ნაწილით, რაც გულისხმობს მოწმის მიმართ ზემოქმედებას, რათა ამ მოწმემ გამოძიების ეტაპზე მიწოდებული ინფორმაცია სასამართლო პროცესზე შეცვალოს". - განაცხადა პროკურორმა 5 ნოემბერს.
სარალიძე: მორჩაძის მიმართ პრეტენზია არ მქონია, ვინც პასუხისგებაშია მისაცემი, ის მისცენ
პროკურატურის თქმით, ხორავას ქუჩის საქმეზე დაკავებულ მერაბ მორჩაძეს ბრალი შეუმსუბუქდა