Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

წელს მე-11 კლასში, 2020 წელს კი მე-12 კლასშიც გაუქმდება გამოსაშვები გამოცდები

28 იანვარი 2019

გამოცდების ეროვნული ცენტრის ახალმა ხელმძღვანელმა, სოფო გორგოძემ სასკოლო და ერთიან ეროვნულ გამოცდებში შესატან ცვლილებებზე ისაუბრა.

მისი თქმით, ცვლილებებამდე ჩაატარეს კვლევა და გამოიკვეთა რამდენიმე პრობლემა. ერთ-ერთი პრობლემაა გამოცდების რაოდენობა.

„პირველი გამოწვევა არის ის, რომ გაზრდილია გამოცდების რაოდენობა და, ფაქტობრივად, შედეგზე რაც გვინდა, რომ გვქონდეს, ამ გაზრდილი გამოცდების რაოდენობას ვერ გავყავართ.

გამოცდების ამ რაოდენობის გამო, გამოვლინდა, რომ მთელი სასწავლო პროცესი გადაერთო გამოცდების მომზადებაზე. სკოლის როლი თანდათან დაკნინდა.“ - განაცხადა სოფო გორგოძემ.

მხოლოდ მე-12 კლასში 40 მილიონამდეა დანახარჯი.

2020 წლიდან ზოგადი უნარების გამოცდა სავალდებულო აღარ იქნება

რა ცვლილებები გატარდება 2019 წელს ?

სოფო გორგოძის თქმით, წელს მოიხსნება გამოსაშვები გამოცდები მე-11 კლასელებისთვის. მე-12 კლასში შენარჩუნდება.

„რაც შეეხება იმ პირებს, ვინც ჩაიჭრა ან ვერ გამოცხადდა გამოცდაზე მე-11 კლასში, მათთვის უზრუნველვყოფთ გამოცდების ჩატარებას.

ერთიანი ეროვნული გამოცდების მიმართულებით ცვლილებები არ იგეგმება. მხოლოდ ერთი რეგულაცია იშლება, რაც პოზიტიურად უნდა მიიღონ სტუდენტებმა“.  - განაცხადა სოფო გორგოძემ.

ცვლილებები 2020 წელს

მე-12 კლასში მოიხსნება საატესტატო გამოცდები და სკოლა ატესტატს გასცემს სწავლის შედეგების მიხედვით.

- მისაღები გამოცდები ჩატარდება სამ სავალდებულო საგანაში: ქართული ენისა და ლიტერატურის და უცხო ენის გამოცდები სავალდებულო იქნება ყველა აბიტურიენტისთვის.

- მესამე სავალდებულო საგანი განისაზღვრება უმაღლესი სასწავლების პროგრამების მიხედვით: მათემატიკა - ტექნიკური მიმართულებების შემთხვევაში ან ისტორია - ჰუმანიტარული მიმართულების შემთხვევაში.

- უნივერსიტეტებს აქვს უფლება დაამატონ პროგრამის რელევანტური არჩევითი გამოცდა (ზოგადი უნარების გამოცდის ჩათვლით)

- უნივერსიტეტებს, პროგრამების პრიორიტეტებიდან გამომდინარე უფლება ექნებათ თავად განსაზღვრონ გადასალახავი ბარიერი თითოეული საგამოცდო საგნისთვის;

- ჩარიცხვები ისევ ცენტრალიზებულად განხორციელდება შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ;

- შეიცვლება საგრანტო დაფინანსების წესი - გათვალისწინებული იქნება სავალდებულო საგანთა ახალი ნუსხა.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...

მეტი

^