12 მაისს დაკავებულ მ.მ.-ს, რომელსაც ბრალად ნარკოტიკების გასაღება ედებოდა, 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. განაჩენი მოსამართლე ბესიკ ბუგიანიშვილმა გამოიტანა.
ბრალდების მხარის პოზიციით, მ.მ.-მ უკანონოდ შეიძინა დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „მდმა“-ს შემცველი 5 აბი, რომელიც 2018 წლის 14 აპრილს, თბილისში მდებარე ღამის კლუბ „კაფე გალერიში“ 420 ლარად უკანონოდ გაასაღა მოქალაქეზე.
ნარკოტიკების გასაღების ბრალდებით 12 მაისს სულ 8 პირი დააკავეს. ამ ეტაპზე ცნობილია ასევე 8 ბრალდებულიდან ოთხის განაჩენი. სასამართლომ მათ 7 და 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.