„იმედი“ („Hope“) 2019
ნორვეგიელი რეჟისორის, მარია სედალის ფილმის მთავარი გმირები ანა და თომასი დიდი ხნის წყვილია. გრძნობები გაქრა და ისინი მზად არიან დაშორდნენ, მაგრამ ზუსტად ამ დროს, ანა იგებს, რომ განუკურნებელი სენითაა ავად. სცენარს რეჟისორის პირადი ისტორია უდევს საფუძვლად.
„ტაქსის მძღოლი“ („Taxi Driver“) 1976
მარტინ სკორსეზეს შესანიშნავი ფილმი რობერტ დე ნიროს მონაწილეობით: ვიეტნამის ვეტერანი ღამის ნიუ-იორკში ტაქსის მძღოლად მუშაობს და ეძებს მათ, ვისაც სამყაროს უსამართლობის გამო დასჯის.
„ამელი“ („Amelie“) 2001
ჟან-პიერ ჟენეს შედევრი პრემიერიდან 20 წლის შემდეგ. მონმარტრი, სიყვარული, სასწაულები, დამთხვევები და ბევრი საყვარელი სოციოპათია.
წინა კვირის კინორეკომენდაციას შეგიძლიათ გაეცნოთ ამ ბმულზე.