Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ყველაფერი ვენეციის წლევანდელი ფესტივალის შესახებ: პროგრამა, ფილმები, ჟიური

23 აგვისტო 2021

1 სექტემბერს ვენეციის კინოფესტივალი იხსნება. პროგრამა გამოცხადებულია. მთავარ კონკურსში პედრო ალმადოვარის, ჯეინ კემპიონის, პაოლო სორენტინოს და სხვა ავტორთა ფილმები მონაწილეობს. ფესტივალზე აღმოსავლეთ ევროპული, უკრაინული და რუსული ფილმების სიმრავლეა, რაც კრიტიკოსების აზრით, წლევანდელი პროგრამის მარვალფეროვნებასა და სადღესასწაულო ხასიათზე მიუთითებს.

„ოქროს ლომისთვის“ იბრძოლებენ, პედრო ალმადოვარის ახალი მელოდრამა „Madres paralelas“ („პარალელური დედები“), რომელშიც მთავარ როლს პენელოპა კრუზი ასრულებს; სახელგანთქმული ახალზელანდიელი ჯეინ კემპიონის „The Power of the Dog“ („ძაღლის ძალა“) - ბენედიქტ კამბერბეტჩის და კირსტენ დარსტის მონაწილეობით; ლეგენდარული პოლ შრედერის „The Card Counter“ („ცივი გათვლა“) - მთავარ როლში ოსკარ აიზეკი; ამერიკელი მეგი ჯილენჰოლის „The Lost Daughter“ („დაკარგული ქალიშვილი“), რომელშიც მთავარ როლებს ოლივია კოლმანი და ედ ჰარისი ასრულებენ; შარშანდელი გრან-პრის ლაურეატის, მექსიკელი მიშელ ფრანკოს „Sundown“ („დაისი“) - ტიმ როტით და შარლოტა გინსბურგით მთავარ როლებში; ჩილელი პაბლო ლარაინის უკვე გახმაურებული „სპენსერი“ პრინცესა დიანას შესახებ, რომლის როლსაც კრისტენ სტიუარტი ასრულებს; რუსი რეჟისორების ნატაშა მერკულოვას და ალექსეი ჩუპოვის „Captain Volkonogov Escaped“ („კაპიტანი ვოლკონოგოვი გაიქცა“); „ოსკაროსანი“ იტალიელი რეჟისორის პაოლო სორენტინოს „È stata la mano di Dio“ („ღმერთის ხელი“), რომლის პროდიუსერიც Netflix-ია და რომელშიც მთავარ როლს ტონი სერვილო ასრულებს.

ნაკლებად მეინსთრიმული ავტორების ფილმებიდან, კონკურსში მონაწილეობს ირანული წარმოშობის ამერიკელი რეჟისორის, ანა ლილი ამირპურის „Mona Lisa and the Blood Moon“ („მონა ლიზა და სისხლიანი მთვარე“) კეიტ ჰადსონით მთავარ როლში; „ოქროს ლომის ვენესუელელი ლაურეატის, ლორენცო ვიგასის „La Caja“ („ყუთი“) და იტალიელი ექსპერიმენტატორის მიქელანჯელო ფრამარტინოს „Il buco“ („ხვრელი“).

მთავარ კონკურსში მონაწილეობს ასევე, დამიანო და ფაბიო დ'ინოჩენცოების „Americana Latina“ (იტალია), რეჟისორ გაბრიელ მენეტის „Freaks Out“ (იტალია, ბელგია), ფრანგი ოდრი დივანის „L'Événement“, პოლონელი იან მატუშინსკი „Żeby nie było śladów“, ფრანგი ქსავიერ ჯიანოლის „Illusions Perdues“, გასტო დუპრას და მარიანო კონის „Competencia Oficial“ (ესპანეთი), ფილიპინელი ერიკ მატის „On the Job 2: The Missing 8“, მარიო მარტონეს „Quo rido io“ (იტალია, ესპანეთი).

ვენეციის ძირითად კონკურსში პირველად მონაწილეობს უკრაინული ფილმი - ვალენტინ ვასიანოვიჩის „Reflection“ („ანარეკლი“), რომელიც გვიამბობს რუსებთან ტყვედჩავარდნილი სამხედრო ექიმის შესახებ, რომელიც წამებისა და დამცირებების შემდეგ თავისუფლდება და ცდილობს ნორმალურ ცხოვრებას დაუბრუნდეს. სხვათა შორის, პროგრამა „ჰორიზონტებს“ წელს დახურავს ყველაზე ცნობილი უკრაინელი პოლიტპატიმრის, ოლეგ სენცოვის ფილმი „მარტორქა“, რომლის გადაღებაც მან რუსული ციხიდან გათავისუფლებისთანავე დაიწყო. ეს სენცოვის მეორე ფილმია.

უკრაინული განაცხადის ფონზე საინტერესოა რუსი რეჟისორების საკონკურსო ფილმის სიუჟეტიც. ნატაშა მერკულოვას და ალექსეი ჩუპოვის „კაპტანი ვოლკონოგოვი გაიქცა“ გვიამბობს სტალინური პერიოდის სამართალდამცავი ორგანოების კაპიტნის შესახებ, რომელსაც დაპატიმრება და დახვრეტა ელის, მაგრამ მანამდე უნდა იპოვოს ერთი მსხვერპლი მაინც, რომელიც მას აპატიებს და მხოლოდ ამ შემთხვევაში მოხვდება სამოთხეში.

ფესტივალის არასაკონკურსო ნაწილში ნაჩვენები იქნება დენი ვილნევის „Dune“ („დიუნა“) - ტიმოთი შალამეს და უამრავი სხვა ვარსკვლავის მონაწილებით; ასევე რიდლი სკოტის შუასაუკუნეობრივი „The Last Duel“ („უკანასკნელი დუელი“) - მეტ დეიმონის, ბენ აფლეკისა და ადამ დრაივერის მონაწილეობით; დევიდ გორდონის პოსტმოდერნისტულ ვერსიას ძველი ჰორორისა „Halloween Kills“ („ჰელოუინი კლავს“) - ჯეიმი ლი კერტისით მთავარ როლში; ედგარ რაიტის „Last Night in Soho“ („უკანასკნელი ღამე სოჰოში“), რომელშიც მთავარ როლს ანია ტეილორ-ჯოი ასრულებს.

გამარჯვებულების ბედს 11 სექტემბერს ჟიური გადაწყვეტს, რომელსაც წელს სამხრეთკორეელი რეჟისორი, „ოქროს პალმის რტოსა“ და „ოსკარის“ ლაურეატი ბონ ჯუ ჰო ხელმძღვანელობს. ჟიურის წევრები არიან ასევე რეჟისორები - ქლოა ჩჟაო, ალექსანდრ ნანაუ, სავერია კოსტანცო, მსახიობები - ვირჟინი ეფირა, სინტია ერივო და სარა გადონი.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

25 სექტემბერი
25 სექტემბერი

პოლიტიკის წესები

დასავლური პოლიტოლოგიის ვერსია იმის შესახებ, თუ რატომ ხდებიან მმართველები დიქტატორები, კარგადაა აღწერილი ნიუ-იორკის უნივე ...
11 სექტემბერი
11 სექტემბერი

რას ვუყუროთ. კინორეკომენდაცია

დასვენების დღეებში, „ლიბერალი“ გთავაზობთ კინორეკომენდაციებს, მოკლე ანოტაციებით. თითო რეკომენდაციაში სულ ცოტა სამი ფილმია ...
04 სექტემბერი
04 სექტემბერი

გაველურდი! - ჩემი რჩევა ტექნოლოგიასთან ე ...

„რა თქმა უნდა, ყველა ვერ გავიქცევით და ტყეში ვერ ვიცხოვრებთ. მაგრამ თუკი უარს ვიტყვით სესხებზე, მოწყობილობებზე და ბუნება ...

მეტი

^