Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ინფოგრაფიკა ►დაბიძურებული მიწა და წყალი ბოლნისში

03 სექტემბერი 2018


სპეციალისტების შეფასებით, კომპანია RMG-ის საქმიანობა უარყოფით გავლენას ახდენს მუნიციპალიტეტის ეკოსისტემასა და მოსახლეობის ჯანმრთელობაზე, არგუმენტად კი კვლევის შედეგები მოაქვთ: არაერთი კვლევა აჩვენებს, რომ ამ რეგიონში ნიადაგისა და წყლის დაბინძურება წლების განმავლობაში ნორმას აღემატება. RMG-ის მმართველობის ქვეშ არსებული საბადოები, რომლებიც ღია კარიერული წესით მუშავდება, კვლევის თანახმად, ტოქსიკური ლითონებით გარემოს დაბინძურებას იწვევს. 

ღარიბთა ოქრო

გარემოს დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 2013-2014  წლებში კომპანიის მხრიდან მიწის დაბინძურების შედეგად გარემოზე მიყენებული ზიანის ოდენობამ 29 153 880 ლარი შეადგინა. წყლის დაბინძურების შედეგად კი  - 1 078 187 ლარზე მეტი. ორივე შემთხვევაში, ვინაიდან ქმედება სისხლის სამართლის ნიშნებს შეიცავდა, მასალები მთავარ პროკურატურას გადაეგზავნა. თუმცა, როგორც პროკურატურაში „ლიბერალს“ განუცხადეს გამოძიება დღემდე არ დასრულებულა. 2015 წლიდან დღემდე კი გარემოს დაცვის სამინისტროს კომპანიის მხრიდან გარემოსთვის მიყენებული ზიანის ოდენობა არ დაუანგარიშებია. უწყების ცნობით, საკითხის შესწავლა ამჟამად მიმდინარეობს.

ფოტო ► მოჭრილი ხეები, ყვითელი მდინარეები

მასალა მომზადებულია პროექტის, "ლიბერალი მუნიციპალიტეტების გამჭვირვალობისთვის", ფარგლებში. პროექტის ფინანსური მხარდამჭერია ფონდ "ღია საზოგადოება - საქართველოს" მონაწილეობითი დემოკრატიის პროგრამა.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

17 ივლისი
17 ივლისი

ინფოგრაფიკა ►როგორი ხელფასები აქვთ ტყიბუ ...

„ლიბერალის“ ახალი პროექტის ფარგლებში, ყოველთვიურად წარმოგიდგენთ კონკრეტული რეგიონის შესახებ მომზადებულ სტატი ...
12 მაისი
12 მაისი

ინფოგრაფიკა ► ფრთხილად, ქვეითებო, საქართ ...

კამპანიის #გზასხვისიცაა ფარგლებში, ჯამპსტარტ ჯორჯიამ განაახლა 2013 წლის ინფოგრაფიკა "ფრთხილად, ქვეითებო!" ...
23 აპრილი
23 აპრილი

ინფოგრაფიკა► მსხვერპლი ხეები წითელი ნუსხ ...

საქართველოს „წითელ ნუსხაში" შეტანილი სახეობების რაოდენობა, რომელთა გარემოდან ამოღება/მოჭრის ნებართვა მთავრობამ გასცა.

მეტი

^