Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

კალაძე: მეტრო იმუშავებს როგორც 3 მაისს, ასევე, ნებისმიერ დღეს

02 მაისი 2018

თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს გამართულ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ მეტრო გაიხსნება თუ არა, ამ გადაწყვეტილებას ის და დედაქალაქის მთავრობა იღებს, ამიტომ მეტრო იმუშავებს როგორც 3 მაისს, ასევე, ნებისმიერ დღეს. 

„არაერთი შეხვედრა გაიმართა მერიაში, დედაქალაქის მთავრობასთან, სადაც ჩვენ მათ დეტალურად განვუმარტეთ ის რეალობა და ეკონომიკური ვითარება, რაც დღეს მუნიციპალიტეტში არსებობს და ძალიან კარგად იქნა მათთვის ახსნილი, რომ შეუძლებელია იმის დაკმაყოფილება, რასაც ეს ადამიანები ითხოვენ.

ჯერ კიდევ ოფიციალურად არ მქონდა მუშაობა დაწყებული, როდესაც მივედი სატრანსპორტო კომპანიაში და დავუდასტურე პატივისცემა. კარგად მაქვს გააზრებული ამ ადამიანების შრომა, თუმცა ის დამოკიდებულება, ის მიდგომები, რაც ჩვენ ბოლო დღეების განმავლობაში მოვისმინეთ, სრულიად მიუღებელია. ასევე, სრულად მიუღებელია, რომ ეს ადამიანები და პროფესიული კავშირის წევრები საუბრობენ სატრანსპორტო კომპანიისა და მუნიციპალიტეტის სახელით და ულტიმატუმის ენით ელაპარაკებიან არა მხოლოდ მერიას, არამედ დედაქალაქის მოსახლეობას. ამ ადამიანებს შეუძლიათ ისაუბრონ საკუთარ გადაწყვეტილებებსა და განსახორციელებელ ღონისძიებებზე, რა თქმა უნდა, თუ ეს კანონს არ ეწინააღმდეგება. მაგრამ მეტრო გაიხსნება თუ არ გაიხსნება, ამ გადაწყვეტილებას ვიღებ მე და ვიღებთ ჩვენ - დედაქალაქის მთავრობა. მინდა, მკაფიოდ განვუცხადო ყველას ვინც გაფიცვას აპირებთ და ასევე დედაქალაქის მოსახლეობას, რომ მეტრო იმუშავებს, როგორც 3 მაისს, ასევე, ნებისმიერ დღეს“, - განაცხადა კალაძემ.

მემანქანეთა დამოუკიდებელი პროფკავშირის, „ერთობა 2013-ის" გამგეობის თავმჯდომარის, რატი კაპანაძის განცხადებით, ხუთშაბათს, 3 მაისს დილის 06:00-დან თბილისის მეტროპოლიტენის შემადგენლობის 100% გაიფიცება. ამის შესახებ კაპანაძემ მეტროსადგურ „რუსთაველში" განაცხადა. 

მემანქანეების მთავარი მოთხოვნაა, ანაზღაურება გაიზარდოს 45%-ის ოდენობით. მემანქანეების თქმით, ისინი საათობრივად 7 ლარს იღებენ, მათ სურთ, რომ ანაზღაურება 10 ლარამდე გაიზარდოს.

„ისინი მთელ სამუშაო დღეს მიწის ქვეშ ატარებენ, სადაც მომეტებული ხმაურის, მაღალი ვიბრაციის, ჟანგბადის ნაკლებობის, რადიაციული ფონის პირობებში უწევთ მუდმივ დაძაბულ რეჟიმში მუშაობა და დღეში 400 000 მგზავრის უსაფრთხო ტრანსპორტირების უზრუნველყოფა. ამასთან, თავად მემანქანეთა მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, მემანქანეთა დიდ ნაწილში ფართოდ გავრცელებულია ადრეული სიკვდილი (მემანქანეთა თქმით საპენსიო 65 წლის ასაკს მეტროს მემანქანეთა 60% ვერ აღწევს) და გულ-სისხლძარღვთა დაავადებები“, - განუცხადა „ლიბერალს" EMC-ის იურისტმა ლინა ღვინიანიძემ 18 აპრილს. 

მემანქანეთა პროფკავშირი: მემანქანეები იფიცებიან, 3 მაისს დილიდან მეტრო არ გაიხსნება

მემანქანეების პროფკავშირი კალაძეს: თუ უპილოტოდ შეუძლიათ, მართონ მატარებელი, არ ვიცი​

მეტროს მემანქანეების ხელფასი ამ დროისთვის ვერ გაიზრდება - ვიცე მერი

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...

მეტი

^