„51-ე საჯარო სკოლის ადმინისტრაციას მივმართავ, გამოუშვას ბავშვები სკოლიდან“,- განაცხადა პროკურატურასთან მიმდინარე აქციაზე ზაზა სარალიძემ. აქციაზე მყოფმა 51-ე საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ასევე განაცხადეს, რომ სკოლის მოსწავლეები მანდატურებმა სკოლაში ჩაკეტეს და აქციაზე წასვლის შესაძლებლობას არ აძლევდნენ.
„ლიბერალი“ 51-ე საჯარო სკოლის დირექტორს მანანა თურქაძეს დაუკავშირდა. მან ბავშვების სკოლაში ჩაკეტვის ფაქტი უარყო.
მისი განმარტებით სასწავლო პროცესი სკოლაში 13:30-ზე დასრულდა, აქცია კი 15 საათზე დაიწყო.
„სასწავლო პროცესი 2-ის ნახევარზე დასრულდა. ჩვეულებრივ სასწავლო პროცესის დასრულებამდე სკოლის კარი დაკეტილია",- თქვა მან.
ცოტა ხნის წინ აქციაზე ცნობილი გახდა რომ 51-ე სკოლის მოსწავლეების მშობლები აქციას შეუერთდნენ.