Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ფემინსტრიმი ►ფერმერი გოგო დარჩელიდან

02 იანვარი 2019

მოუსმინეთ მარი შარანგიას პოდკასტს: 

მარიკა კოდუა  26 წლის ახალგაზრდა ფერმერია. ის სოფელ დარჩელში ოჯახთან ერთად ცხოვრობს. როგორც თვითონ ამბობს, ბავშობიდან  ძალიან უყვარს  თავისი საქმე და სწორედ ამ საქმის სიყვარული აძლევს ძალას, საზოგადოებაში არსებული სტერეოტიპები დაამსხვრიოს, რომ თითქოს, ქალს არ შეუძლია იყოს კარგი ფერმერი, ქალს არ უხდება ტრაქტორის მართვა და რომ ქალს მხოლოდ სამზარეულოში  ფუსფუსი ევალება.

„რთულია საქართველოში ფერმერობა. ჩვენ ოდითგანვე მამა-პაპიდან მოგვდევს ის, რომ სახლისთვის საკმარისი  საკვები და სურსათი უნდა გვეწარმოებინა და ადამიანები ამას  ეძახდნენ სოფლის მეურნეობას, მაგრამ ფერმერობას მე უფრო ბიზნესის ჭრილში განვიხილავ.   

ჩემთვის, როგორც ქალისთვის, საკმაოდ რთულია, ვიყო დღეს სოფელში და ვეწეოდე ამ საქმიანობას, რადგან სხვადასხვა დიფერენცირებული სოფლის მეურნეობა მაქვს და სხვადასხვა დარგში სხვადასხვა პრობლემა.

პრობლემა კი კადრების ნაკლებობა, თანამედროვე მიდგომები, ცოდნა და ტექნიკის გამოყენებაა. სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის აუცილებელია ახალი ინოვაციების შემოტანა, ინოვაციებს კი პროფესიონალი კადრები სჭირდება, მე ნაბიჯ-ნაბიჯ  ვცდილობ, ჩემს საქმიანობას სიახლეები შევმატო. რადგან კადრები  არ მყავს, ყველაფრის  მარტო კეთება მიწევს, რაც ძალიან რთულია. ორმაგად რთულდება, როცა ეს  გარშემომყოფების ქილიკის საბაბი ხდება. 

ფემინსტრიმი ► ლგბტ+ აქტივისტი ზუგდიდიდან

მაგალითად, როცა ტრაქტორი შემოვიყვანე,  თავისი აგრეგატებით ყველა დამცინოდა, ქალი ტრაქტორზე, მათთვის მიუღებელი და გასაკვირი იყო. მახსოვს სიტყვები, რა გაუჭირდა ამის ოჯახს, რომ თავისი გოგო არ დაესვა ტრაქტორზე და ნაკვეთები არ მოეხნევინებინა.

ჩემი საქმიანობა ბავშვობიდან მიყვარს,  როცა პირველად  ტრაქტორი შემოვიყვანე, ჩემს ოპერატორს მე თვითონ ვასწავლე, როგორ უნდა გამოეყენებინა.

სოფელში უფრო მეტად  ქალები საუბრობენ იმაზე, რომ ქალს მხოლოდ საოჯახო საქმეების კეთება და შინ ყოფნა ევალება და ფიზიკური დატვირთვისგან თავი უნდა შეიკავოს.

მე კიდევ არ გამოვყოფ ქალის საქმეს და კაცის საქმეს, ყველამ ის საქმე უნდა აკეთოს, რომელიც უყვარს და კარგად გამოსდის.

ფემინსტრიმი ► როგორია აქტივისტი ქალის ცხოვრება რეგიონში

ჩემი ერთადერთი მოწოდება ქალების მიმართ არის ის,  რომ უნდა იყო პირველ რიგში შრომისმოყვარე და არ უნდა შეგეშინდეს რისკის და საზოგადოების არასწორი  მიდგომების.

მე ბევრი დაბრკოლების მიუხედავად, ნაბიჯ-ნაბიჯ მიზნისკენ მივიწევ.

ქალებს ვეტყვი იმას, რომ ნუ შეეშინდებათ შეცდომების, რადგან შეცდომების გარეშე ვერ მიაღწევენ წარმატებას, ვუსურვებ მათ რომ თავიანთი თავი საყვარელ საქმიანობაში იპოვონ“.

ფემინსტრიმი ► ქალი, რომელმაც ძალადობაზე გაიმარჯვა

მარიკა კოდუა მეფუტკრეობას, მემცენარეობასა და მეცხოველობას მისდევს და თხილისა და სიმინდის პლანტაციებს უძღვება.  მარიამი, რომელიც პროფესიით ბიზნესის ადმინისტრირების მენეჯერია, უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ გადავწყვიტა, მშობლების დაწყებული საქმე გაეგრძელებინა და იჯარით 273 ჰექტარი მიწა აეღო.

ახალგაზრდა ფერმერი, კომპანიების „ქესკიასა“ და „კოდუგრუპის“ დამფუძნებელია. მისი თხილის გადამამუშავებელი ქარხანა წელიწადში 100- ტონამდე თხილს გამოიმუშავებს, პროდუქტი შემდგომ ექსპორტზე გააქვს.

ფერმერი გოგო დარჩელიდან საქართველოში ერთადერთია, ვისაც მაღალი სტანდარტების სილოსის გადამამუშავებლი ქარხანა აქვს. ამ ქარხანაში სიმინდს ამუშავებენ და ფუთავენ. ფერმერი გოგო მეუფუტკრეობითაც არის დაინტერესებული. ფუტკრების მცირე რაოდენობის ოჯახები მარიამმა 50-მდე გაზარდა. დღეს კი წელიწადში 1500-მდე კილოგრამ თაფლს აწარმოებს, რომელსაც ადგილობრივ ბაზარზე ყიდის.

დააკლიკეთ ბმულს და შემოუერთდით ფემინსტრიმს

--------------------------------------------------------------------------------------

ქალთა ფონდი საქართველოში და ჰაინრიჰ ბიოლის ფონდი წარმოგიდგენთ პროექტს  “ფემინსტრიმი”. პროექტის მიზანია ქართულ მედიასივრცეში ახალი სადისკუსიო ნიშის გაძლიერება ფემინისტური აუდიო პოდკასტების შექმნის გზით.

პოდკასტები ყოველ ოთხშაბათს ფემინსტრიმის  Facebook  გვერდზე და „ლიბერალზე" გამოქვეყნდება.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^