Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

თორნიკე შარაშენიძე

სრული პროფესორი; სახელმწიფო მართვის მაგისტრი, საერთაშორისო ურთიერთობათა დოქტორი; კითხულობს ლექციებს დიპლომატიის ისტორიასა და დაზვერვის თეორიასა და პრაქტიკაში. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამოყენებითი მათემატიკის ფაკულტეტი და საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის სახელმწიფო მართვის სკოლა.

სხვადასხვა დროს მუშაობდა საერთაშორისო პოლიტიკისა და ეკონომიკის მიმომხილველად წამყვან ქართულ გაზეთებში, საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს ანალიტიკოსად კორპორაცია ”რენდის” მიერ განხორციელებული პროექტის ფარგლებში, საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანაშემწედ საგარეო პოლიტიკის საკითხებში, საქართველოში ნატოს შესახებ საინფორმაციო ცენტრის დირექტორად, საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობათა ფონდის მკვლევარად. საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტში 2010 წელს დაიცვა სადოქტორო დისერტაცია თემაზე იდეოლოგიათა შესაძლო გავლენა რუსეთის საგარეო პოლიტიკაზე. 2010 წელს იყო ბრიტანული ჟურნალ ”ეკონომისტის” პარტნიორის, ჟურნალ ”ექსპერტის” რედაქტორი.  ასევე იყო ისტორიული სიმართლის სახელმწიფო კომისიის აღმასრულებელი მდივანი. თარგმნილი და გამოცემული აქვს სამუელ ჰანტინგტონის ცნობილი წიგნი ”ჯარისკაცი და სახელმწიფო.” ამჟამად წერს წიგნს ”ევროპული ომები და დიპლომატია. 1799-1945.” 

თორნიკე შარაშენიძე არის დემოკრატიისა და სამართლიანი არჩევნების საერთაშორისო საზოგადოების გამგეობის თავმჯდომარე და ასევე ახალგაზრდა რესპუბლიკური ინსტიტუტის გამგეობის თავმჯდომარე. იგი არის რუსეთის შესწავლის ინსტიტუტის გამგეობის წევრი და მონაწილეობს ქართულ-რუსულ საექსპერტო დიალოგში. ყოფილა მომხსენებელი არაერთ საერთაშორისო კონფერენციაზე ყოფილ საბჭოთა კავშირსა და ევროპას შორის ურთიერთობების, ენერგოუსაფრთხოების, ნატოს გაფართოებისა და კავკასიის რეგიონის უსაფრთხოების საკითხებზე.

05 მარტი

პრეზიდენტი და რაკეტა, რომელიც არ ჩამოვარდება

პუტინის მიერ რუსეთის უახლესი შეიარაღების დემონსტრაცია (ვიდეოკლიპების დ ...

მეტი