წყალტუბოში, სტალინური პერიოდის არქიტექტურის შთამბეჭდავი შენობებისა და გამწვანებული სივრცეების შერწყმა, უცხო ადამიანისთის, ერთი შეხედვით, ეგზოტიკურ გარემოს ქმნის. ამ ქალაქის ისტორიაც განსხვავებულია. საბჭოთა პერიოდში, სხვადასხვა ქვეყნიდან წყალტუბოს ბალნეოლოგიური ადგილმდებარეობის გამო სტუმრობდნენ. თუმცა, დრო გავიდა და ქალაქმაც შეიცვალა ცხოვრების სტილი. დასვენება და აბაზანებით მკურნალობა პოსტსაბჭოთა ქვეყნების მცხოვრებლებისთვის, მცირე მასშტაბებით, მაგრამ მაინც ისევ აქტუალურია(აბაზანებს რუსეთიდან და აზერბაიჯანიდან ყველაზე ხშირად სტუმრობენ).
50-იან წლებში აშენებული 10 სამკურნალო აბაზანიდან ოთხი კვლავ მოქმედებს. თუმცა, სანატორიუმებმა თავისი ფუნქცია დაკარგა. ახლა მათი ნაწილის ბინადრები აფხაზეთიდან დევნილები არიან, ნაწილი კერძო პირზე გასხვისდა და მათში შესვლა ნებადართული აღარაა, ნაწილი კი, უბრალოდ მიტოვებულია.
სოციალური პრობლემები და უმუშევრობა მოსახლეობის მთავარი პრობლემაა. დღეისთვის ქალაქში 52 ათასამდე მოსახლეა, მაგრამ ეს რიცხვი ნელ-ნელა კლებულობს(ბოლო 5 წელიწადში წყალტუბო 5.5 ათასამდე ადამიანმა დატოვა). ადგილობრივები ამბობენ, რომ წყალტუბოდან სხვა ქვეყნებში სამუშაოდ წასვლა ერთადერთი გამოსავალი რჩება. შესაბამისად, ქალაქის ისტორია და შენობებში გამოხატული მდიდარი ვიზუალი, აქაურებისთვის ამ მძიმე ყოფის ფონზე, სრულიად უმნიშვნელო ხდება.
ფოტო ამბავი მომზადებულია პროექტის „ლიბერალი მუნიციპალიტეტების გამჭვირვალობისთვის“ ფარგლებში.
►„ლიბერალი“ წარმოგიდგენთ სტატიების, ინტერვიუების, რეპორტაჟების, ვიდეოების, ფოტოამბების სერიებს რეგიონებიდან. პროექტის ფინანსური მხარდამჭერია ღია საზოგადოების ფონდი I Open Society Georgia Foundation-ს მონაწილეობითი დემოკრატიის პროგრამა.
წყალტუბო - კურორტი ხავსში
სუფთა ჰაერის უფროსები