Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

კამპუსში მომხდარზე

27 ნოემბერი 2015

როგორც ჩანს,  დამოუკიდებელმა ჯგუფებმა (დაწყებული აქტივისტებით, სახლოვნებო ტუსოვკებით დამთავრებული) მეტი უნდა იფიქრონ უსაფრთხოებაზე. ეს თვითორგანიზების ნაწილი უნდა გახდეს, მასში უნდა ინტეგრირდეს და სხვა ტაქტიკებს შორის ადგილი უნდა გამოენახოს. ძნელია, მაგრამ ამაზე ფიქრის დროა.

ოღონდაც, ღვთის გულისათვის, არ გვინდა დაყოფა ბნელებად და პროგრესულებად, განმანათლებლებად და ობსკურანტებად. ეს დაყოფა უკვე ჩამოყალიბდა მომწამლავ აირად, რომელიც მთლიანად იკავებს მისთვის დათმობილ სივრცეს და არსებულ განლაგებას, წესრიგს, უცვლელობას და მუდმივობას აბრალებს. ეს არც მომხდარის ნამდვილ გააზრებაში დაგვეხმარება და არც სხვადასხვა ჯგუფების მომავალ უსაფრთხოებაზე ექნება კარგი გავლენა. რა მომხდარზეა საუბარი -  სტუდიო კამპუსში მხატვარ მიხეილ ხუნდაძის დაჭრაზე. სტუდიო კამპუსი ახალგაზრდების ერთობაა, რომელიც ორგანიზებას უწევს საჯარო ლექციებს, სახელოვნებო ღონისძიებებსა და შეხვედრებს.  

მიუხედავად იმისა, რომ ზუსტად არ ვიცი, მიხეილ ხუნდაძის დაჭრის მიზეზი კამპუსში ჩატარებულ ლექციებში გაჟღერებული "საეჭვო" ფრაზებია, ( საეჭვოში კი, გია ეძგვერაძის თანახმად "ღმერთი მოკვდა" და მსგავსი ფრაზები უნდა იგულისხმებოდეს), თუ ლექციების ამრევი ახალგაზრდების გარეთ გასტუმრება,  (ამ ორის კომბინაციაც სრულიად დასაშვებია და ასევე მეორის საბაბად გამოყენება პირველის სასარგებლოდ),  სასამართლოზე თუ სხვაგან, ალბათ იქნება მცდელობა, ეს ამბავი გასაღდეს როგორც რწმენაშებღალული ახალგაზრდა კაცის აფექტური ქცევა. რითიც არა მხოლოდ პრობლემაზე სერიოზულ საუბარს კვლავ ცხვირწინ აგვაცლიან, არამედ შესაძლოა, უარესიც მოხდეს.

იქნებ, ჩემი პარანოიაა და მეტი არაფერი, მაგრამ მაინც მინდა ეჭვი გამოვთქვა - შესაძლებელია თუ არა, რომ ჩვენთან ბოლო დროს მომხდარი ამბების და რეგიონში მიმდინარე ამბების ფონზე, საპატრიარქომ სახელმწიფოს დახმარებით,  ცადოს აბეზარი ხალხის ერთხელ და სამუდამოდ გაჩუმება ახლა უკვე კანონის ძალით? ოღონდ ისე, რომ ამას ყველა რჯულის მორწმუნეზე ზრუნვის სახე ქონდეს? სხვა არგუმენტებს შორის შესაძლოა ესეც მოვისმინოთ - "ჩვენი მუსლიმები, რომლებსაც ღორის თავი მიუჭედეს" - ამით კი  პრეტენზია, რომელიც საპატრიარქოს მიემართებოდა, მისავე ხელში უკვე კარგ იარაღად იქცევა. არ ვიცი საკანონმდებლო ინიციატივა იქნება თუ არა, მერე პარლამენტი მხარს დაუჭერს თუ არა, მაგრამ მეფიქრება, რომ ასეთი ინიციატივის ალბათობა არსებობს.

ასეთი ინიციატივები კი შეუძლებელია, მხოლოდ ლიბერალურად განწყობილ საზოგადოებას შეეხოს, ის შეეხება ყველა იმ ჯგუფსაც, რომელიც ცდილობს ემანსიპატორული პოლიტიკით იხელმძღვანელოს. ანუ შეეხოს ჩემი აზრით, ყველაზე ცოცხალსა და დამაიმედებლს, რაც ახლა გვაქვს.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

16 აგვისტო
16 აგვისტო

დროის ისარი

ადრეული ადამიანების დაკვირვებამ, რომ რაღაც მოვლენები პერიოდულად მეორდება, დროის იდეას ჩაუყარა საფუძველი. მიწათმოქმედები ...
09 აგვისტო
09 აგვისტო

მამის ბლოგი - წერილი N2

გახსოვს, პატარაობისას რუკებს ხატავდი, სადაც განძის ადგილმდებარეობა იყო მითითებული? შენს რუკებზე ნაჩვენები იყო გზა და სხვ ...
07 აგვისტო
07 აგვისტო

სიკვდილი დაძრწის ამერიკის ქალაქებში

რატომ ვერ ახერხებს დიდი ამერიკული დემოკრატია ხოცვა-ჟლეტის შეჩერებას? (ციკლიდან: არაპოლიტკორექტული მოსაზრება)

მეტი

^