Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

მშვიდობიანი პროტესტი - სამოქალაქო აქტივიზმის ქმედითი ფორმა

17 ოქტომბერი 2016

ვისი ორგანიზებული აქციაა? ორგანიზატორი ვინაა? რა ორგანიზაციაა? ორგანიზაცია, ორგანიზაცია, ორგანიზაცია…

არ სჯერათ, რომ პროტესტი შეიძლება გულწრფელი იყოს, ტკივილი კი ნამდვილი, რომ საჯარო შეკრება საჭიროა და რომ სამოქალაქო აქტივიზმს საქართველოში აზრი აქვს. ადამიანებს არ სჯერათ, რომ მათ ვინმე საკუთარი მიზნებისთვის არ იყენებს. ვერ იჯერებენ.

ყველაფერს თავისი მიზეზი აქვს.

ამ ფონზე ძალაუფლებას, რვაფეხასავით, თავის გატანის ბევრი ინსტრუმენტი გააჩნია. ის ყიდულობს ადამიანებს  ისე მარტივად, როგორც ჩვენ - თოჯინებს სუპერმარკეტში. არჩევანი აქაც დიდია, ფასები - სხვადასხვა.

ყოველივეს შედეგად სამოქალაქო აქტივიზმი საქართველოში ძალიან სუსტია, ლგბტ თემის საკითხებთან მიმართებაში - საერთოდ უსუსური.

ამ ცოდნასა და გამოცდილებაზე დაყრდნობით დღეს მგონია, რომ გასაკეთებელია შემდეგი:

რა თქმა უნდა, მარგინალიზებული ჯგუფის წევრებს უნდა მიუწვდებოდეს ხელი ისეთ სერვისებზე, როგორიცაა სამართლებრივი დახმარება, ფსიქოლოგიური რეაბილიტაცია, სოციალიზაციის შესაძლებლობა და მრავალი სხვა. მაგრამ ამასთან ერთად ჩვენ გვჭირდება ჩაგვრის წინააღმდეგ მშვიდობიანი, მაგრამ ძლიერი და მუდმივი დაუმორჩილებლობა (თუ, მაგალითად, ჩვენ გვიკრძალავენ რუსთაველზე საჯარო შეკრებას - მაინც ვიკრიბებით). როდესაც გკლავენ ან გაწამებენ, თქვენ არ იტყვით - არაუშავს მთავარია სტაბილურობა და ნაბიჯ-ნაბიჯ განვითარება. როდესაც თქვენ მეგობარს დანას უყრიან ვერ იტყვით, რომ მთავარია, ვიზა-ლიბერალიზაციის პროცესმა ჩაიაროს და ყველაფერი კარგად იქნება.  ვერ იტყვით და თუ იტყვით, ეს ტყუილი იქნება. თუ არ იქნება წინააღმდეგობა, ჩაგვრა გაგრძელდება.

თუ როგორი უნდა იყოს ეს წინააღმდეგობა, ამაზე ისტორიამ პასუხი არაერთხელ უკვე გასცა - პროტესტი უნდა ჩანდეს, უნდა იყოს პერმანენტული და კარგად გამოხატული. ამასთან უნდა იყოს მშვიდობიანი, რადგან არ მოვიდეს წინააღმდეგობაში იმ პრინციპებთან, რასაც თავის მოთხოვნებში თავადვე ეყრდნობა. ვიდრე სხვა ინსტრუმენტი, რომელიც ამ მოთხოვნებს პასუხობს არ გამოუგონებიათ, ეს ხდება  საჯარო ადგილებში, სადაც ყველაზე მეტად ჩანხარ, სადაც შესაძლებელია შეკრება და შენი მოთხოვნების გაჟღერება. ეს არის საზოგადოებასთან საუბარი. საზოგადოების იმ ნაწილთან, რომელიც გაგიგებს. აუცილებლად გაგიგებს და შენ გვერდით ადრე თუ გვიან დადგება.

ხელისუფლებაში, საკუთარი მიზნებისთვის და არა საყოველთაო სიკეთისთვის მყოფ ადამიანებს, ასევე საპატრიარქოს, ძალაუფლება არ ეთმობათ და ადამიანი-თოჯინების პირებით გვაშინებენ, რათა ქუჩაში არ გავიდეთ; იმ პირების დისკრედიტაციას ახდენენ, ვინც ქუჩაში გასასვლელად მოუწოდებს ლგბტ თემს. ადამიანების დემოტივაციისა და დაშინების უამრავ მეთოდს მიზანმიმართულად იყენებენ და ამაში სახელმწიფო ბიუჯეტიდან ჩვენი, გადასახადების გადამხდელების, ფულს ხარჯავენ.

ამიტომ არის საჭირო საუბარი; პირისპირ საუბარი; იქ, სადაც ჩვენ ვიჩაგრებით; იქ, სადაც ჩვენ  ვცხოვრობთ და ვმუშაობთ; იქ, სადაც ჩვენ თავს გვესხმიან; იქ, სადაც ჩვენ ფიზიკური გადარჩენისთვის ვიბრძვით. საჭიროა საუბარი და ცხოვრების ისეთი წესი, რომელიც ამ საუბართან თანხვედრაშია. ბოლო დროს მეფიქრება იმაზე, რომ, მგონი, არის რაღაცა რაციონალური ღირებული ნივთების ქონაზე შეგნებულად უარის თქმაში, მაშინ, როდესაც მიღებული გაქვს შენთვის გაცილებით უფრო მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები.

ჩემი აზრით, ლგბტქ განმათავისუფლებელი მოძრაობა საქართველოში მზადაა ახალ, უფრო აქტიურ ეტაპზე გადასასვლელად და ეს მომენტი ხელიდან არ უნდა გავუშვათ.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 აგვისტო
27 აგვისტო

ბატონები

საქართველოს მთავარი თავისებურება სწორედ წყალობის კანონების დაფასებაა. ამას ემყარება ჩვენი სტუმართმოყვარეობა, თავდადება, ...
09 სექტემბერი
09 სექტემბერი

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...
21 აგვისტო
21 აგვისტო

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...

მეტი

^