Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: LIBERALIMAGAZINE@GMAIL.COM Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

იები თუ ომი

11 მარტი 2017

რას ვიფიქრებდი 8 მარტის დილით, როდესაც აქციაზე მივდიოდი რომ იმ დღიდან ქალთმოძულედ და ამავდროულად კაცთმოძულედ მოვინათლებოდი.

წელს ქალებს გვინდოდა გვეთქვა რომ საქართველოში ქალები ვიჩაგრებით სწორედ იმიტომ რომ ჩვენი სექსუალობა არის აკრძალული, სწორედ ამიტომ ძალადობენ ჩვენზე ფსიქოლოგიურად, გვცემენ, გვაჭრიან კლიტორს, გვიკონტროლებენ პირად ცხოვრებას, გვკლავენ. ლესბოსელ ქალებს გვინდოდა გვეთქვა, რომ ჩვენი ჩაგვრაც სექსუალობაზე გადის, რადგან ორი ქალის კავშირი არ აღიქმება სერიოზულ ურთიერთობად, სწორედ იმ ხედვის გამო რომ ჩვენ “ნამდვილი” სექსი ვერ გვექნება.

გინდოდათ და გეთქვათ, რატომ არ გვითხარით და მხოლოდ ის პოსტერი დაგვამახსოვრეთ “ორგაზმი კაცების გარეშე” - ვიცი, ამას იტყვით. საქმეც ისაა რომ ბევრი სხვა პოსტერიც იყო და მესიჯიც, ნუ მაგრამ ეს სამი სიტყვა აღმოჩნდა ის რაც წაგვართმევს: ქართველობას, ქრისტიანობას, ფემინიზმს, მასკულინობას, ფემინურობას, სამოქალაქო აქტივიზმს, ინტელექტს, თანასწორობას და ნუ ყოველივე კარგს ალბათ რაც კი გაგვაჩნია.  

დედას გეფიცებით ასეთი თავდასხმა არც ვირტუალურ და არც რეალურ სივრცეში ჩემზე ჯერ არ მომხდარა. გუშინ ქუჩაში ორჯერ გადავურჩი ფიზიკურ გასწორებას, მაგრამ ვირტუალური უფრო მძიმე აღმოჩნდა ვაღიარებ.

ერთ-ერთ ბლოგში ამოვიკითხე რომ მე საკუთარ თავში ყოველივე ფემინურს ვებრძვი და კონსერვატიულ ოჯახებში გაზრდილი ქალები მეზიზღება. მადლობა ქალბატონო თამარ (ბლოგის ავტორი) ჩემი ფსიქოანალიზისთვის, რომელშიც ეტყობა ისეთი ძლიერი ხართ, რომ ადამიანის ფოტოს და სამსიტყვიანი პოსტერის მიხედვით შეგიძლიათ მისი გაკეთება.

მე თავად გავიზარდე კონსერვატიულ ოჯახში და თავად ვიყავი ის ქალი, რომელიც ოცნებობდა მეტად ფემინური ყოფილიყო. საკმაოდ გვიან მივიღე საკუთარი თავი, ისიც რომ ჩემი სხეული არ ჯდება გამოგონილ სტანდარტებში და ისიც რომ ქალები მომწონს.

თქვენ, ქალბატონო თამარ, ამბობთ რომ მე ვებრძვი ჩემში ყოველივე ფემინურს. მე კი გეტყვით რომ ჩემ სხეულს პატარა მკერდი უხდება. მას ასევე უხდება შარვალი და პერანგი. მიყვარს ჩემი მოკლე თმა. განსაკუთრებით მაშინ როცა სექსის დროს გოგო ხელს აცურებს მასში. მაპატიეთ ასეთი ინტიმური დეტალისთვის, მაგრამ რადგან ახსენეთ მეც გაგიმხელთ რომ თმას სხეულზე არ ვიჩერებ. ჩემი აზრით, ადამიანს როგორც გაუხარდება ისე უნდა გამოიყურებოდეს. პრობლემა ისაა რომ გაპარსული ფეხების გამო არავინ დამცინებს ავტობუსში და აი გაუპარსავი იღლიის გამო შეიძლება ფსიქოლოგიური ჯანმრთელობა შეგერყას ადამიანს ისეთი დაცინვის ობიექტი გახდები.  

ქალებო, გოგოებო, დებო,

დიდი სიყვარულით,

თქვენი ნინო

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

26 აპრილი
26 აპრილი

ოჯახური პირობების გამო

„მუდმივად შიშის ქვეშ ცხოვრობდა. პოლიციას მეტი ყურადღება რომ გამოეჩინა, მკვლელი დიდი ხანია ციხეში იქნებოდა. თავადაც ...
26 აპრილი
26 აპრილი

რკინის კაცის შიშები

ელონ მასკს უდიდეს პატივს ვცემ და არა მარტო შინაგანად. სამწუხაროდ, ეკონომიკურად ვერ ვეხმარები. ყველან ...
26 აპრილი
26 აპრილი

ოფიციალური სამადლობელი წერილი საქართველო ...

ბატონებო და ქალბატონებო, მადლობელი ვარ, რომ არსებობთ. ტელევიზორიდან თქვენი მჭახე ხმა ფრინველივით როცა მოცურავს, ვგრძ ...

მეტი

^