Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

„მიუტევე ამათ, რადგანაც არ იციან, რას… უბნობენ!”

31 ივლისი 2017

პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი: „…საქართველოში სეკულარიზმი თავისი კლასიკური გაგებით უადგილოა, და ვფიქრობთ, რომ ჩვენს ერში არსებობს მოდელი, რომელიც მსოფლიოში უნიკალურია".

ოცდამეერთე საუკუნეში ასეთი არაადეკვატური (შეუსატყვისი) განცხადების გაკეთება მთავრობის პირველი პირის მიერ მართლაც მსოფლიოში უნიკალურია და ნამდვილად დიდი „წარმატებაა” ჩვენი სახელმწიფოსთვის!! :) :) 

იმის მაგივრად, რომ პრემიერმა ჩვენი სახელმწიფოს ძლიერება და სულიერება სწორედ მისი სეკულარული ხასიათის გაძლიერებაში დაინახოს და დაგვანახოს - ეს რა გვესმის?!

ეტყობა „სეკულარული სახელმწიფო” - მას „უღმერთო სახელმწიფო” (ათეისტური სახელმწიფო) ჰგონია! რა უცნაური გაუნათლებლობა სჭირთ ქართული მთავრობის წარმომადგენლებს და, ეს შეიძლება ითქვას, მათი სენია: ისე, კარიერის განვითარებასთან ერთად, „პახოდუ” სწავლობენ რაღაც რაღაცებს - აი ასე ნათლდებიან…

მაგრამ მაინც არა მგონია მთლად ასეთი გულუბრყვილო იყოს ჩვენი პრემიერი, რომ ამგვარი რამე ან „ფაქტად" მოიტანოს ან „სურვილად"... ... ...

მე ეს განცხადება უფრო კარგად გათვლილი სტრატეგია მგონია:

- ამ მტკიცებულებით პრემიერი ცდილობს ჩვენი სახელმწიფოს აშკარა ალიანსი გაამართლოს ეკლესიასთან და  ეს კავშირი მორალურად ლეგიტიმური გახადოს (რასაკვირველია, მიამიტი ხალხის თვალში!).  და, რაღაც მხრივ, საკუთარი თავი მსხვერპლადაც კი მოაქვს ამ „სერიოზული" მისიისთვის - რახან აბდლის როლში ყოფნა ნამდვილად მსხვერპლია!

მაგრამ, თუ ეს ყველაფერი მართლაც გათვლილია და სტრატეგიაა - ეს    ძ ა ლ ი ა ნ საზიანო შიდა პოლიტიკაა, რომელიც ანგრევს სახელმწიფოებრიობას იმ გაგებით, რამაც გახადა დასავლეთის სახელმწიფოები დამოუკიდებელ/სუვერენული, წარმატებული და მომავალზე ასე გამიზნულად მობილიზებული!

რაც უფრო გაყოფილი და დამოუკიდებელია ქვეყანაში ეს ორი სექტორი (ეკლესია და სახელმწიფო), მით უფრო პოულობს და ახორციელებს ორივე ტერიტორია საკუთარ თავს; მით უფრო გასაგები ხდება მათთვისვე მათი დამოუკიდებელი მიზნები (ტვინი არ ერევათ, ცდუნებები ნაკლებია) და სწორედ ასეთი სიაშკარავე და გამჭვირვალობაა სახელმწიფოში ჯანსაღი ატმოსფეროს გარანტია. 

ვეცდები, განვმარტო.

ეკლესიას ჭეშმარიტებაზე აქვს მონოპოლია, სახელმწიფოს კი მართლმსაჯულებაზე. მკითხავთ ალბათ -  რატომ არ იკვეთება ეს ორი ტერიტორია? - იმიტომ, რომ ორივე ტერიტორიას სხვადასხვა ხარისხობრივი მიდგომა აქვს ამ ცნებებთან.

გახსოვთ პავლეს გზავნილი რომაელებისადმი:

„ვითარ გამოუძიებელ არიან განკითხვანი მისნი და გამოუკულეველ არიან გზანი მისნი!”

ეს ნიშნავს - ჩვენ არ ვიცით, როგორი იქნება მისი მართლმსაჯულება; რა გზებს დაუდებს სამყაროს ღმერთი!

ამიტომ უნდობს ეკლესია ადამიანს ცოდვას - მან არ იცის, რა იქნება ღმერთის მართლმსაჯულება... ეს ადამიანზე დიდია! სახელმწიფო კი, რახან ადამიანების თანაცხოვრებაზე ვალდებულება აქვს აღებული - ადამიანს ადამიანური პარამეტრებით აყენებს სამართლის ქვეშ.

სწორედ ესაა უმთავრესი და პრინციპული განსხვავება, რაც ამ ორ ტერიტორიას ახასიათებს და მათ დამოკიდებულებებს ადამიანთან მიმართებაში პარალელურს ხდის - ანუ არგადაკვეთილს. სწორედ ამ არგადაკვეთის სწორი გაგებითა და დამკვიდრებით არის სახელმწიფო ძლიერი და სწორედ ასეთ სახელმწიფოს ეწოდება სეკულარული!

სწორედ რომ პოზიციების ასეთი გაყოფიდან გამომდინარე შეუძლია ადამიანს ცხადად დაინახოს, რომ არსებობს ორი სივრცე: ჩვენი, ადამიანური - სადაც იგი განუწყვეტლივ ვალდებულებაშია გვერდზე მყოფი ადამიანის მიმართ და არსებობს ასევე მეორე სივრცე, რომელიც გადახსნილია ყველა შესაძლებელი ვარიაციებისთვის - ანუ ღვთაებრივი სიმრავლისთვის. სწორედ ამ ორი სივრცის კონტრასტის ხედვის და გააზრება/რეფლექსიის ხარჯზე ხდება ადამიანი/მოქალაქე გონიერი: ანუ, ვალდებულებით აღსავსე საზოგადოებრივი ცხოვრების მიმართ და კითხვითი ნიშნით სავსე გადახსნილის მიმართ! ასეა ეს და სწორედ ამ სიცხადის აღმზრდელობითი ძალა აყალიბებს პიროვნებას ქვეყნის პირობებში! ასე მოხდა დასავლეთის განვითარებულ ქვეყნებში - ძლიერი პიროვნებები და მათი სიმრავლე კი სახელმწიფოს სიძლიერის ნიშანია!

როცა ამბობ, მე სეკულარულ სახელმწიფოს ვაშენებ, ეს იგივეა, რომ თქვა, მე ვაშენებ ძლიერ სამართლებრივ სახელმწიფოს, რომელის სამართალში ეკლესია, მისი მართლმსაჯულების გადადებით ღვთაებრივ ინსტანციაზე ვერ ჩაერევა! - აქ ადამიანურ სივრცეში ჩვენ ადამიანური სამართალი გვაქვს და აქ ჩვენ ვართ ექსპერტები და უფლებამოსილი...

ამ პრინციპების აღრევა ურევს ტვინს მოქალაქეს - ასეთ ვითარებაში მისთვის მთავარი მაგალითი - სამყაროს მოწყობის სიცხადის - იკარგება, და ასე და ამგვარად წირავ შენი მოსახლეობის ცნობიერებას ქაოსზე!

აი ეს ჩაიდინა პრემიერმა - ან მიზნობრივად, ან გაუცნობიერებლად.

თუ მიზნობრივი ნათქვამია ეს ნამდვილი მავნებლობაა, თუ უცაბედი - მიამიტობა და აბდლობა!

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 აგვისტო
27 აგვისტო

ბატონები

საქართველოს მთავარი თავისებურება სწორედ წყალობის კანონების დაფასებაა. ამას ემყარება ჩვენი სტუმართმოყვარეობა, თავდადება, ...
09 სექტემბერი
09 სექტემბერი

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...
21 აგვისტო
21 აგვისტო

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...

მეტი

^