Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

„მოვუგებთ, ეგ ვიცი“

01 აპრილი 2018

თუ რაგბის ღმერთი არსებობს  სადმე, ის  გუშინ ნამდვილად ვარკეთილის მეურნეობის და ქუთაისის ძველ სარაგბო მოედანზე ფეხადგმული თაობისკენ იყო.

ცნობისთვის, ვარკეთილის მეურნეობის სტადიონზე მსაჯი თამაშს ხშირად აჩერებდა მოედანზე შემოჭრილი მსხვილფეხა პირუტყვის გამო. ქუთაისის ძველ მოედანს კი დრენაჟის სისტემა არ ქონდა, ჰოდა ნაწვიმარზე  რაქში მყოფი მორაგბეები არაერთხელ დამგარან წყალში დახრჩობის საფრთხის წინაშე.

ახლა მოედნები ბლომადაა, სულ სხვა პირობებში ვთამაშობთ რაგბის, მაგრამ ევროპის ჩემპიონი თვრამეტ წლამდელების უმეტესობამ ზემოხსენებულ პირობებში აიდგა ფეხი.

ჰოდა, ფეხი კი აიდგეს მძიმე პირობებში, მაგრამ ტანი შედარებით დალაგებულ გარემოში აიყარეს და გავიდნენ გუშინ... 3 წლიანი წაგების სერიის შემდეგ დაგეშილები, და აფეთქდნენ პირველივე წუთებში. საშინელი წვიმის მიუხედავად მალევე დაალელოვეს მოწინააღმდეგე. კიდევ ერთხელ აჩვენეს სარაგბო სამყაროს, რომ ჩვენ შეგვიძლია, გვაქვს მებრძოლი ხასიათი და დიდი სარაგბო მომავალი! თუმცა ამ მომავალს ხელშეწყობა სჭირდება, ისე, რომ არ მოხდეს ,ჩვენ აქ გეგმები ვაწყოთ და იქ, სადღაც, რაგბის ღმერთები იცინოდნენ.

წლევანდელი თვრამეტწლამდელთა ევროპის ჩემპიონატი პოლონეთში გაიმართა. სწორედ პოლონეთში აღვმართეთ თასი. ნაკრების საგარეო თამაშისას ქომაგების ერთად შეკრება და ამ ყველაფრის ზეიმად ქცევა ჯერ ისევ ოცნების სფეროდაა. 

მხოლოდ 30 მდე ადამიანმა მოვიყარეთ თავი, ვიყვირეთ, ვიღრიალეთ, დავიძაბეთ და მსაჯის საფინალო სასტვენთან ერთად უდიდესი შვება და ბედნიერება ვიგრძენით. ცრემლიც მომადგა რა თქმა უნდა ბედნიერების. ვტოვებ დაწესებულებას და სევდა მიტევს. ევროპის ჩემპიონები ვართ რაგბიში, ძალოსნები ოქროს ოქროზე იღებენ, ფეხბურთელებმა ახლახანს გამარჯვებები დადეს და რა? არ ვზეიმობთ. ახლა ქუჩაში რო ვიყვირო გილოცავთ მეთქი, ვერავინ გაიგებს რას ვულოცავ და უეჭველად გიჟად ჩამთვლიან.

მეათედ ვუყურებ სქრინშოთს, სადაც ჩვენს თვრამეწლამდელთა ნაკრების წევრს ფინალში გასვლას ვულოცავ, მოგებას ვუსურვებ  და ფრანგების შემადგენლობაზე ვეკითხები ის კი მპასუხობს.

„მოვიგებთ ეგ ვიცი, ჩვენ ვართ მაგრად მთავარია“

კი, ჩვენი ნაკრები ნამდვილდ მაგრად იდგა! კარგი შერკინება, საოცარი აუტი, ძალიან მაგარი დაცვა და შეცდომები ზომიერად!

 ამ სქრინშოთის თვალიერებით ახვლედიანის ქუჩიდან ლამის გმირთა მოედნამდე მივდივარ. ტაქსის ვაჩერებ, ვჯდები და მძღოლს ვულოცავ ევროპის ჩემპიონობას. გავდიდგულდი ქუჩაში რაც ვერ გავბედე აგერ ერთი ერთზე უყოყმანოდ გავაკეთე და ისიც იზიარებს ჩემს განწყობას და იწყებს დეტალურ გამოკითხვას, მეც ჩემებურად ვინთები და ვიწყებ და უცებ მაწყვეტინებს:

-გაგარინით წავიდეთ თუ ბულაჩაურით?

-რავი, როგორც გინდათ

-არა, უფრო მოკლე გზა საიდან იქნება ჯიგარო?

მოკლე გზით არაფერი გამოვა ბევრი მაქ მოსაყოლი და არც დიდ რაგბიში წარმატების მისაღწევად! ამიტომ მოთმინების დიდი ფიალა არც მძღოლს აწყენს და არც ჩვენს გულშემატკივარს, რომელიც 6 ერის კარზე აბრახუნებს და არც მე, რომელსაც სპორტული გამარჯვების ერთად აღნიშვნის ტრადიცია ლამისაა დამესიზმროს. ზუსტად იმაზე ვოცნებობ, რაც საფრანგეთში ჩვენ, რომ ფინალში დავამარცხეთ, იმ ქვეყანაში, ჩვეულებრივი მოვლენაა.  საფრანგეთი სარაგბო განვითარებით 20-30 წლით ხო გვისწრებს, სოციალური ფონიც სხვა არის ი ... მაგრამ ჩვენ მძიმე ყოფას ასეთი დღებეით მაინც თუ გავილამაზებთ, დაყოფილები იმისტებად და ამისტებად, დაღლილები და ყველაფერზე გაბრაზებულები, ქვეყნის საერთო გამარჯვებებს ერთად თუ ვიზეიმებთ, მერე იქნებ ფრანგებთან ჩამორჩენა ნელნელა შევამციროთ და გრძელი გზით „შინ“ მშვიდობით მივიდეთ

და ბოლოს, მადლობა U18-ს!

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

29 ნოემბერი
29 ნოემბერი

კულტურული პერიფერიის კონტექსტში

ბოლო ათწლეულების განმავლობაში, სახელოვნებო პრაქტიკის განვითარებასა და გამრავალფეროვნებასთან ერთად, დასავლეთის ქვეყნებშ ...
08 ნოემბერი
08 ნოემბერი

მამის ბლოგი - წერილი N8

ჯანმრთელობისთვის ძილის მნიშვნელობაზე შენთან ხშირად მისაუბრია, როდესაც დროულად დაძინებას აპროტესტებდი ხოლმე. ახლა კი მინდ ...
30 ოქტომბერი
30 ოქტომბერი

Ciao მიშა - კინო ყველასთვის და არავისთვი ...

„ერთ ნივთს ვეძებ და მის ძებნაში არ დავიღლები“ ხორხე ლუის ბორხესი; „მედალი“ გარდაიცვალა მიშ ...

მეტი

^