Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ნწ, ნწ, რა თაობა მოდის

04 მაისი 2018
  • რა გქვია?

ვეკითხები მოზარდს, რომელიც დედის გვერდზე მორცხვად დგას და შეკრებაზე უნდა წამოვიდეს.

  • გიო, - სხარტად და ღიმილით მპასუხობს... ოღონდ მპასუხობს დედა, გიო კი უფრო მორცხვად დგას დედის გვერდით და თვალებს დაბლა ხრის.

ეს არ არის ერთეული შემთხვევა და ეს არ არის მარტო გიოს და გიოს მშობლის პრობლემა.

გავიხსენოთ, რამდენ პირობით გიოს გადაუწყვიტეს მშობლებმა, რომელ სახელოვნებო თუ სპორტულ წრეზე უნდა ევლო ისე, რომ მას არ მოუსმინეს. „არ მინდა დაიგვაჯოს - ჭიდაობა, რაგბი და ეგეთები არ გამაგონო“; „მინდა კარგი ტანი ჰქონდეს და ქორწილში ხელის გაშლა შეეძლოს“; „არა, რა უნდა ამას მუსიკაზე, საერთოდ არა აქვს სმენა“ - ეს ერთი შეხედვით უწყინარი და ყოველდღიური ფრაზები, რომლებიც შვილების შეფასებისას გამოიყენება, ძალიან ვნებს მათ.

არ აქვს მნიშვნელობა, ეს ფრაზები ესმით თუ არა ბავშვებს, როცა მათ ნაცვლად წყვეტთ, რა გამოუვა და რა - არა, უკვე დიდ შეცდომას უშვებთ.

შეკრებებზე მყოლია ბავშვები, რომელთა მშობლებისთვისაც წარმოუდგენელი იყო, როგორ შეიძლებოდა მათ შვილს ერბინა დღეში ორჯერ, მთელი დღე ყოფილიყვნენ მზეზე მზისგან დამცავი კრემის გარეშე. იყვნენ ისეთებიც, რომლებსაც არ ესმოდათ, რატომ ასუფთავებდნენ ბიჭები სიონის წყალსაცავის სანაპირო ზოლს სხვისი დაყრილი ნაგვისგან და ისეთებიც, რომლებსაც ვერ წარმოედგინათ რომ „სასჯელად“ საუზმის, სადილის ან ვახშმის მოხსნა შეიძლებოდა და ეს საშინელ შედეგს არ მოიტანდა.

როგორც წესი, ბავშვების მოსასმენად მშობლებს არ სცალიათ, მასწავლებლების უმეტესობას კი მხოლოდ წაკითხულის შინაარსის ან საზეპიროების მოსმენა შეუძლია. გუშინ ერთბაშად აღშფოთდა საზოგადოება - „ღმერთო, რას მღერიან ეს ბავშვებიო“ (საუბარია პირველი და ორმოცდამეცამეტე სკოლის დამამთავრებელი კლასის სიმღერებზე).  მარტო ეს ბავშვები კი არა დამამთავრებელი კლასების უმეტესობა, ვინც ასეთ სიმღერას ამზადებს, ასე მღერის, ასე მოიხსენიებს და აშარჟებს მასწავლებლებს, რომელთა ლექსიკონშიც ხშირია უხეშობა და ლანძღვა.

 როგორ „იმორჩილებს“ მშობელი და მასწავლებელი ბავშვს მანამ, სანამ ეს შეუძლია?

ხმამაღალი საუბარი, მუქარა, სასჯელი:

„ნუ შვები“, „არ გააკეთო“, „არ ვიცი, ახლა რას გიზამ“, „ვსიო ახლა ნახე, შენ რა გიქნა“  - მშობლების ფრაზები;

„გაგყრით კლასიდან“, „მშობელს დავიბარებ“, „მანდატურს დავუძახებ“ - მასწავლებლების ფრაზები.

ალბათ იფიქრებთ, რომ ძნელია ყველა წვრილმანზე დაუჯდე ბავშვს და ყველაფერი მშვიდად აუხსნა, მაშინ, როცა მის გამოკვებას, ჩაცმას, დახურვას, განათლებას ბევრი მუშაობა სჭირდება. ალბათ იმასაც იფიქრებ, 45 წუთში როგორ გინდა, მოასწრო თან გაკვეთილი ახსნა, თან ძველი გამოიკითხო და თან 30 ბავშვი დაიმორჩილო.

სანამ განათლების სისტემა ერთიან სახეს არ მიიღებს, სანამ ასეთი სიძნელეები გვექნება და დაგვაბრკოლებს, სანამ ამ ფორმით გვექნება ურთიერთობა მოზარდებთან  და სანამ მათ ისევე სერიოზულად არ აღვიქვამთ, როგორც საკუთარ თავს, მანამ იმღერებენ ისინი ასეთ სიმღერებს.

პ.ს

- რამდენი წლის ხარ?

-  თერთმეტის.

მპასუხობს ისევ დედა და გიო უფრო მორცხვად დგას...

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

15 აგვისტო
15 აგვისტო

ფეხმძიმობა საკუთარ გვამზე

“არ შეუძლია იყოს პირფერი… არ შეუძლია მტვერი არ იყოს..” - გალაკტიონი. ეს მონოლოგი ჩემ მიერ სხვად ...
12 აგვისტო
12 აგვისტო

სხვა საქართველო სად არი

„ეშმაკმა თუ შენი დაწიხლვა მოინდომა, თავის ჩლიქს სულ არ გამოაჩენს, სულ კაცის ფეხით დაგწიხლავს“ © სტანისლ ...
08 აგვისტო
08 აგვისტო

რა შუაშია მურღულია და ,,ორი ღორი“?

ზაფხულია.მასწავლებლები შვებულებაში არიან, მაგრამ თან საქმეც აქვთ. სექტემბრისთვის სახელმძღვანელოები უნდა შეარჩიონ. დასრულ ...

მეტი

^