Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

სარაგბო ი(ა)პონია

12 ივნისი 2018

- ახლავე გირჩევნია, თუ ხვალ - დამშვიდებულზე?

ლამის ყვითელი ფერი დაჰკრავს ამ სათაურს და ძნელი გამოსაცნობია, რაგბისთან რა საერთო შეიძლება ჰქონდეს. ზუსტად ამ კითხვით მივმართეთ ბატონ რედაქტორს და პასუხის მერე წერა დავიწყე.

ჰოდა თავიდან მივყვეთ. სულ თავიდან! ზუსტად ეს სამწვრთნელო შტაბი იყო, 2015 წლიდან რო  მიჰყვა და ჯერ ალაფა მოიგო და ოცწლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატზე თამაშის უფლება მოიპოვა!

2016 წელი ბრიტანეთი! ერთი გამარჯვება იტალიასთან!

2017 წელი საქართველო! ერთი გამარჯვება არგენტინასთან!

2018 წელი საფრანგეთი! 4 მატჩი და 2 გამარჯვება ირლანდიასთან და იაპონიასთან! წინ შოტლანდიაა!

მორაგბეები იმდენად ასოცირდებიან გამარჯვებასთან, რომ ამ გამარჯვებების მნიშვნელობას და მასშტაბებს მგონი ვეღარ ვხვდებით.

ეს არის როგორც მწვრთნელების, ისე მოთამაშეების ახალი თაობა, რომელსაც ახალი მენტალიტეტი უყალიბდება კი არადა ჩამოუყალიბდა. ისინი მიეჩვივნენ ასაკობრივი ნაკრებების პერიოდიდანვე თამაშს ელიტის გუნდებთან და უკვე მათ დამარცხებასაც! მეც ვიცვლები და მეც ვიზრდები როგორც გულშემატკივარი.

 იაპონიასთან შეხვედრა მაგალითია ამ ყველაფრის.

ჯერ ჰიმნი! მაღალფარდოვნად ჟღერს ალბათ, მაგრამ ნაღდია. კაპიტანს, ბექა საღინაძეს, ისე ჰქონდა ჰიმნზე ბორჯღალი ხელში მოქცეული, რომ გამარჯვება გარდაუვალი იყო!

პირველი წუთები ჩვენ უფრო პასიურად დავიწყეთ. იაპონელებმაც არ დააყოვნეს და დაგვალელოვეს. მერე ლუკა ჯაფარიძის 10-მეტრიანი რეიდები და ლელოც.

თითქოს გვიჭირს იაპონიის ტემპში თამაში და ამ დროს ყვითელი ბარათი. თითქოს სადღაც ზემოთ რაგბის ღმერთებმა ზურგი გვაქციეს, მაგრამ იქაც ალბათ დაყოფილი არიან შერკინების და ხაზის ღმერთებად და იმ შერკინების ღვთაებას აქვს ქართული ფესვები. მოკლედ ქართული შერკინების ძალა მოგცეთ ღმერთმა და მორკინალების 7-კაციანი რაზმით არაერთხელ ვიხეირეთ.

მოთამაშეებს ნამდვილად სჭირდებათ ტაიმებს შორის შესვენება და ამ დროს ეკრანს მიჯაჭვულ ქომაგს რა სჭირდება ჯერ ვერ ჩამოვყალიბდი. თუმცა, დამამშვიდებლებზე არც მიფიქრია. თურმე, დაიდე რა. მეორე ტაიმის დასაწყისში ჯერ მისალმება არ გვქონდა დამთავრებული, მეტოქე დაწინაურდა და ასეთი სწრაფი გუნდის წინააღმდეგ 10-ქულიანი ჩამორჩენა ვერაა კარგი ამბავი. ჰოდა ზუსტად 10 ქულა რო გახდა სხვაობა, მაშინ კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ ჩემი, როგორც გულშემატკივრის მენტალიტეტიც იცვლება. აი, თქვენი საყვარელი გუნდი რო აგებს, მაგ დროს ხო ყველაფრის იმედი ერთად გაქვთ  - გაძლიერებული ლოცვის, მეტოქის შეცდომის, სასწაულის, მატჩის გადადების და ათასი ხერხია დამეთანხმებით...

იაპონიასთან 10 ქულას ვაგებთ და მარტო ამ ბიჭების იმედი მაქვს. თან ზუსტად ვიცი, რომ მოიგებენ  და უცებ მამამთავრიშვილის ყვითელი ბარათი. ალბათ ძაან ადვილია სკამიდან, სავარძლიდან, სახლიდან, ბარიდან, ეზოდან ამ მომენტის შეფასება, მაგრამ თვითონ როგორც შეაფასა და განიცადა, სახეზე ეწერა.

მე ისევ ჩემს აზრზე ვარ და ზუსტად ვიცი, ჩვენ დღეს ამ თამაშს ვიგებთ... ყოველი შეტევის დროს  სუნთქვას ვიკავებ და იმდენად ვერთვები თამაშში, რომ გალურჯებამდე მავიწყდება, რომ ჰაერი აუცილებელია. თამაშის დასრულებამდე 3 წუთი რჩება და ჩამორჩენა მხოლოდ 3 ქულაა. ახლაც ზუსტად ვიცი, რომ ეს თამაში ჩვენია და აბჟანდაძის გარღვევა, გელაშვილის მიხმარება და გელა აფრასიის უნაკლო ლელო.

ბიჭებს წინ შოტლანდიასთან შეხვედრა ელით! ნებისმიერ შემთხვევაში ათეულში ადგილი გარანტირებულია! მადლობა მათ ამისთვის! მადლობა, რომ მტკიცე ხასიათით და თამაშით კიდევ ერთხელ დაამტკიცეს, რომ რაგბი ჩვენი თამაშია!

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

16 ოქტომბერი
16 ოქტომბერი

მიფრინავენ წეროები

სად? შორს… დედა სახლიდან სამ საათზე უკანასკნელად გავიდა. რამდენი წლის იყო? ავადმყოფობდა? 81-ის. ავადმყოფობდ ...
12 ოქტომბერი
12 ოქტომბერი

აბა ის სჯობდა?!

დადგა ისევ ის უმნიშვნელო დღე, როცა იურა უნდა მენახა. შვედეთში გაცნობილი რუსი მეგობარი. მე ჩრდილოეთით წამსვლელი არ ვ ...
11 ოქტომბერი
11 ოქტომბერი

მორიგი გაქცევა თვითნაკეთი თავისუფლებისგა ...

ოცდახუთ წელზე მეტია დამოუკიდებელ საქართველოში არჩევნები ახალი ისტორიის ისტერიულ მართლწერასა თუ უბრალოდ, კარნახის წერას ჰ ...

მეტი

^