Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

მანუშაკა მოსულა

20 აგვისტო 2018

დიდი ხანია ჩვენს ვილაიეთში ასეთი ალიაქოთი არ მომხდარა წიგნის გამო. ყველა მანუშაკას კითხულობს, ელოდება, განსჯის. დიდი განხილვა და მსჯელობა მიმდინარეობს. თემურ ბაბლუანიას “მზე, მთვარე და პურის ყანა (მანუშაკა მელოდება)” აშკარად შედგა. აშკარად გამორჩეული რომანია და ეს ალიაქოთიც დამსახურებულია. იტირებ, იცინებ, კიდევ იტირებ, დახურავ, გააღებ და ასე ჩქარ-ჩქარა გადიხარ ბოლოში “მანუშაკას.” ათას რამეზე გაჩერდები: ძველი თბილისის მელანქოლიაზე, 90-იანების ჭეშმარიტ სიბნელეზე და უსასრულო ძალადობაზე, სასიამოვნოდ ზღვარგადასულ რომანტიზმზე, ქვენა გრძნობების მრავალფეროვნებაზე და შურზე, რომელიც ყოველ ნაბიჯზე გხვდება, კეთილი კაცის მიამიტობაზე. ეს წიგნი ალბათ ყველასთვის სხვადასხვაა. თუმცა მთელი წიგნის განმავლობაში ავტორის ხელოვნების დამსახურებით ყველა მკითხველი კითხულობს თავისთვის, ნეტავ რა მოუვა მანუშაკას.

სოციოლოგია - ეკონომიკაში ჩახედული ადამიანი კი, ცივად გეტყვით, რომ მანუშაკას მოუვა ის, რაც ტიპურად მოსდის სტრუქტურულ სიღარიბეში დაბადებულ გოგოს: როგორ არის გადაჯაჭვული სიღარიბე, ძალადობისგან დაუცველობა, გაუნათლებლობა და გენდერი ამის სანახავად ნებისმიერი საინფორმაციო საშუალებისათვის თვალის გადავლებაც კმარა. მანუშაკაც არ არის გამონაკლისი. როგორც პროფესორი, სტუქტურულ სიღარიბეს სწორედ ამ რომანის მაგალითებით ავხსნიდი. წიგნი ვითარდება საბჭოთა გეტოში, ავლაბარში, ანუ კერაში სადაც გამყარებულია სიღარიბის მახასიათებლები და მასთან დაკავშირებული მოვლენები: ტოტალური უმუშევრობა, ძალადობა, ალკოჰოლიზმი ანდა ნარკომანია და გაუნათლებლობა.

დაკვირვებიხართ, რომ წიგნის გმირები ღარიბ-ღატგაკები არიან და უამრავი კატაკლიზმისა და წესყობილების ცვლილების მიუხედავად ისეთსავე, ან უარეს სიღარიბეში რჩებიან. ავლაბრის ეზოებში დანახული, თაობებს შორის გადაცემული ტოტალური სიღარიბე იგივეა, რასაც იხილავთ მსოფლიოს ყველა ქვეყნის გეტოში: ტყიბულში, თუ ნიუ-იორკის კონი აილენდზე. ამ რომანის ავლაბარი იგივე დეტროიტია, სადაც ძალადობა, კრიმინალი, ადრეული გათხოვება, გაუნათლებლობა ზუსტად ისეა გადაჯაჭვული, როგორც ამას სტრუქტურული სიღარიბის სახელმძღვანელოს მაგალითებს მოუხდებოდა. ამ წიგნში არ არსებობს “ამერიკული ოცნება”- ბევრს იმუშავებ და მერე შენი შრომით გამდიდრდები, სწორედ იმიტომ, რომ ამერიკული ოცნება სწორედაც რომ ოცნებაა. ამ წიგნში მდიდრდებიან მხოლოდ სისასტიკითა და ძალადობით, ხოლო ღარიბი, დაუცველი და არამოძალადე ისევ საზოგადოების ფსკერზე რჩება. ჯუდე ანდრონიკაშვილის მამა თავის ცხოვრებას იმავე მეჯღანის ჯიხურში იწყებს, სადაც ამთავრებს. მიუხედავად იმისა, რომ რომანის ბოლოს ყველას გვინდა მანუშაკა გალამაზებულ, ჩაცმულ-დახურულ, დიდ სასახლეში მცხოვრები და კბილებგაკეთებული ვიხილოთ, ავტორი ამის საშუალებას არ მოგვცემს. იმიტომ, რომ სტუქტურული სიღარიბის პირობებში, სახელმწიფოს მასიური ჩაურევლობის შემთხვევაში ასეთი სასწაულები არ ხდება. სასწაულები ზღაპრებშია, თემურ ბაბლუანის რომანი კი ზღაპარი არ არის. ის ღირსეული ამხანაგია იმ სასტიკი რეალობის, რომელსაც ადგილს უთმობს. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

13 სექტემბერი
13 სექტემბერი

პროგრესი, პატრიოტიზმი და „დოლია ვარავსკა ...

2 სექტემბერს, ფეისბუქზე, თბილისის ერთ-ერთ მუნიციპალურ ტრანსპორტში, ავტობუსში გადაღებული ვიდეო გავრცელდა, სადაც ორი ქუჩის ...
13 სექტემბერი
13 სექტემბერი

სამყაროს დასასრული

დასასრულის დასაწყისი ყველაფერი დასრულდება. დედამიწას სულ ხუთიოდე მილიარდი წლის სიცოცხლე დარჩენია, სანამ გაფართოებული მზ ...
12 სექტემბერი
12 სექტემბერი

ზაზა ურუშაძემ კინოაკადემია დატოვა

„კოლეგებო, ბოლო დროს განვითარებული თქვენთვის კარგად ცნობილი მოვლენებიდან გამომდინარე, რამაც ჩემთვის მიუღებელი ფორმ ...

მეტი

^