Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

რა შემთხვევებში შეუძლია ახალ პრეზიდენტს რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების დანიშვნა

09 ნოემბერი 2018

წლის ბოლოს ქვეყანას ახალი პრეზიდენტი ეყოლება. დიდი ალბათობით ის ფიცს 23 დეკემბერს დადებს, რომლის წარმოთქმის შემდეგ ძალაში კონსტიტუციის ახალი რედაქცია შევა.

ოპოზიცია არჩევნების მოგების შემთხვევაში რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებისკენ მიანიშნებს. თუმცა, მიუხედავად მითქმა-მოთქმისა, რომელიც ამ პერსპექტივამ გამოიწვია, მას კონსტიტუციური საფუძველი არ აქვს. პრეზიდენტს არ აქვს უფლება საკუთარი ინიციატივით დაითხოვოს საკანონმდებლო ორგანო.

ახალ რეალობაში სულ 2 ვარიანტი არსებობს, როდესაც პრეზიდენტი ვალდებულია (და არა უფლებამოსილი) ხალხის რჩეულები სახლში გაუშვას. ეს კი ის შემთხვევებია, როდესაც პარლამენტს უნარი არ შესწევს, ნდობა გამოუცხადოს კაბინეტს.

პირველი ვარიანტი - როდესაც ქვეყანას მთავრობა აღარ ჰყავს, ხოლო პარლამენტი ახალ მთავრობას ნდობას ვერ უცხადებს.

არსებობს რამდენიმე შემთხვევა, რომლის დადგომის შემთხვევაშიც უმაღლესმა წარმომადგენლობითმა ორგანომ ახალი კაბინეტი უნდა დააკომპლექტოს: ახალარჩეული პარლამენტი (რაც ჩვენს შემთხევაში აქტუალური არ არის); პრემიერის გადადგომა;  გარდაცვალება; იმპიჩმენტი. რომელიმე ამ ფაქტის დადგომის შემდეგ პარლამენტს 4 კვირა აქვს იმისთვის, რომ ახალი მთავრობა დააკომპლექტოს. ამისთვის საჭიროა 76-დეპუტატიანი უმრავლესობა. თუ მან ეს ვერ მოახერხა სახელმწიფოს მეთაური ვალდებულია დაითხოვოს პარლამენტი და დანიშნოს რიგგარეშე არჩევნები.

მეორე ვარიანტი - როდესაც პარლამენტი ნდობის განახლების შესახებ პრემიერის მოთხოვნას უარით უპასუხებს, მაგრამ ახალ მთავრობას ვერ დააკომპლექტებს.

მთავრობის მეთაურს ნებისმიერ დროს შეუძლია პარლამენტისთვის ნდობის განახლების მოთხოვნა. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ჰკითხოს, კვლავ სარგებლობს თუ არა მისი კაბინეტი საკანონმდებლო ორგანოს მხარდაჭერით. თუ ამ უკანასკნელმა ნდობა არ დაადასტურა, მაგრამ ერთი კვირის ვადაში ახალი მთავრობა ვერ დააკომპლექტა (აქაც 76 დეპუტატის მხარდაჭერაა საჭირო) პრეზიდენტი ვალდებულია, დაითხოვოს პარლამენტი.

ამ ორი შემთხვევის გარდა, რიგგარეშე დანიშვნის სხვა კონსტიტუციური გზა არ არსებობს და როგორც გამოჩნდა, ორივე უმრავლესობის არსებობა-არარსებობაზე გადის. ეს იმას ნიშნავს, რომ ვადამდელი არჩევნების საკითხი მთლიანად მმართველი პარტიის ერთიანობაზე ან მის ნება-სურვილზეა დამოკიდებული. ამგვარად არსებობს სამი პოლიტიკური სცენარი, რომლებსაც შედეგად შესაძლოა კონსტიტუციით გათვალისწინებული ამ ორ შემთხვევის დადგომა მოჰყვეს.

პირველი შემთხვევა - არჩევნების შემდეგ პრემიერი გადადგა, უმრავლესობა დაიშალა და ახალი უმრავლესობა ვერ/არ შედგა. აღსანიშნავია, რომ ვადამდელი არჩევნებისთვის სამივე ამ ფაქტორის ერთდროულად არსებობაა საჭირო. რადგან, თუ ახალი უმრავლესობის შეკვრა გადაწყდა, მაშინ ის ახალ კაბინეტს დააკომპლექტებს და არჩევნებიც აღარ იქნება საჭირო.

მეორე შემთხვევა - უმრავლესობა არსებობს, მაგრამ მმართველმა გუნდმა თავად ჩათვალა საჭიროდ არჩევნების ჩატარება. ამ დროს მას თავად შეუძლია ხელოვნურად შექმნას ისეთი ვითარება, რა დროსაც პრეზიდენტი ვალდებული იქნება დანიშნოს რიგგარეშე არჩევნები.

ამგვარად გამოდის, რომ ახალარჩეულ პრეზიდენტს არავითარი კონსტიტუციური ბერკეტი არ აქვს, თავისი სურვილის შესაბამისად დაითხოვოს პარლამენტი. მისი ერთადერთი იარაღი უმრავლესობის დეპუტატებზე პოლიტიკური ზეწოლაა, თუმცა ამ შემთხვევაშიც ყველაფერი მმართველი პარტიის ხელში რჩება.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

13 დეკემბერი
13 დეკემბერი

„მოგხვდებათ ცხვირში“ - ვის ემუქრება ხელი ...

დასრულდა ავადსახსენებელი საპრეზიდენტო არჩვენები. ვიფიქრეთ, ახლა მაინც შერბილდებოდა ეს აუტანელი დაპირისპირება ხელისუფლებ ...
12 დეკემბერი
12 დეკემბერი

სასოფლო-სამეურნეო მიწებზე

რაც დღეს  ხდება, „ქართული ოცნების“ უპასუხისმგებლო პოლიტიკის შედეგია. აი რატომ: - ნაკლებად ცნობილი ფაქტია, რომ სასოფლო- ...
10 დეკემბერი
10 დეკემბერი

სამოქალაქო აქტივიზმი - „მოდით, დავიწყოთ ...

არა ღმერთს ან ბაზრის „უჩინარ ხელს“, არამედ, მხოლოდ ჩვენ შეგვიძლია შევცვალოთ! სამოქალაქო აქტივიზმის როლი, ...

მეტი

^