Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

მოდელირებული ბედნიერება

04 თებერვალი 2019

მართალია, ოცდმეერთე საუკუნეში საქართველომ ისე შემოაბიჯა, როგორც დამოუკიდებელმა ქვეყანამ, მაგრამ საბჭოთა ტვირთი მეტად მძიმე აღმოჩნდა და აზროვნებაც იმდენად გაჟღენთილი, რომ კარგა ხანს, ალბათ, ვერ გავთავისუფლდებით.

მიუხედავად იმისა, რომ მე საბჭოთა „ბედნიერ ერაში“ მხოლოდ ბავშვობა გავატარე, და თავისთავად, ბავშვობის პერიოდი მაინც თავისუფალი იყო ყოველგვარი სიყალბისგან, მაინც კარგად მახსოვს, რომ საბჭოთა კავშირში „ყველა ბედნიერი იყო“. კარგად მახსოვს ლოზუნგები, რომლებიც გაზეთებიდან თუ შენობების ფასადებიდან მუდამ გვახსენებდნენ ამ „ბედნიერებას“ - ვაითუ, ვინმეს დავიწყებოდა, რომ ბედნიერი იყო!

ცხადია, ბედნიერება ძალიან ინდივიდუალური და ხანმოკლე შეგრძნებაა. ყოველთვის შეიძლება  იგრძნოს ადამიანმა ბედნიერების გაელვება, იმის მიუხედავად, თუ სად და რა გარემოებებში უწევს ცხოვრება. ერთი შეხედვით ძალიან უბრალო და მარტივ რაიმეშიც კი. მაგრამ სულ სხვაა „კოლექტიური ბედნიერება!“

ეს ერთგვარი ვალდებულებაა. ეს პირად ბედნიერებაზე მაღლა დგას და რა უფლება გაქვს, არ იყო ბედნიერი, როცა ქვეყანაში ხელისუფლება შენზე ზრუნავს!

ასე „ზრუნავდა“ საბჭოთა ხელისუფლება ხალხზე.

ხელისუფლების ცვლასთან ერთად იცვლებოდა ლოზუნგებიც. თუმცა არ იცვლებოდა მთავარი სათქმელი - ხელისუფლება ზრუნავს თქვენზე, ხელისუფლება თქვენ ბედნიერ ცხოვრებას გიქმნით. მგონი, ეს ილუზია თავადაც იმდენად დაიჯერეს, რომ აკი განაცხადა კიდეც რომელიღაც მინისტრმა - ხალხს ეჩვენება, რომ უჭირს. სინამდვილეში კი ბედნიერად ცხოვრობენო. ხოლო ეს ილუზია რომ უფრო თვალსაჩინო გამხდარიყო, „სიყვარულით სავსე ქალაქში“ ბედნიერების ძეგლიც დაიდგა.

მგონი, ასრულდა „მოქკავშირის“ დროს პოპულარული, ლოზუნგად ქცეული „გიხაროდენ, გიხაროდენ!“  ბედნიერება ახლა თვალ და ხელშესახებია - ვისაც არ სჯერა, რომ ბედნიერება „სიყვარულით სავსე ქალაქში“ ნამდვილად არსებობს, დიდი ძებნა არ სჭირდება - აკი ბედნიერებამ თავად თქვა, ნუ მეძებო - მივიდეთ და ვნახოთ. ჩვენ ხომ უკვე წლებია შეევჩვიეთ მოდელირებულ რეალობას. გვქონდეს მოდელირებული ბედნიერებაც.

მე კი რატომღაც იოსიფ ბროდსკის ლექსი მახსენდება.


აღვმართოთ ძეგლი

ქალაქის გრძელი ქუჩის ბოლოს

ანდა დიდი მოედნის ცენტრში,

ძეგლი,

რომელიც მოერგება ნებისმიერ არქიტექტურას,

რადგან იქნება ცოტაოდენ კონსტრუქციული და ძალიან რეალისტური.

აღვმართოთ ძეგლი,

არავის რომ ხელს არ შეუშლის.


პიედესტალთან

გავაშენებთ ლამაზ ყვავილნარს,

ან თუ მოგვცემენ ამის ნებას ქალაქის თავნი –

პატარა სკვერსაც,

ჩვენი ბავშვები

ნარინჯისფერ თამთამა მზისგან

თვალს მოჭუტავენ,

პიედესტალზე მდგარ ფიგურას

აღიარებულ მოაზროვნედ,

კომპოზიტორად

ან გენერლად წარმოიდგენენ.


პიედესტალთან – თავს ვდებ –

ყვავილებს ყოველ დილით

თვლა არ ექნება.

აღვმართოთ ძეგლი,

არავის რომ ხელს არ შეუშლის.

თვით შოფრებიც კი

დატკბებიან, მის დიდებულ სილუეტს რომ დაინახავენ.

პაემანებსაც

ძეგლის ირგვლივ სკვერში დათქვამენ.

აღვმართოთ ძეგლი,

სამსახურისკენ აჩქარებით მიმავალნი გვერდს რომ ჩავუვლით,

მის შორიახლოს

დაიწყებენ სურათების გადაღებას უცხოელები.

ღამით ქვემოდან გავანათებთ პროჟექტორებით.


აღვმართოთ ძეგლი სიცრუისა. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

11 აპრილი
11 აპრილი

ჯერ ქალებს ესროლეთ და მერე...

გამოხდა ჟამი და ოცდახუთმა ზომიერად ნაკვებმა, ზომაზე ოდნავ გაპრანჭულმა, ფიტნესგამოვლილმა, კარგად ჩაცმულ-დავარცხნილმა და კ ...
09 აპრილი
09 აპრილი

9 აპრილის ბრაზი

მე რომ ასეთი საქმეები მეკითხებოდეს, 9 აპრილს, დასვენების კი არა, დიდი შრომის დღედ გამოვაცხადებდი. თავისუფლება, შეუშრობელ ...
04 აპრილი
04 აპრილი

"საძულველი ჩვენი" - ანუ დევნილების დაუსრ ...

რამდენიმე დღის წინ თბილისში, ისნის რაიონში მდებარე „დირსის“ საცხოვრებელი კომპლექსის ორი შენობა 1993 წელს აფხ ...

მეტი

^