Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

9 აპრილის ბრაზი

09 აპრილი 2019

მე რომ ასეთი საქმეები მეკითხებოდეს, 9 აპრილს, დასვენების კი არა, დიდი შრომის დღედ გამოვაცხადებდი. თავისუფლება, შეუშრობელი სისხლით რომ მოვიპოვეთ, ყოველდღიურ ვარჯიშს მოითხოვს და ასე ნარჩუნებდა.  მაგრამ ამაზე უფრო ვრცლად სხვა დროს...

ხოლო 9 აპრილი ასე მახსოვს – საჭმელს მაჭმევდნენ და ტელევიზორს ვუყურებდი, უცებ წამომაყენეს და მაგიდის საპირისპირო მხარეს დამსვეს – ტელევიზორისგან ზურგით. ათში ჩემი დაბადების დღეა. რაღაც ნამცხვარს აცხობდნენ და დაიწვა. 

გვიან დავფიქრდი - როგორ უნდა დაჯდეს მსგავს ამბებთან კაცი - ზურგით თუ პირდაპირ. ამაზე სხვა დროს... ტელევიზორში დაღუპულთა შესახებ აცხადებდნენ. გარეთ მზიანი ამინდი იდგა. გაზაფხულის ამინდი. პატარა ვიყავი. საბავშვო ბაღს ვამთავრდებდი. იქ ერთი გოგო მიყვარდა, მგონი, მთელს ჯგუფსაც. სანამ შინ არ წაიყვანდნენ, ველოდი, თუნდაც ჩემთვის მოეკითხათ. მერე ფეხსაცმელებს ვაცმევდი. ეს იყო ჩემი სამიჯნურო რიტუალი. და უცებ წარმოვიდგინე, ის რომ მოეკლათ. სრულიად უცნაური შეგრძნება დამეუფლა. შიში და ბრაზი ერთად. და მალე გამიარა. გარეთ ბავშვები თამაშობდნენ. შევუერთდი. მაგრამ მალე ისევ დამიბრუნდა.

ერთი ოზურგეთელი გოგოც შეეწირა აპრილის დღეს. ლიხაურელი. ნინო თოიძე. ლიხაურშივე დაკრძალეს. თვეების შემდეგ ჩემი ნათესავები ავიდნენ სასაფლაოზე. მე ხელში ცხრა აპრილის კალენდარი მეჭირა, გარდაცვლილთა სიით, სამძიმრებით, ნაჩუქარი თუ საჩუქებელი ტიტებით და სხვა ლექსებით. იქ კი ჰყვებოდნენ: „დედამისი იგონებს: დედა, სიზმარში ვნახე, შავ ფეხსაცმელს ვყიდულობდიო. დედამისმა, ვიკითხეო და, ბედიაო, გათხოვდებაო. 4 აპრილს სურათი გადაიღო, და 9-ში მომაკითხეო ფოტოგრაფმა. ცოტა ადრე გააკეთეო, უთქვამს ნინოს ღიმილით.

ასეთი ამბები მესმოდა, მე კი საფლავის ქვაზე სურათს ვუყურებდი. ნინოს ადგილას ისევ ის ბაღელი გოგონა წარმომიდგა. და დაბრუნდა ის ბრაზი, ყელში ბურთით და თვალში ცრემლით. ალბათ ეს ბრაზია, რომელიც ომებს იწყებს. უმწეობისა და შურისძიების შეჯახების ბრაზი. ალბათ ეს ბრაზია, მშვიდობაზე ფიქრს რომ გკარნახობს, პირველ გაელვებას თუ გაუძელი.

გააჩნია, როგორ ზიხარ - პირდაპირ თუ ზურგით.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 აგვისტო
27 აგვისტო

ბატონები

საქართველოს მთავარი თავისებურება სწორედ წყალობის კანონების დაფასებაა. ამას ემყარება ჩვენი სტუმართმოყვარეობა, თავდადება, ...
09 სექტემბერი
09 სექტემბერი

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...
21 აგვისტო
21 აგვისტო

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...

მეტი

^