Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ფსკერიდან ფსკერამდე / რაზე ვლაპარაკობთ?

08 ივლისი 2019

ყველანაირ უსამართლობასთან ერთად, იქნება ეს პარლამენტის თავმჯდომარის სკამზე გავრილოვის დაჯდომა, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ძალის გადამეტება, ოლიგარქიული და მაფიოზური კლანების გაბატონება სახელმწიფო საკუთრებასა და ხალხზე თუ სხვადასხვა ტიპის უმცირესობათა შევიწროება, ვაპროტესტებ იმ აბსურდულ დისკურსს, რაშიც დღეს „ქართულ საზოგადოებას“ გვიწევს მონაწილეობის მიღება.

გაბუნიამ პუტინს პირდაპირ ეთერში აგინა.

„რუსთავი 2“-ის წინ გამართულ აქციაზე ტელევიზიის დახურვას მოითხოვენ.

LGBT თემის მიერ დაგეგმილი „ფრაიდისგან“  ერის დასაცავად რუსთაველის გამზირი  ლევან ვასაძემ და თანამებრძოლებმა დაიკავეს.

რა არჩევანი გვაქვს?

„რუსთავი 2“-თან პუტინის ღირსების დასაცავად შეკრებილი კრემლის აგენტები“ თუ „სიტყვის თავისუფლებისთვის თავდადებული გაბუნიას დამცველები“?

„გარყვნილი ლიბერალები“ თუ „ბნელი ტრადიციონალისტები“?

სევდიანი და უაღრესად უიმედოა იმის ყურება, თუ როგორ ცდილობს არსებული, ისედაც მწირი ინტელექტუალური თუ პოლიტიკური რესურსი მოცემული კარიკატურად ქცეული დისკუსიის გარშემო თვითრეალიზებას.

ვისი ბრალია ის, რომ პოლიტიკური დღის წესრიგი არის ფსიქოზური, აბსურდული და ყოვლად არაპროდუქტიული?

მმართველი ძალის? ოპოზიციის? რუსეთის თუ ამერიკის აგენტების?

კი ბატონო, მაგრამ ჩვენ რატომ „ვბოლდებით“ ასე ადვილად?

საზოგადოების, ჩვენი პასუხისმგებლობაა, განვსაზღვროთ, თუ რამდენად რელევანტური და კონსტრუქციულია არსებული პრობლემატიკის გამძაფრება. ის ადამიანები, ვინც პირდაპირ თუ ირიბად ვახალისებთ არსებულ პოლარიზებულ, უსარგებლო არქეტიპებით გაჟღენთილ საზოგადოებრივ დისკუსიებს, დამნაშავეები ვართ სახელმწიფოს წინაშე. აბსურდული, სოციალური რეალობისგან მოწყვეტილი „ეროვნული ნარატივი“ ვერ იქნება საღი ან კონსტრუქციული.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 აგვისტო
27 აგვისტო

ბატონები

საქართველოს მთავარი თავისებურება სწორედ წყალობის კანონების დაფასებაა. ამას ემყარება ჩვენი სტუმართმოყვარეობა, თავდადება, ...
09 სექტემბერი
09 სექტემბერი

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...
21 აგვისტო
21 აგვისტო

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...

მეტი

^