Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

სკვერი,სადაც ძეგლები ვერ ძლებენ

30 ივლისი 2012

 

დამთხვევების მჯერა, უცნაური დამთხვევებისაც, მაგრამ ასეთი დამთხვევები მაოცებენ (განა რა გასაკვირია კაცმა, რომ თქვას). ერთი ასეთი უცნაურობა ამ რამდენიმე დღის წინ დავანამდვილე და მისი თქვენთვის გაზიარება განვიზრახე.

 

ამ ცოტა ხნის წინ ფეხით ჩავუყევი მიხეილ ჯავახიშვილის დაღმართს, დღემდე ელბაქიძეს, რომ ეძახიან. ხიდისყურთან პატარა ბაღში ცარიელ უბიუსტო კვარცხლბეკს დავაკვირდი და აღმოვაჩინე, რომ ამ პატარა ბაღში დაჟინებული მცდელობების მიუხედავად ძეგლები ვერ ძლებენ.

ამ აზრის გასამყარებლად ბაღის "მონუმენტურ" ისტორიას ბოლოდან თავისაკენ გავყვეთ: დღესაც უძეგლო კვარცხლბეკს აწერია, რომ აქ დაიდგმება სოფიკო ჭიაურელის ბიუსტიო. თუმცა ეს ქანდაკება ამ კვარცლბეკზე არ დაიგდა. აქ დასადგმელად გამზადებული კომპიზიცია სიონის მიმდებარე ბაღში დადგეს.

კაცმა, რომ თქვას სოფიკო ჭიაურელის ძეგლის ჯავახიშვილის დაღმართის ბაღში დადგმა დიდი მკრეხელობა იქნებოდა, ვინაიდან დღევანდელ ცარიელ პედესტალზე მარი ბროსეს ქანდაკება იდგა. ახლა უფრო მარტივად ვიტყვი - 1994 წელს ჯავახიშვილის დაღმართის უსახელო ბაღში მარი ბროსეს ძეგლი საზეიმოდ გაიხსნა (მოქანდაკე ჯუნა მიქატაძე). 10 წლის თავზე, 2004 წელს ბრინჯაოს ძეგლი მოიპარეს. დარჩა მხოლოდ კვარცხლბეკი და სწორედ ამ კვარცხლბეკზე მხოლოდ ორიოდე წლის წინ მიაკრეს დაფა, რომ სოფიკო ჭიაურელის ქანდაკება მაინც და მაინც აქ უნდა დაიდგასო.

ჟურნალისტ სოფიო თოდუას ყოჩაღი საპროტესტო სტატიის შემდეგ კიდევ კარგი ეს გადაჭყვეტილება შეიცვალა. თუმცა მხოლოდ ეს არაა.

1981 წლის დეკემბერში საქართველოში ფართედ აღინიშნა საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამსახურის შექმნის მე-60 წლისთავი. ამასთან დაკავშირებით 25 დეკემბერს თბილისში ელბაქიძის დაღმართის უსახელო სკვერში საზეიმოდ გაიხსნა მაშინდელი პრესის ენით თუ ვიტყვით "რევოლუციის მგზნებარე რაინდის, ლეგენდარული სრულიად რუსეთის საგანგებო კომისიის ხელმძღვანელის" ფელიქს ძერჟინსკის ძეგლი (მოქანდაკე მელიქიშვილი). 9 წლის შემდეგ ძია ფელიქსის ძეგლმა თბილისის სხვა საბჭოური ქანდაკებების ბედი გაიზიარა. თუმცა არც ესაა ბოლო. მანამდე ამავე სკვერში სულხან-საბა ორბელიანის ძეგლი იდგა. მოქანდაკე სიხარულიძის მონუმენტი 1959 წლის 24 ოქტომბერს გაიხსნა, თუმცა ძეგლების გადატან-გადმოტანა არც კომუნისტებისთვის იყო უცხო და მალე ქანდაკება მთაწმინდაზე, ბესიკის ბაღში დადგეს. თუ რატომ ეს ამ ეტაპზე ჩემთვის უცნობია (როდესაც დავაზუსტებ აუცილებლად გაუწყებთ). ასეთი უცნაური თავგადასავალი აქვს ჯავახიშვილის დაღმართზე მდებარე უსახელო სკვერს, სადაც ძეგლები ვერ ძლებენ.

ფოტო:  პერფომანსი ”ბროსეს სკვერში”, 2008 წელის, 8 მარტი

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 აგვისტო
27 აგვისტო

ბატონები

საქართველოს მთავარი თავისებურება სწორედ წყალობის კანონების დაფასებაა. ამას ემყარება ჩვენი სტუმართმოყვარეობა, თავდადება, ...
09 სექტემბერი
09 სექტემბერი

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...
21 აგვისტო
21 აგვისტო

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...

მეტი

^