Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

გამოგონილი ინტერვიუ ამერიკის შეერთებული შტატების ელჩთან საქართველოში ბატონ ჯონ ბასთან

30 ივლისი 2012

ბასა ჯანიკაშვილი - ბატონო ჯონ, გმადლობთ, რომ დათანხმდით ინტერვიუს. პირველ რიგში მაინტერესებს თქვენი საიდენტიფიკაციო კოდი და დაზღვევის ნომერი.

ჯონ ბასი - რატომ მიკეთებთ ამას?

ბ.ჯ. - თქვენ მართაც ა.შ.შ.-ს ელჩი ხართ საქართველოში?

ჯ.ბ. - დიახ, გარწმუნებთ.

ბ.ჯ. - თქვენ მართლაც ამერიკის მოქალაქე ხართ? იქნებ, თქვენ სხვა ქვეყნის აგენტი ხართ და შეცდომაში შეიყვანეთ ჩემი ობამა და საქართველოში შემთხვევით აღმოჩნდით?

ჯ.ბ. - მე ყოველთვის ვიცოდი და მაფრთხილებდნენ, რომ ქართველი ჟურნალისტები არაპროფესიონალები არიან.

ბ.ჯ. - მე ქართველი არა ვარ. მე სომეხი ჟურნალისტი ვარ, „ლიბერალნაია არმენიას" კორესპონდენტი.

ჯ.ბ. - აა, მაშინ გისმნენთ.

ბ.ჯ. - როგორ შეიძლება თქვენნაირი დიდი ადამიანი ისეთ  უსუსურ და არშემდგარ ქვეყანაში მსახურობდეს, როგორიც საქართველოა?

ჯ.ბ. - ვერ ვიტყოდი ასე. საქართველო დემოკრატიის გზას ადგას, განსხვავებით თქვენი ქვეყნისაგან, სასომხეთისაგან. და უმჯობესია, ბატონო ბასა ჯანიკიან, თქვენს პრობლემებზე ვისაუბროთ. ჩემმა პრეს ცენტრმა მითხრა, რომ ჟურნალი „ლიბერალის"კორესპონდენტს ვხვდებოდი.

ბ.ჯ. - ჩვენ, ქართველები და სომხები ყოველთვის ერთ მხარეს ვართ. ამიტომ, დიდი ბოდიში, მაგრამ მოგატყუეს. მოდით, 26 მაისის დარბევას შევეხოთ.

ჯ.ბ. - ეს დარბევა არ იყო. ეს იყო პოლიციის ოპერაცია არასანქცირებული მომიტინგეების წინააღმდეგ, რომელიც კანონის ფარგლებში განხორციელდა. ნებისმიერი ქვეყნის მთავრობა, როდესაც მას...

ბ.ჯ. - უკაცრავად, თქვენ თუ ნახეთ დარბევის კადრები?

ჯ.ბ. - კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეს დარბევა არ ყოფილა.

ბ.ჯ. - კი ბატონო, ტერმინებზე ნუ ვიკამათებთ. აქციის დაშლის ვიდეო მასალა თუ ნახეთ?

ჯ.ბ. - დიახ, გულდასმით გავეცანი.

ბ.ჯ. - მსგავსი რამ თუ გინახავთ?

ჯ.ბ. - როგორ არა! ორი ათას შვიდი წლის შვიდ ნოემბერს.

ბ.ჯ. - ის კადრი თუ ნახეთ, ერთ კაცს შვიდი პოლიციელი რომ ურტყამს?

ჯ.ბ. - დიახ ვნახე.

ბ.ჯ. - ის თუ ნახეთ, ხელბორკილ დადებული ადამიანი ძირს რომ არის გართხმული და პოლიციელი წიხლს რომ ურტყამს?

ჯ.ბ. - დიახ, ვნახე.

ბ.ჯ. - ის თუ ნახეთ...

ჯ.ბ. - ყველაფერი ვნახე, თავს ნუღარ იწუხებთ ზედმეტი კითხვებისაგან. მიუხედავად ყველაფრისა, ეს არ იყო დარბევა. პოლიციელების ცალკეული ქმედება არ ნიშნავს სახელმწიფოს მიერ განხორციელებული სპეც-ოპერაციის მიზანშეწონილობაზე მსჯელობას. ძალის გადამეტება პოლიციის ცალკეული თანამშრომლების მიერ ყველა ქვეყანაში ხდება.

ბ.ჯ. - რას მელაპარაკებით? და რა ბედი ელით ხოლმე ასეთ პოლიციელებს?

ჯ.ბ. - რა თქმა უნდა, ასეთი ქმედება დასჯადია. არ შეიძლება ძალის გადამეტება.

ბ.ჯ. - და ჩვენთან, საქართველოში ასეთ პოლიციელს რომ დააწინაურებენ ეს თქვენში ეჭვს ხომ არ იწვევს?

ჯ.ბ. - მე საქართველოს შიდა პოლიტიკურ საქმეებში არ ვერევი.

ბ.ჯ. - ეს პოლიტიკა არ არის. თქვენი უპასუხისმგებლო განცხადებებით ანტი ამერიკულ განწყობის ზრდას რომ უწყობთ ხელთ თუ იცით? გრძნობთ ამას?

ჯ.ბ. - არა, ვერ ვგრძნობ.

ბ.ჯ. - სამწუხაროა. როდესაც რუსეთის არმიას თბილისის ქუჩებში მოსახლეობა სიხარულით შეეგებება, ამაში ლომის წილი თქვენი განცხადებების და პოზიციის ბრალიც იქნება.

ჯ.ბ. - მე რა შუაში ვარ?

ბ.ჯ. - რა თქმა უნდა, არაფერ შუაში არ ხართ. საპროტესტო აქციას უთანაგრძნობ თუ არა, ადამიანების დაშლა, დარბევა, დაჭერა, მხოლოდ იმის გამო რომ ისინი სხვაგვარად ფიქრობენ...

ჯ.ბ. - დიდი მადლობა, შეხვედრაზე მაგვიანდება.

ბ.ჯ. - ერთხელაც იქნება და შევხვდები სადმე ფორუმზე ან ბატონ ობამას ან ქალბატონ კლინტონს და ყველაფერს ვეტყვი.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 აგვისტო
27 აგვისტო

ბატონები

საქართველოს მთავარი თავისებურება სწორედ წყალობის კანონების დაფასებაა. ამას ემყარება ჩვენი სტუმართმოყვარეობა, თავდადება, ...
09 სექტემბერი
09 სექტემბერი

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...
21 აგვისტო
21 აგვისტო

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...

მეტი

^