Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

რას უყურებდნენ Youtube-ზე 2011 წელს

30 ივლისი 2012
„გუშინ იყო ხუთშაბათი, ხუთშაბათი, დღეს პარასკევია, პარასკევი...მე უნდა წავიდე ავტობუსის გაჩერებაზე, მე უნდა ჩავჯდე ავტობუსში“,-ეს იმ სიმღერის ტექსტის ნაწილია, რომლის ვიდეოც წელს Youtube-ზე ყველაზე პოპულარული იყო.
წლის ბოლოს Google-მა ტრადიციულად იმ რგოლების ტოპ-ათეული გამოაქვეყნა, რომლებსაც 2011 წელს ინტერნეტ-მომხმარებლები ყველაზე ხშირად უყურებდნენ.

ამ ათეულის სათავეში „ხუთშაბათსა და პარასკევზე“ მომღერალი, 13 წლის ამერიკელი რებეკა ბლექი მოექცა. მისი ვიდეო Friday გამოქვეყნებისთანავე ძალიან პოპულარული გახდა. ატვირთვიდან 40 დღის განმავლობაში იგი 28,5 მილიონმა ადამიანმა ნახა.

ვიდეოს საკმაოდ დიდი რეზონანსი მოჰყვა. კლიპს აქტიურად განიხილავდნენ სოციალურ ქსელებზეც და საბოლოოდ რებეკას კლიპს ყველაზე საშინელი სიმღერის სტატუსი მიანიჭეს. მომხმარებლები ახალგაზრდა მომღერალის ვოკალს, სიმღერის ტექსტს, მუსიკასა და ვიდეოს დაბალ ხარისხის გამო აკრიტიკებდნენ, თუმცა კლიპის ნახვას აგრძელებდნენ და აგრძელებდნენ...

რებეკა საკუთარ შემოქმედებას არაბავშვური სერიოზულობით უყურებს და ამბობს, რომ ძალიან გაბრაზებულია უარყოფითი შეფასებებით, თუმცა გაჩერებას არ აპირებს და გზას დიდებისკენ კვლავაც აგრძელებს. წარმატება მას უკვე აქვს: Youtube-ს გარდა, მისი კლიპი Google-ს ტრენდების ჩამონათვალშიც პირველ ადგილზეა.

მეორე პოზიცია Youtube-ის რეინტიგში მოლაპარაკე ძაღლს უკავია. ოთხფეხა მეგობარი პატრონს ადამიანივით ესაუბრება. ვიდეომ სულ 74 მილიონი ნახვა დააგროვა.

ტოპ-ათეულში მოხვდნენ ფოლკსვაგენის რეკლამა, „ბავშვების საუბარი“, „მფრინავი ფისო“ და სხვები. მთლიანად რეიტინგი კი ასე გამოიყურება:

  1. Rebecca Black - Friday (OFFICIAL VIDEO)
  2. Ultimate Dog Tease
  3. Jack Sparrow (feat. Michael Bolton)
  4. Talking Twin Babies - PART 2 - OFFICIAL VIDEO
  5. Nyan Cat [original]
  6. Look At Me Now - Chris Brown ft. Lil Wayne, Busta Rhymes (Cover by @KarminMusic)
  7. The Creep (feat. Nicki Minaj & John Waters)
  8. Maria Aragon - Born This Way (Cover) by Lady Gaga
  9. The Force: Volkswagen Commercial
  10. Cat mom hugs baby kitten

სულ მიმდინარე წელს Youtube-ზე ინტერნეტის მომხმარებლებმა ტრილიონზე მეტი ვიდეო ნახეს, რაც იმას ნიშნავს, რომ ერთმა ადამიანმა საშუალოდ 140 რგოლი ნახა.

[video:http://www.youtube.com/watch?v=kfVsfOSbJY0&list=PLB64B76A0570E8A46&index=1&feature=plpp_video]

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 აგვისტო
27 აგვისტო

ბატონები

საქართველოს მთავარი თავისებურება სწორედ წყალობის კანონების დაფასებაა. ამას ემყარება ჩვენი სტუმართმოყვარეობა, თავდადება, ...
09 სექტემბერი
09 სექტემბერი

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...
21 აგვისტო
21 აგვისტო

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...

მეტი

^