Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

საიას მისია

01 დეკემბერი 2014

გული დამწყდა, რომ საიას 20 წლის იუბილეზე დასწრება ვერ მოვახერხე. ამიტომაც ყველას ამ წერილით მინდა მივულოცო  მისი არსებობა.

საია დამამახსოვრდა, როგორც   ადგილი, სადაც დავუმეგობრდი ძალიან ბევრ პრინციპულ და მცოდნე ადამიანს, სადაც გავრცელდა, შეიქმნა და დაინერგა ძალიან ბევრი ახალი და საინტერესო იდეა, სადაც მიდიოდა კამათი და მსჯელობა საქართველოს სამართლებრივ მომავალზე. თუმცა, ყველაზე მეტად ამ ორგანიზაციას  იქ მომუშავე ხალხის გულისხმიერება გამოარჩევდა. საია მიყვარდა იმიტომ, რომ იქ მყოფი ადამიანებისთვის სულერთი არ იყო ღარიბი, დაჩაგრული, ღირსება და უფლებებაყრილი ადამიანი. პირიქით, საიაში მომუშავე ხალხი გამოირჩევა იმით, რომ ასეთ ადამიანს მოუსმენენ, დაამშვიდებენ,  და თუ სამართლებრივად ვერ დაეხმარებიან, ანუგეშებენ და ერთი ორი-საათით მაინც დაავიწყებდნენ თავზე დატეხილ უსამართლობა-უბედურებას.

საიას სულისკვეთებას კარგად გამოხატავს თანდართული სურათი. სურათზე გამოსახულია ირინა და გურამ ენუქიძეების პირველი პრესკონფერენცია გირგვლიანის საქმეზე, რომელიც 2006 წლის თებერვალში გაიმართა საიას თბილისის ოფისში. სანდრო გირგვლიანის ოჯახმა, რომელსაც გვერდში ამოუდგა საიას თანამშრომლების თავდადებული გუნდი და საქართველოს მოსახლეობა, რომელმაც ირინა ენუქიძეს სრულიად სამართლიანად თანამედროვე ოთარაანთ ქვრივი უწოდა, შეცვალა საქართველოს ისტორია. დიდი წინააღმდეგობის, დევნის, მათ წინააღმდეგ მომუშავე სახელმწიფო პროპაგანდისტული მანქანის სიძლიერის მიუხედავად, გირგვლიანის საქმემ სამუდამოდ დაამკვიდრა პრინციპი, რომ სიმართლე, თუნდაც  მას დაუპირისპირდეს უმაღლესი ძალაუფლების მქონე პირთა უდიდესი ძალისხმევა, სინათლეს იპოვის.

საია დამამახსოვდება, როგორც ორგანიზაცია, სადაც ყოველთვის ფუსფუსი და ფორიაქია, მუდმივად სირბილია, ისმის ტელეფონის ზარები, მოქალაქეთა საუბრები, იმართება შეხვედრები, იკრიბებიან ჟურნალისტები, მიმდინარეობს მწვავე სჯა-ბაასი... და ყველაფერს ამას ამოძრავებს სურვილი: გარემო, სადაც ეს ორგანიზაცია არსებობს, გავხადოთ უკეთესი. ადრეც ვამბობდი, რომ საამაყო არაფერია იმაში, როცა ხარ გამარჯვებული ხალხის ორგანიზაცია. საია ჩემთვის საამაყოა იმიტომ, რომ დამარცხებული, უფლებააყრილი ადამიანების ორგანიზაციაა. ის ადგილია, სადაც მათ ყოველთვის ეგულებათ ქომაგი.

საიას 20 წლის იუბილეს გილოცავთ ყველას, ვისაც იოტისოდენა წვლილი მაინც შეუტანია მის ასეთ ორგანიზაციად ჩამოყალიბებაში.

ანა დოლიძე, საიას თავმჯდომარე 2004-2006წწ.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 აგვისტო
27 აგვისტო

ბატონები

საქართველოს მთავარი თავისებურება სწორედ წყალობის კანონების დაფასებაა. ამას ემყარება ჩვენი სტუმართმოყვარეობა, თავდადება, ...
09 სექტემბერი
09 სექტემბერი

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...
21 აგვისტო
21 აგვისტო

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...

მეტი

^