Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

რეიტინგული შვიდეული - რას ეცნობოდნენ იანვარში ყველაზე ინტენსიურად "ლიბერალის" მკითხველები

01 თებერვალი 2018

2018 წლის იანვარი პოლიტიკურ-საზოგადოებრივი მოვლენებით დატვირთული აღმოჩნდა. თუმცა, ყველაზე გამორჩეულ მოვლენად ალბათ "ბახალას" საქმე იქცა, რასაც საზოგადოების ნაწილის პროტესტიც მოჰყვა. "ლიბერალი" გთავაზობთ იანვრის რეიტინგულ შვიდეულს, მასალებს, რომლებიც liberali.ge-ს გუგლანალიტიკსის მიხედვით, იანვრის ტოპ-შვიდეული შეადგინა. გადახედეთ მას,  გაეცანით რომელ მასალებს კითხულობდა ჩვენი მკითხველი ყველაზე ინტენსიურად და ხომ არ გამოგრჩათ რაიმე თქვენ?

1. პირველი ადგილი დაიკავა ბახალას საბოლო სიტყვამ, რითაც 0,3726 გრამი ბუპრენორფინის შეძენა-შენახვაში ბრალდებულმა, გიორგი გიორგანაშვილმა (ბახალამ) მოსამართლეს მიმართა. ამ სიტყვიდან რამდენიმე წუთში მოსამართლე შორენა გუნცაძე "ბახალას" 8 წლიან განაჩენს გამოუტანს.

2.  შვიდეულში მეორე ადგილზეა ნიუსი, ქართული ოცნების დეპუტატის მიერ წამოცდენილი ფრაზის შესახებ. დეპუტატის აზრით გლეხს სწავლა რომ უყვარდეს გლეხი არ იქნებოდა და სხვა გზას მონახავდა ცხოვრებაში. სხვათა შორის, ლიბერალმა იმავე დღესვე მოიძია ინფორმაცია დეპუტატის განათლების შესახებ და დაადგინა, რომ ჭიჭინაძემ 1983 წელს რომ დაიწყო სწავლა ტექნიკური უნივერსიტეტის ჰიდროტექნიკის ფაკულატეტზე, 2000 წელს დაასრულა, მაშინ, როდესაც უკვე პარლამენტის დეპუტატი იყო ბლოკიდან - "აღორძინება".

3.მესამე ადგილი ნათია ფანჯიკიძის ბლოგს, ცხრა მთას იქით რომ ირემია ხვდა წილად, გსურთ გაიხედოთ საკუთარ ნიღბებს მიღმა, "ცხრა მთას იქით", იქ სადაც თქვენი "სული იმალება"? გადაიკითხეთ კიდევ ერთხელ.

4.ანალიტიკისის მონაცემებით, მეოთხე ადგილზეა აუტიზმის მქონე ბავშვის მშობლის წერილი, რომელშიც მშობელი ბიზნესენ ლევან ვასაძეს ბოდიშის მოხდას სთხოვს, საქმე ისაა, რომ ვასაძემ საკუთარ, უკვე ტრადიციად ქცეულ "ვლოგში" განაცხადა: „აუტიზმის, დაუნის სინდრომის, გულის მანკისა და სხვა დაავადებებით  ბოლო წლებში ათიათასობით ბავშვი იბადება მამიკოების ნარკომანობის გამო.“ ბიზნესმენის ყოველგვარ მეცნიერულ არგუმენტებს მოკლებულ გამოსვლას საზოგადოების პროტესტი მოჰყვა. 

5. ხუთეულში მოხვდა ლევან ბერძენიშვილის ესე, იმ ყველაზე დიდი განსაცდელის შესახებ, რომელიც შეიძლება დაემართოს მწერალს. კერრძოდ, ის, რომ "ნაწარმოები შეიძლება სკოლის პროგრამაში შეიტანონ, სავალდებულო გახადონ და ისე შეასწავლონ მოსწავლეს, რომ სამუდამოდ შეაზიზღონ. ამ კონკრეტულ შემთხვევაში ავტორი ვეფხისტყაოსნის სასკოლო თავგადასავალზე გვიამბობს.

6. გასაკვირი არ არის, რომ შვიდეულში ადგილი არ დათმო, ისტორიამ, მარიას და ხუანის შესახებ, რომლებმაც ერთად შეაკეთეს კანაფი, მოწიეს და ასე დაერქვა ამ მოსაწევს მარიხუანა. ეს ამბავი, ცხადია, ასე არ ყოფილა, მაგრამ სწორედ ამგვარი მოხსენებით წარსდგა მეცნიერებათა აკადემიის წინაშე იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორი ჯემალ ჯანაშია. დოქტორის ისტორიამ სოციალურ ქსელებში საკმაო მხიარულება გამოიწვია. 

7."ლიბერალის", და შედეგად, საზოგადოების ყურადღება მიიპყრო "ქართული ოცნების" დეპუტატმა ნინო წილოსანმა საკუთარი მკაცრი განცხადებით, "ბახალას" მისამართით. მას გიორგანაშვლისთვის მისჯილი 8 წელი ეცოტავა, სამაგიეროდ, ჯერ კიდევ წლების წინ მისი მეუღლის და მამის კომპანიის მიერ ვაგონებისთვის დადებული ფასი ებევრა პროკურატურას, და დეპუტატ წილოსანის მამას და მეუღლეს  65 მლნ ლარის მითვისება-გაფლანგვას ედავება. სწორედ ამ სტატიამ დაიკავა მეშვიდე ადგილი გუგლანალიტიკსის მონაცემებში. 

დაელოდეთ სტატიებს, ახალ ამბებს, ვიდეორეპორტაჟებს, ფოტოპროექტებს, ბლოგებს და თვალსაზრისებს "ლიბერალზე". 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^