ვეძებ სამუშაოს.
ცნობილ საიტზე Control-f-თ ვპოულობ ქუთაისს.
განცხადების გამომდებია "მკითხველი".
ვნახოთ რა ხდება:
წიგნები უნდა გაყიდო ტელეფონით. ოპერატორის ვაკანსიაა.
ვაგზავნი CV-ს. ველოდები.
გასაუბრებაზე სულ გოგოები არიან მოსულები. ანაზღაურება ჯერ არ ვიცით რამდენია. ერთმანეთს არ ველაპარაკებით.
იწყება გასაუბრება. სამ-სამად შევდივართ.
ჯერ პატარა დავალებებს გვაძლევენ.
მერე პირობების გაგების დრო დგება -
მუშაობ შაბათ-კვირის გარდა, როგორც მახსოვს, 10-დან 6-მდე.
ანაზღაურება - 150 ლარი
ოღონდ - თვეში 2000 ლარის წიგნები უნდა გაყიდო, აქედან 8% შენია.
თუ 1500-ს ვერ ასცდები, მხოლოდ 4 %.
თუ ივარგებთ, 300 ლარზე მეტსაც გამოიმუშავებთ - გვაიმედებენ.
ოღონდ - მანამდე ხანმოკლე ტრენინგებია.
და გამოსაცდელი დრო, 2 თუ 3 კვირა.
ოღონდ ამ 2 თუ 3 კვირაში 1000 ლარის წიგნები უნდა გაყიდო.
მერე რა მოხდა, არ არის საინტერესო.
არ იქნება მინიმალური ანაზღაურება ისეთი, ადამიანს რომ ნორმალური ცხოვრების საშუალებას მისცემს? - არ იქნება არაფერი სხვა.
მთავარი ბრძოლა ყოველთვის "უხეში" საგნებისთვის ბრძოლაა - სწორად ითქვა. პირველადი მოხმარების საგნებისთვის - ასე ვთქვათ.
გამოთვლის, დათვლის, დაჯამების -
მინიმალურ ანაზღაურებაზე ფიქრის დროა.
დიდი ხანია უკვე.