Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ოსკარი და შარლოტა

14 იანვარი 2016

როგორც იქნა წინასაოსკარე ვნებები დარსულდა. უკვე 88 წლის მოხუცი, მაგრამ მუდამ მხნე  „ძია ოსკარის“ მოსახელთებლად ამერიკის კინოაკადემიამ (პრეზიდენტი - შეირლ ბენ აიზეკსი, რეჟისორები - გილერმო დელ ტორო და ანგ ლი,  მსახიობი - ჯონ კრასინსკი), ნომინანტები 24 კატეგორიაში დაასახელა. ყველაზე საინტერესო და მნიშვნელოვანი ნომინანტების სია ასე გამოიყურება:

ქალის როლის საუკეთესო შესრულებისთვის - ქეით ბლანშეტი (Carol), შარლოტა რემპლინგი („45 წელი“), ჯენიფერ ლოურენსი (Joy), სიორშა რონანი („ბრუკლინი“), ბრი ლარსონი („ოთახი“).

ქალის მეორეხარისხოვანი როლის საუკეთესო შესრულებისთვის - ჯენიფერ ჯეისონ ლი (The Heightful Eight), რუნი მარა (Carol), რეიჩელ მაკადამსი (Spotlight), ალისია ვიკანდერი (The Danish Girl) ქეით უინსლეტი (სტივ ჯობსი).
მამაკაცის როლის საუკეთესო შესრულებისთვის - ბრაიან კრენსტონი (Trumbo), ლეონარდო დიკაპრიო (The Revenant), მეთ დეიმონი (The Martian), მაიკლ ფასბენდერი („სტივ ჯობსი“), ედი რედმეინი (The Danish Girl).

მამაკაცის მეორეხარისხოვანი როლის საუკეთესო შესრულებისთვის -კრისტიან ბეილი (Spotlight), ტომ ჰარდი (The Revenant), მარკ რუფალო (Infinitely Polar Bear), მარკ რაილენსი („ჯაშუშების ხიდი“), სილვესტერ სტალონე (Creed).

საუკეთესო რეჟისორული ნამუშევრისთვის - ჯორჯ მილერი (Mad Max: Fury Road), ლენი აბრაჰამსონი („ოთახი“), ტომ მაკ’კარტი (Spotlight); ადამ მაკქეი (The Big Short), ალეხანდრო გონსალეს ინიარიტუ (The Revenant).

წლის საუკეთესო ფილმისთვის: the big short (რეჟისორი ადამ მაკქეი), „ჯაშუშების ხიდი“ (რეჟისორი სტივენ სპილბერგი), „ბრუკლინი“ (რეჟისორი ჯონ კროული), Mad max:Fury Road (რეჟისორი ჯორჯ მილერი), The Martian (რეჟისორი რიდლი სკოტი), The Revenant (რეჟისორი ალეხნდრო გონსალეს ინიარიტუ), Spotlight (რეჟისორი ტომ მაკ’კარტი).

ვისთვის მოულოდნელად და ვისთვის გულის გასახარად, 88-ე ოსკარის აშკარა ფავორიტია ალეხანდრო გონსალეს ინიარიტუს  The Revenant („გადარჩენილია“). ფილმი 12 ნომინაციაზეა წარდგენილი; მათ შორის საუკეთესო რეჟისურის, ფილმის, ოპერატორული ნამუშევრის,  მამაკაცის მთავარი და მეორეხარისხოვანი როლის შესრულებისთვის. ლეონარდო დი კაპრიოს თაყვანისმცემლებს იმედი აქვთ, რომ ტოტალური უიღბლობის დაძლევისა და „გლობუსის“ მოპოვების შემდეგ, დათვთან და „ოსკართან“ მებრძოლი ლეო ამჯერად მაინც დაამარცხებს კინოაკადემიას.

წმინდა სუბიქტურად, წლევანდელი ოსკარისადმი (მათ შორის სტივენ სპილბერგისა და ალეხანდრო გონსალეს ინიარიტუსადმი ნახევრად გულგრილობის ფონზე), ერთი პატარა, არც თუ შორი ოცნება მაინც მაქვს: შარლოტა რემპლინგის გამარჯვება ენდრიუ ჰეის დახვეწილ, კამერულ ფილმში „45 წელი“. ამ გარჯისათვის მას 2015 წელს ბერლინალემ „ოქროს დათვი“ ხოლო სრულიად ევროპამ - „ფელიქსი“ აჩუქა. და რა მოხდება რომ „ოსკარიც“ ერგოს?! მითუმეტეს, რომ სანაქებო ქეით ბლანშეტი „ქეროლში“ მხოლოდ ჩვეულებრივად კარგია, ხოლო ჯენიფერ ლოურენსის ტანჯვით გაკეთებული მელანქოლია დიდი ბრიტანელი მსახიობის ფილიგრანულ ფსიქოდრამასთან ახლოსაც ვერ მოდის.

ასე რომ, დაჯილდოების ცერემონიალს, რომელიც კინოთეატრ „კოდაკში“ 28 თებერვალს, კვირას გაიმართება, მთლად ნეიტალურად მაინც ვერ ვუყურებ.
 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 აგვისტო
27 აგვისტო

ბატონები

საქართველოს მთავარი თავისებურება სწორედ წყალობის კანონების დაფასებაა. ამას ემყარება ჩვენი სტუმართმოყვარეობა, თავდადება, ...
09 სექტემბერი
09 სექტემბერი

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...
21 აგვისტო
21 აგვისტო

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...

მეტი

^