Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

უპასუხისმგებლო ქართველი, ანუ ГЕНАЦВАЛЕ

15 თებერვალი 2016

ორშაბათს, 15 თებერვალს, ცნობილი გახდა, რომ რეჟისორმა, მსახიობმა, სპორტსმენმა და საქართველოს პარლამენტის დეპუტატმა იოსებ ჯაჭვლიანმა უკან გამოითხოვა მის მიერ რამდენიმე კვირის წინ პარლამენტში ინიცირებული კანონპროექტი “რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფის შესახებ“. სუფთა ტექნიკური თვალსაზრისით, ბუნდოვანია მისი ეს გადაწყვეტილება, რადგან ადამიანის უფლებათა კომიტეტს უკვე მხარდაჭერილი ჰქონდა აღნიშნული კანონპროექტი. ცხადია, გადაწყვეტილება პოლიტიკურია და ეს გადაწყვეტილება ეკუთვნის მაღალი რიგის პირებს ქართული პოლიტიკის მმართველობიდან.

კანონპროექტის ინიცირების დღიდან მოყოლებული მის უკან გატანამდე უამრავი დისკუსია, კამათი და დაპირისიპირება მოჰყვა ამ თემას. ისინი ვინც უჭერდნენ მხარს ამ კანონს, კლასიფიცირდებიან როგორც დღევანდელი ხელისუფლების ან/და საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის რადიკალურ მხარდამჭერებად. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ამ ინიციატივის მხარდამჭერი ან უნდა ყოფილიყო ბიძინა ივანიშვილის უპირობო მომხრე, ან მართლმადიდებელ მშობელთა კავშირის (მმკ) იდეოლოგიასთან ასოცირებული პირი (სხვაგვარად წარმოუდგენელია ჯაჭვლიანის კანონპროექტს რელიგიის შესახებ კბილებით იცავდე. გამოჩნდა კიდეც რომ ასე იყო). რაც შეეხება, მოწინააღმდეგეებს, ისინი შეიძლება ყოფილიყვნენ ნებისმიერი სხვა იდეოლოგიური თუ პოლიტიკური დაჯგუფებებიდან (“ქართული ოცნების“ ზომიერი მხარდამჭერი, “ნაციონალური მოძრაობის“ ნებისმიერი ტიპის მხარდამჭერი, მუსლიმი, და ა.შ.).

იქიდან გამომდინარე, რომ რელიგიური თემებით მანიპულირება და ნერვებზე თამაში საბჭოთა და ახლა უკვე რუსეთის ფედერაციის სპეცსამსახურების აპრობირებული მეთოდია (არა მარტო საქართველოში), გვაქვს უფლება, გამოვთქვათ ეჭვი  გარკვეული ტიპის კავშირების შესახებ რუსულ პოლიტიკას და ამ კანონის ინიციატორებს შორის საქართველოში (დეპუტატი ჯაჭვლიანი არ იგულისხმება აუცილებლად. კანონის დამწერი, იდეის “შემომგდები“, და ა.შ.). ეს კავშირი შეძლება იყოს პირდაპირი, ან ირიბი - ცალმხრივ სიყვარულზე დაფუძნებული ქართველთა მხრიდან.

პრაქტიკული და დიდი მნიშვნელობის მქონე პრობლემა, რაც ამ რეალობამ გამოაჩინა არის შემდეგი: ამ კანონპროექტის უკან გატანის შემდეგ, არავითარი წინააღმდეგობა არ გამოუხატავთ მომხრეთა ჯგუფს, რომლებიც დიდი შემართებით იცავდნენ და ამტკიცებდნენ კანონპროექტის სიკარგეს ორი დღის წინ. ეს უპირობოდ მეტყველებს ჩვენი ორი დიდი პრობლემის კვლავ არსებობაზე: 1. ადამიანებს, ვისაც დიდი გავლენა აქვთ საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიაზე, აქვთ ნოლის ტოლი რელიგიური აზრი, ჟინი და პასუხისმგებლობა. 2. ქართული საზოგადოების დიდი ნაწილი ძალიან მარტივად შეიძლება “აგდებულ იქნას“ რუსული სპეცსამსახურების მიერ რაღაც თემით, და თან ისე, რომ არც თემის შინაარსი იყოს მათთვის გასაგები და საინტერესო, არც მისი დასაწყისი და არც ბოლო. ორივე შემთხვევაში, პრობლემა უპასუხისმგებლო ზედაპირულობაა.

ყველაფერ აქედან გამომდინარე, სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს ჩვენთვის საღ აზრს და მის მუდმივ თქმას. ამის ყველაზე დიდი ვალდებულება აკისრია ხელისფულებას, კერძოდ პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრს და პარლამენტის თავმჯდომარეს. ისინი ვალდებულნი არიან ხმამაღლა და საჯაროდ თქვან, რომ მაგალითად, ჯაჭვლიანი, თოფაძე, მეჭიაური და ბევრი სხვა არიან ხელისუფლების უღირსი წარმომადგენლები და რომ ისინი უღირსად იყენებენ ქართველი ხალხის მიერ მინიჭებულ მანდატს და ნდობას. იგივე ხარისხის პასუგისმგებლობა გვაკისრია სხვა მოქალაქეებსაც. ჩვენ გამუდმებით უნდა ვესაუბროთ ჩვენ იმ ოჯახის წევრებს, მეგობრებს და ნაცნობებს, ვინც მხარს უჭერდა აღნიშნულ კანონპროექტს. უნდა ავუხსნათ, რომ ადამიანი და მისი ღირსება დიდი ხნის დაცულია საქართველოს კონსტიტუციით, რომ ეს საკმარისია და რომ საქართველოს კონსტიტუცია ბევრად აღემატება საკუთარი აზრის ჩამოყალიბების უნარების არმქონე დეპუტატის ინიცირებულ კანონპროექტს.

დაბოლოს, ამ თემის შინაარსი და მოტივები აბსოლუტურად ემთხვევა განათლების სამინისტროს მიერ მომზადებულ საგან “მე და საზოგადოების“ გარშემო დატრიალებულ ამბებს. ბოლო დღეებში გამოვლინდა, რომ ამ საგნის მოწინააღმდეგეთა შედგენილი პეტიციის რამოდენიმე ხელმომწერს, ე.წ. ცნობად სახეებს, წარმოდგენა არ ჰქონდათ რაზე აწერდნენ ხელს და რაზე იღებდნენ პასუხისმგებლობას.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 აგვისტო
27 აგვისტო

ბატონები

საქართველოს მთავარი თავისებურება სწორედ წყალობის კანონების დაფასებაა. ამას ემყარება ჩვენი სტუმართმოყვარეობა, თავდადება, ...
09 სექტემბერი
09 სექტემბერი

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...
21 აგვისტო
21 აგვისტო

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...

მეტი

^