Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

კატის ერთი სიცოცხლე

23 აპრილი 2016

გამახსენდა და ვეღარ ვიშორებ ამ ამბავს: ძალიან პატარა ვიყავი, ერთ დღეს დედამ რომ ორი თოთო კნუტი მოიყვანა. არ ვიცი სად იპოვნა, მაგრამ გავიხარე - მათი დაბინავება და კვება გახდა ჩემი ნომერ პირველი საზრუნავი. ფოთში ხდებოდა ეს ამბავი, ზაფხულში, ბებია-ბაბუის სახლში. 

კნუტების მოყვანიდან რამოდენიმე საათში ჩოჩქოლი და დედაჩემის შეკივლება მომესმა. გავქანდი და ვხედავ მეზობლის კაცს - მაღალი, გამხდარი და დიდყურება იყო (სახელი დამავიწყდა), დედაჩემს ლურჯ ხალათში და ბებიაჩემს მოშორებით. ვკითხულობ ამბავს და ვიგებ, რომ ამ კაცმა ჩემი კნუტები ჩეჩმაში ჩაყარა... არ დავიჯერე, ვიფიქრე, დამიმალა და მაწვალებს მეთქი. უფროსებს უყვარდათ ბავშვების უაზრო წვალება. ვუყურებ ამ კაცს და მისი ხმამაღალი როხროხით ნათქვამი წინადადებები ჩემთვის გაუგებარია. დედაჩემი ისე სიბრალულით მიყურებს, ვხვდები, არ მეხუმრებიან. დავიწყე ტირილი, კივილი. გამაჩუმეს. უფროსისადმი ყვირილი არ შეიძლებოდა. 

შეშინებულმა კიდე ბევრი ვიტირე დედაჩემის კალთაში. დედაჩემის და ბებიაჩემის მეშინოდა, რომლებიც მეზობლის კაცის სასტიკ დანაშაულს ხედავდნენ, მაგრამ არ რეაგირებდნენ; ისევ მე მიბრიალებდნენ თვალებს წესიერად მოიქეციო. ის კაცი შემზიზღდა და შემძულდა მთელი არსებით. ბევრი წლის მერე, როცა მოკვდა, ოდნავადაც არ შემცოდებია. შემძულდა კატებიც... დედას და ბებიას ვერ შევიძულებდი.

რამ გამახსენა ეს ამბავი? მეგობარმა დაწერა, რომ მშობიარე კატა უპოვნია, ყუთი გაუტანია, საკვებიც ყოველ დღე გაჰქონდა კნუტებისათვის. რამდენიმე დღეში ყუთი გაქრა. მეზობლის ქალმა კი აცნობა, რომ კატა მისი იყო, კნუტები არ უნდოდა და ამიტომ ყუთი თავის კნუტებიანად ძალიან შორს წაიღო და გადააგდო.

ცხოველებზე ძალადობა ყველაზე მეტად ჩვილ ბავშვებზე ძალაოდბას ჰგავს, რადგან უდანაშაულოს და უმწეოს ეპყრობი სასტიკად. 

P.S. სისხლის სამართლის კოდექსი, მუხლი 259.  
1. ცხოველისადმი სასტიკი მოპყრობა, რამაც მისი დაღუპვა ან დასახიჩრება გამოიწვია, აგრეთვე ცხოველის წვალება, –
ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე.
2. იგივე ქმედება, ჩადენილი:
ა) ჯგუფურად;
ბ) არაერთგზის;
გ) მცირეწლოვნის თანდასწრებით, –
ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 აგვისტო
27 აგვისტო

ბატონები

საქართველოს მთავარი თავისებურება სწორედ წყალობის კანონების დაფასებაა. ამას ემყარება ჩვენი სტუმართმოყვარეობა, თავდადება, ...
09 სექტემბერი
09 სექტემბერი

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...
21 აგვისტო
21 აგვისტო

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...

მეტი

^