Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ერთი შეხედვით ჯერ განსაკუთრებული არაფერი მომხდარა, თითქოს ეს ევროც ჩვეულებრივად დაიწყო და საფეხბურთო თვალსაზრისით ასეც არის - ვისაც უნდა მოეგო, მოიგო, გოლები გადის, იყო პენალტი, წითელი ბარათიც იყო, აქამდე ბევრისთვის უცნობი პაიეს ბენეფისიც იყო და დრამაც - როცა ფრანგი რვა ნომერი ბოლო წუთზე აცრემლებული ტოვებდა მოედანს, 80 ათასი ფრანგი კი ოვაციებით აცილებდა მას. ეს გამარჯვება ძალიან მნიშვნელოვანი იყო ფრანგებისთვის. მნიშვნელოვანი იყო იმიტომ, რომ ისინი მასპინძლები არიან, იმიტომ, რომ ფავორიტები არიან, იმიტომ, რომ პოგბა და გრიზმანი ჰყავთ და იმიტომ, რომ შვიდი თვის წინ ამ სტადიონზე სულ სხვა ომი დაიწყო, რომელსაც არაფერი აქვს საერთო ფეხბურთთან, მაგრამ ფეხბურთს აქვს საკმარისი ძალა, რომ ეს ომი მოიგოს.

ამ ომს გაგრძელება აუცილებლად მოჰყვება და მისი ისტორიაც დრამატული იქნება, თუმცა ეს მომავალია და ჯერ მას ვერავინ წაიკითხავს, პაიეს ძალიან დრამატულ წარსულზე კი უკვე შეიძლება ბევრი სტატიის პოვნა და როცა მათ წაიკითხავთ, მიხვდებით, რატომაც ტოვებდა მოედანს დიმი აცრემლებული და არა - აღფრთოვანებული. განსაკუთრებით კარგი იქნება თუ მის ისტორიას ქართველი ფეხბურთელები გაეცნობიან, რომლებიც ერთი მოგების მერე დედის ტრაკს გვაგინებენ მთელ ერს.

ჰო, თითქოს არც ის იყო ტრივიალური ამბავი, ალბანეთი-შვეიცარიის შეხვედრაზე ერთმანეთის წინააღმდეგ ძმები რომ თამაშობდნენ - ტაულანტ ჯაკა და გრანიტ ჯაკა. ჯაკები, რომლებმაც ბალკანეთის აურზაურს თავი შვეიცარიაში შეაფარეს, ახლა კი პირველი ალბანეთში თამაშობს, მეორე - შვეიცარიაში.

ერთი სიტყვით, დავუშვათ, რომ არაფერი განსაკუთრებული მომხდარა და რახან არაფერი განსაკუთრებული მომხდარა, ერთი მუდმივად ბედუკუღმართი გუნდის მხიარულ მწვრთნელზე გავაგრძელებ წერას.

როი ჰოჯსონი.

ვიკინგი როი. ასეც ეძახიან ჰოჯსონს ინგლისელები. ინგლისის ნაკრებზე საუბარს იქამდე არ აქვს აზრი, ვიდრე ის ჯგუფში არ ჩარჩება ან ორი გატანილი გოლით გავა პლეიოფში. მაგრამ როი კაცია, როიზე სულ შეიძლება ლაპარაკი, თუმცა მისი ტაქტიკური და საფეხბურთო ცოდნის ანალიზი ალბათ ყველაზე რთულია. ამიტომაც ასე ვიტყვი - რა მოხდებოდა:

როი რომ გენდალფი ყოფილიყო? ალბათ მას მზის პირველი სხივები გააღვიძებდა, როჰანის დასაცავად მისულს კი ყველაფერი აოხრებული დახვდებოდა;

ტომ სოიერის თავგადასავალი რომ დაეწერა, ტომი დეიდა პოლის პირველივე დაძახებაზე უპასუხებდა - მოვქრივარ დეიდა პოლი;

ლენს არმსტრონგი რომ ყოფილიყო, ახლა მკვდარი იქნებოდა;

ჯიმი მორისონი რომ ყოფილიყო, ახლა ეროს რამაზოტისთან ერთად სინგლს ჩაწერდა;

დეფის ნიჭი მაინც რომ ჰქონოდა, ეცოდინებოდა თუ რატომ;

ობამა რომ ყოფილიყო, თეთრკანიანი იქნებოდა;

როი რომ აქილევსი ყოფილიყო, ქუსლში ჟანგიანი ლურსმანი შეერჭობოდა და სეფსისი შეიწირავდა.

როიმ ისიც არ იცის, რომ არაფერი იცის და ეს ყველამ იცის.

როიმ იცის, რომ კუთხური ვინმემ უნდა ჩამოაწოდოს, მაგრამ არ იცის, ვინ. როიმ იცის ჯეირანი და ჯეირანში გაიმარჯვა კეინმა. ამიტომაც კეინი აწვდის კუთხურებს.

როი რომ რუსეთის ნაკრების მწვრთნელი ყოფილიყო, ინგლისთან ფრეს ითამაშებდა, მაგრამ როი ინგლისის ნაკრების მწვრთნელია და რუსეთთან მაინც ფრე ითამაშა.

თუ ტრავმა არ მიიღო, როი კიდევ მინიმუმ ორ თამაშს ითამაშებს.

როი ალუბალია, რომელიც ტორტს არ ადევს თავზე.

შეხვედრამდე.

           

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 აგვისტო
27 აგვისტო

ბატონები

საქართველოს მთავარი თავისებურება სწორედ წყალობის კანონების დაფასებაა. ამას ემყარება ჩვენი სტუმართმოყვარეობა, თავდადება, ...
09 სექტემბერი
09 სექტემბერი

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...
21 აგვისტო
21 აგვისტო

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...

მეტი

^