Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

“ისე გაიხარეს, თითქოს ევროპის თასი მოიგეს. რა სიმდაბლეა. ამიტომაც ვერ მიაღწევენ ვერაფერს.”

კრიშტიანო რონალდო ისლანდიელებზე, ისლანდიასთან ფრედ დასრულებული მატჩის შემდეგ.

“კაცმა ათასი ხიდი რომ ააშენოს და ერთხელ პირში აიღოს, ადამიანები მშენებლად კი არა, პირში ამღებად დაიმახსოვრებენ.”

ვინს ბუდრო

კონფლიქტი იწყება მაშინ როცა ორი ადამიანი ვერ თანხმდება ერთმანეთში. ახლო აღმოსავლეთში ვერავინ ვერაფერზე ვერ თანხმდება, მაგრამ ეს ჩვენ არ გვაინტერესებს, იმიტომ რომ ახლო აღმოსავლეთი შორსაა. სამაგიეროდ ჩვენ ვერ ვთანხმდებით რუსეთთან, იმიტომ რომ რუსეთთან ვერავინ თანხმდება, მაგრამ ამაზე არავინ ფიქრობს ჩრდილო და სამხრეთ კორეაში, იმიტომ რომ ისინი ერთმანეთში ვერ თანხმდებიან. ორად გაყოფილი და საომარ ვითარებაში მყოფი კორეა მაგრად კიდიათ კოსტარიკაში, იმიტომ რომ კოსტარიკას საერთოდ ჯარიც არ ყავს, კოსტარიკის შესახებ კი საერთოდ არაფერი იციან კამბოჯაში, იმიტომ, რომ იქ ჯერ კიდევ დახვრეტილი ნათესავების ძვლებს ეძებენ, რომლებიც პოლ პოტის რეჟიმმა შეიწირა და ასე უსასრულოდ - ყველგან რაღაც კონფლიქტი და უთანხმოებაა, რომელიც რამდენიმე ათეულ კილომეტრში სულაც არ აწუხებს სხვას, იმიტომ რომ მას თავისი უთანხმოება აქვს კიდევ სხვასთან. მაგრამ არის ერთი კონფლიქტი, რომელიც დედამიწას ორად ყოფს - მესი თუ რონალდო?

ჰო, ეგრეა, იქამდე დაეცა კაცობრიობა რომ ფიქრობს - მესი თუ რონალდო.

მე მაქვს ამ კითხვაზე პასუხი - ზიდანი! მაგრამ რახან მეც აქ და ახლა ვცხოვრობ და ძალაუნებურად ჩათრეული ვარ კონფლიქტში, ორ მხარეს შორის ერთს ავირჩევ, ოღონდ არ დავიწყებ იმაზე საუბარს ვის რამდენი და როგორი წარმოუდგენელი გოლი გააქვს, რამდენ საგოლე პასს აკეთებს, სიმულირებს თუ მყარად დგას ფეხზე - კალკულაცია ყველაზე მოსაწყენი საქმეა.

რონალდო სუპერვარსკვლავია, ის ევასებათ ქალებს და კაცებს, ათლეტია, შრომისმოყვარე, ლიდერი და ბავშვებსაც უყვართ. ის ქველმოქმედია, ეხმარება აფრიკელებსაც და არააფრიკელებსაც, ბავშვებს ჩუქნის მაისურებს, ბუცებზე უტოვებს ავტოგრაფებს, ეხუტება მათ და თბილისშიც ნამყოფია დინამოს ბაზაზე ყოფილ გირლფრენდთან ერთად. ალბათ, ხაჭაპურიც ნაჭამი აქვს, მაგრამ ძირითადად დიეტაზეა და ჯანსაღად იკვებება. ყავს შვილი, რომლის დედის შესახებ არაფერი იცის შვილმა. მოგებული აქვს ჩემპიონთა ლიგა სამჯერ და მერე რა, რომ ამ სამ ფინალში არაფერი განსაკუთრებული არ გაუკეთებია. მას შემდეგ რაც ის ფერგიუსონმა მანჩესტერში წაიყვანა, რონალდოს განვითარება არ შეუწყვეტია და ამას ყველა ხედავს, მესის ფანებიც კი. მისი ფანები ამბობენ რომ ყველაფერს თავისი შრომით მიაღწია და ეს ასეც არის, რადგან ვინც არ შრომობს ის ესკიშეჰირსპორში თამაშობს. ყოველ შემთხვევაში, ვინც არ შრომობს, ის ვერც მანჩესტერში ითამაშებს და მით უფრო - რეალში. დაუსრულებლად შეიძლება რონალდოზე წერა, მისი ბიოგრაფიიდან დრამატული მომენტების ამოკრეფა და მათი ანალიზი, თუ რამ განაპირობა, რომ ის დღეს სუპერვარსკვლავია არაადამიანური შედეგებით, მაგრამ ბევრი რო არ ვილაპარაკო და ყურადღება არ გავამახვილო იმაზე თუ როგორი პროჭული იყო ისლანდიასთან თამაშის მერე მისი საქციელი და კომენტარი, ჯობია კოტე ყუბანეიშვილის ერთი ლექსი გავიხსენო, რომელიც ძალიან კარგად ასახავს რონალდოს კარიერას და პრინციპში, კითხვაზე - მესი თუ რონალდო, პასუხსაც ეს ლექსი იძლევა.

“რამდენი იარა

რამდენი ნახა

რამდენი ილაპარაკა

რამდენი ჭამა

რამდენი იტირა

რამდენი იკამათა

რამდენი მოწია

რამდენი იკითხა

რამდენი იშრომა

რამდენი იოცნება

რამდენი იშოვა

რამდენი ივარჯიშა

რამდენი იძინა

რამდენი წერა

რამდენი ითამაშა

რამდენი დახარჯა

რამდენი მოატყუა

რამდენი იცინა

რამდენი იავადმყოფა

რამდენი იწვალა

რამდენი ილოცა

რამდენი მოინანია

რამდენი სანთელი დაანთო

და მაინც რა ყლეა.”

მომავალ შეხვედრამდე.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 აგვისტო
27 აგვისტო

ბატონები

საქართველოს მთავარი თავისებურება სწორედ წყალობის კანონების დაფასებაა. ამას ემყარება ჩვენი სტუმართმოყვარეობა, თავდადება, ...
09 სექტემბერი
09 სექტემბერი

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...
21 აგვისტო
21 აგვისტო

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...

მეტი

^