Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ვინ წააგო არჩევნები?

09 ოქტომბერი 2016

ნეტა მარტო პარტიებს წაეგოთ ეს არჩევნები. აი, მხოლოდ „თავისუფალ დემოკრატებს“, „რესპუბლიკელებს“, „ბურჭულაძე-ვაშაძეს" (გირჩიანად თუ უგირჩოდ) რომ წაეგოთ არჩევნები, კიდე არაუშავს, მაგრამ არჩევნები ლიბერალურმა ღირებულებებმაც წააგო. აგერ ირმა ინაშვილმა მოახერხა ფაშისტოიდური განწყობების მქონე ხალხის შემოკრება. იმდენიც მოახერხა, რომ ეს ფაშიზმი ისე შეფუთა, ზოგიერთ მის ამომრჩეველს გულწრფელად სჯერა, რომ ქართველობას იცავს. ლიბერალებმა კიდევ ვერაფერი მოვახერხეთ. ვერცერთი პარტია ვერ გავიყვანეთ, ავიჭერით: დავცალცალკევდით; არჩევნებზე არ წავედით; არჩევნებზე წავედით და ყველაფერი გადავხაზეთ; არჩევნებზე წავედით და ისევ „ოცნებას“ ან „ნაციონალურ მოძრაობას“ მივეცით ხმა - მესამე პარტიისთვის კი ვერ გავიმეტეთ.

ლიბერალურ პოლიტიკურ პარტიებს ჭკუა და ნებისყოფა არ ეყოთ, გაერთიანებულიყვნენ და ეს ერთობა შეენარჩუნებინათ. პატივმოყვარეობამ და უაზრო ფსევდოპრინციპულობამ ცალ-ცალკე, ერთმანეთის კონკურენტებად  დატოვა ეს პარტიები. იმდენი ჭკუაც არავის ეყო, რომ ლიბერალი პრეზიდენტის მხარდაჭერა მოეპოვებინა რომელიმეს. თავის წილ, არც პრეზიდენტს უცდია ამ პარტიების გაერთიანება. ჯამში კი ყველამ წავაგეთ.

ჯერ არჩევნების საბოლოო შედეგები ცნობილი არ არის და მაჟორიტარულ ოლქებშიც მეორე ტურები დაინიშნება, მაგრამ ჩვენ მაინც ვერ მოვახერხებთ ოპოზიციური მაჟორიტარების გაყვანას. ვერ შევთანხმდებით ვერც ამომრჩეველი და ვერც პოლიტიკური ელიტა. არადა, ხომ ვიცით, რამხელა ბოროტებაა, როდესაც ერთ პარტიას საკონსტიტუციო უმრავლესობა აქვს?!

სანამ ლიბერალური პარტიები მართლა ლიბერალურ ღირებულებებით არ ხელმძღვანელებენ ყველგან და ყოველთვის, სანამ ლიბერალებისთვისაც გადამწყვეტი ფულია, სანამ ლიბერალები ელიტებად ვრჩებით პარტიიან სამოქალაქო სექტორიანად და ერთმანეთის სახის პორჭყვნით ვართ დაკავებული, ჩვენ საზოგადოებაში ლიბერალური ღირებულებები ფეხს ვერ იკიდებს.

ლიბერალიზმს სწავლება, სოლიდარობა, გატანა, არაისტერიულობა და ერთიანობა უნდა. ჩვენ, ლიბერალებს, თვითონ არ გვისწავლია ეს და როგორ უნდა ვასწავლოთ ეს ჩვენ ხალხს? ჩვენ ვართ საზოგადოება, რომელსაც გვშია, გვეშინია - საშინლად ცუდი განათლებისა და ინდური იაფფასიანი სერიალებს ამარა დარჩენილებს.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 აგვისტო
27 აგვისტო

ბატონები

საქართველოს მთავარი თავისებურება სწორედ წყალობის კანონების დაფასებაა. ამას ემყარება ჩვენი სტუმართმოყვარეობა, თავდადება, ...
09 სექტემბერი
09 სექტემბერი

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...
21 აგვისტო
21 აგვისტო

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...

მეტი

^