Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

„ჩვენი თამაში" - მეგობრული ბურთით - რედაქტორის სვეტი

14 ოქტომბერი 2017

რატომ მეგობრული? - პასუხს კითხვისას მიიღებთ

რაგბი ჩემს ცხოვრებაში ლიტერატურიდან შემოვიდა.

2014 წელი. აკა მორჩილაძის წიგნის გამოსაცემად ვემზადებით. „ლიბერალის“ არქივს ვხსნი და აკას სტატიების შერჩევას ვიწყებ. ვისაც „ლიბერალი“ ერთხელ მაინც გადაუშლია, იცის, რომ აკა ლიბერალისთვის ფეხბურთზე წერს. მისი წიგნიც ამ სპორტს ეძღვნება. ვაკლიკებ პირველივე ლინკს, სადაც ფეხბურთის შესახებ წერილს ველი და... „სალამი ქართველ მორაგბეებს“ – ვკითხულობ სათაურში.

თან სახალისოდ და თან ძალიან ნიშანდობლივად მომეჩვენა. ფეხბურთისადმი მიძღვნილი მისი წიგნი, რომელიც, სხვათაშორის, 2015 წლის ბესტსელერიც გახდა, სწორედ მორაგბეებისადმი მიძღვნილი სალმით იწყება. შემდეგ იყო სარაგბო რეპორტაჟების ყურება, მერე მოედანზე სტუმრობა, ბოლოს რამდენიმე მსუბუქი ვარჯიში და... მე რაგბით მოვიწამლე.

ამიტომაც სიხარულით დავთანხმდი ჩემი მეგობრის, ქეთი ქავთარაძის იდეას, გამოგვეცა სპეციალურად ქართული რაგბისთვის მიძღვნილი ჟურნალი.

მერე სარედაქციო ჯგუფის შეხვედრები... ჩემი, გიორგი ჭეიშვილისა და ლევან ჯობავას „ტვინების შერკინება“... მრავალი თემა დაიწერა და წაიშალა „ლიბერალის“ მრავლისმნახველ დაფაზე, მრავალი კონსულტაცია და არქივის ქექვა დაგვჭირდა, ვიდრე საბოლოოდ გავბედავდით „კალმის აღებას“ სპეციალური გამოცემის შესაქმნელად ქართული რაგბის შესახებ.

...ინტერვიუები ნაკრების მთავარ მწვრთნელსა და რაგბის კავშირის ხელმძღვანელთან.. შეხვედრები ქართული რაგბის ამომავალ ვარსკვლავებთან და დამშვიდობება უკვე კარგა ხნის ამობრწყინებულთან… აკა მორჩილაძის, გიორგი კეკელიძის, დათო ტურაშვილის გულამოყოლილი სათქმელი...

და აი, ის თქვენ წინაშეა.

ისიამოვნეთ.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 აგვისტო
27 აგვისტო

ბატონები

საქართველოს მთავარი თავისებურება სწორედ წყალობის კანონების დაფასებაა. ამას ემყარება ჩვენი სტუმართმოყვარეობა, თავდადება, ...
09 სექტემბერი
09 სექტემბერი

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...
21 აგვისტო
21 აგვისტო

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...

მეტი

^