Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ჯერ სახლში და მერე ვნახოთ

31 დეკემბერი 2017

31 დეკემბერი - ფუსფუსის, საცივის მზადებისა და ჰაერში პეტარდების სუნის დღეა. ახალი წელი, რომ  სახალხო, საოჯახო დღესასწაულია ეს აღიარებული ამბავია. სწორედ  31 გაიგონებთ ყველაზე ხშირად ფრაზას:

 „ჯერ სახლში და მერე ვნახოთ“ .

ტყიბულის მაღაროს შესასვლელთან აგურით ამოტვიფრულია წარწერა: „სახლში გველოდებიან“ – „ჯერ სახლში და მერე ვნახოთ“ იქ არ მოქმედებს, რადგან არავინ იცის როდის რა მოხდება. მთავარია, რომ ჯერ „სახლამდე“ მიხვიდე...

მიმდინარე წლის მაისში 4 სიცოცხლით სავსე ბიჭს არ გაუმართლა... მათი ოჯახები, დაობლებული შვილები, შავებჩაცმული მშობლები და ახლობლები ტრადიციულად სახლში შეხვდებიან ახალ წელს, მერე კი სასაფლაოზე... მამებთან, ძმებთან, შვილებთან...

სულ რამდენიმე დღის წინ ქუთაისში მშენებლობაზე 2 მუშა გარდაიცვალა. ერთ-ერთი 5 წლის უნახავი შვილისთვის აგროვებდა ფულს, ბედის უკუღმართობის გამო რომ იტალიაში გახიზნა... პატარა გოგონა ჩამოვა და წლების შემდეგ ისევ ჩაეხუტება მამას, მამა კი ცივი იქნება. ახალ წელსაც ეს ოჯახი ტრადიციულად წლების შემდეგ, ისევ სახლში შეხვდება, მერე კი სასაფლაოზე - მამასთან...

სოფელ ვალეში კი სადაც მუშა თვეების განმავლობაში კუთვნილ ანაზღაურებას უშედეგოდ ითხოვდა ვერ გაუძლო იმას, რომ ახალ წელს მისი ოჯახი მშიერი შეხვდებოდა... თავი მოიკლა... იქაც ანალოგიურად - ჯერ სახლში, მერე სასაფლაოზე...

„ჯერ სახლში და მერე სასაფლაოზე“  ბოლო 10 წლის მანძილზე 500 მდე ოჯახის სავალალო რიტუალად იქცა.

ეს არ არის მხოლოდ ცარიელი ციფრები, ამ საშინელი მონაცემების მიღმა კონკრეტული ოჯახების ტრაგედიები, ადამიანური ისტორიები და დიდი ტკივილი იმალება! ჩვენი საერთო ტკივილი!

დღემდე დასაქმების ადგილზე იღუპებიან ადამიანები, რომლებიც საარსებო მინიმუმის გამო თანხმდებიან უმეტესწილად მძიმე შრომით პირობებს, სადაც შრომითი ექსპლუატაცია, აუნაზღაურებელი ზეგანაკვეთური სამუშაო, მინიმალური სოციალური გარანტიები თუ დაბალი შრომითი ანაზღაურება, გავრცელებულ პრაქტიკას წარმოადგენს.

სახელმწიფო გამუდმებით სირაქლემას პოზაში უდგას ბიზნესს, რის შედეგადაც ჩვენ თითქმის ყოველდღიურად ვკარგავთ სიცოცხლით სავსე ადამიანებს!

ეს მავნე და მანკიერი პრაქტიკა უნდა დასრულდეს! დიახ სახელმწიფომ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა ამ ადამიანების, მათი ოჯახებისა და ჩვენს წინაშე! სწორედ ამიტომ ვუხდით ჩვენ მათ ხელფასს, პრემიებს, დანამატებს, ვყიდულობთ ძვირადღირებულ ავტომანქანებს,  ვუშვებთ საზღვარგარეთ, ვანებივრებთ არჩევანის თავისუფლებით: „ჯერ სახლში და მერე ვნახოთ“...

ახალი წელი სახალხო დღესასწაულია! ვისურვებდი რომ 2018 ყოფილიყოს გარდამტეხი წელი - გარდამტეხი იმისთვის, რომ მუშებს, მეშახტეებს და ყველა დასაქმებულს ჰქონდეს 31 დეკემბერს არჩევანის თავისუფლება! და არჩევანის მეორე მხარეს აღარასოდეს იყოს ცივი სამარე. ჩვენი მოქალაქეები ამას იმსახურებენ, რადგან ახალი წელი მხოლოდ „ელიტებისთვის“ არ დგება, როგორც ზემოთ მოგახსენეთ ის სახალხო დღესასწაულია...

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 აგვისტო
27 აგვისტო

ბატონები

საქართველოს მთავარი თავისებურება სწორედ წყალობის კანონების დაფასებაა. ამას ემყარება ჩვენი სტუმართმოყვარეობა, თავდადება, ...
09 სექტემბერი
09 სექტემბერი

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...
21 აგვისტო
21 აგვისტო

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...

მეტი

^