Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

სიკვდილი მაღაროში

05 აპრილი 2018

უკვე ინდუსტრია არა დოვლათს, არამედ სიკვდილს აწარმოებს. ის არა მხოლოდ ბუნებრივ რესურსებს ითვისებს, არამედ ადამიანის სიცოცხლესაც რესურსად მოიხმარს.

და ეს უკვე აღარ არის მეტაფორა, რადგან ყველაზე სასტიკი მეტაფორებიც კი დოკუმენტურ აღწერად იქცა.
ჩვენ კაპიტალს ვაკრიტიკებთ, რადგან ის ადამიანს სამუშაო დროის სახით სიცოცხლეს გამოსწოვს.

ჩვენ ვდავობთ, რომ არსებობს კავშირი შრომით ექსპლუატაციასა და სიცოცხლის დათმობას შორის. მაშინ, როცა ამის დამტკიცებას რთული ლოგიკური ოპერაციებით ვლამობთ, კაპიტალი ყოველგვარი მიკიბ-მოკიბვის გარეშე ურცხვად გამოფენს შიშველ მაგალითებს.

ეს მაგალითები თავად ადასტურებენ საკუთარ თავს. მათი ინტერპრეტაცია უხამსობაა.

დღეს გამთენიისას მინდელის შახტში 6 მუშა დაიღუპა. მხოლოდ აქ უკანასკნელი ერთი არასრული წლის განმავლობაში 11 ადამიანი დავკარგეთ: ჩვენი საზოგადოების წევრები, რომლებიც მხოლოდ იმიტომ კი არ შრომობდნენ, რომ საკუთარი თავი ერჩინათ, არამედ იმიტომაც, რომ მათ შრომას შეეტანა საკუთარი წვლილი იმ ქვეყნის განვითარებაში, რომლის აშენებასაც ახლა ვცდილობთ.

მათ მიერ შექმნილი სიმდიდრე ავსებდა სალაროს, საიდანაც ჩვენ ვიღებთ პენსიებს, სოციალურ მხარდაჭერას, ასფალტს, რომელსაც ვერ ვჭამთ. სამაგიეროდ, მუშტებს ვიჭამთ სიბრაზისა და სიმწრისაგან, რადგან ჩვენს სახელმწიფოს არ შეუძლია საკუთარი მოქალაქეების დაცვა, არ შეუძლია აიძულოს ინვესტორებს შრომის უსაფრთხოების სტანდარტების უზრუნველყოფა.

ჩვენს პოლიტიკოსებს ურჩევნიათ გამოგონილ მტრებს შეუტიონ, სექსუალური იდენტობა გაამაგრონ, პატრიარქალური ჩაგვრა შეინარჩუნონ, უცხოელებს ქუჩა-ქუჩა სდიონ პეპლის საჭერი ბადით, რეალური ადამიანები კი რეალური პრობლემებით პოლიტიკის მიღმა რჩებიან.

ამგვარი სახელმწიფო უარს ამბობს ძალაუფლებაზე, ის დაქვემდებარებულ მდგომარეობაშია სხვა ინსტიტუტების მიმართ. ის ჩვენს, მოქალაქეთა მიერ საზოგადოების მართვის უფლებას სხვებს გადასცემს, საკუთარ ფუნქციებზე უარის თქმით სუიციდურ აქტს სჩადის და არა მხოლოდ თავს იკლავს, არამედ სიკვდილისთვის სწირავს საკუთარ მოქალაქეებს, რადგან მათ სუვერენიტეტს ართმევს.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 აგვისტო
27 აგვისტო

ბატონები

საქართველოს მთავარი თავისებურება სწორედ წყალობის კანონების დაფასებაა. ამას ემყარება ჩვენი სტუმართმოყვარეობა, თავდადება, ...
09 სექტემბერი
09 სექტემბერი

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...
21 აგვისტო
21 აგვისტო

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...

მეტი

^