Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

„მოგხვდებათ ცხვირში“ - ვის ემუქრება ხელისუფლება

13 დეკემბერი 2018

დასრულდა ავადსახსენებელი საპრეზიდენტო არჩვენები.

ვიფიქრეთ, ახლა მაინც შერბილდებოდა ეს აუტანელი დაპირისპირება ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის, მაგრამ ცრუ აღმოჩნდა ჩვენი მოლოდინი.

გამარჯვებული „ქართული ოცნება“ ინარჩუნებს აგრესიულ რიტორიკას: „თქვენ ხართ უღირსი, დამარცხებული,“ მიმართავს ოპოზიციური პარტიის ლიდერს პარლამენტის სპიკერი, რომელმაც არჩევნებზე თავი დაგვამახსოვრა მუქარით „დაგამთავრებთ“. „მოგხვდებათ ცხვირში“ ემუქრება თბილისის მერი ტელეკომპანია რუსთავი ორს. “გაგანგრიოთ და მოგკლათ?!“ ეკითხება უმრავლესობის დეპუტატი ოპოზიციური პარტიის წევრებს, ცხადია, რიტორიკულად. „უნდა დაგილეწოთ თავ-ყბა ყველას“ ღრიალებს ხელისუფლების სატელიტი პარტიის ლიდერი ქალი.

ვის ემუქრება ხელისუფლება მაღალი ტრიბუნიდან? ტელეკომპანიას, პარტიას, თუ ოპოზიციის ამომრჩევლებს, რომელმაც 40% აიღო უთანასწორო ბრძოლაში? თუ საერთოდ ყველას გვემუქრებიან?

„ქართული ოცნება“ უკმაყოფილოა ჩვენით - ამომრჩევლით. პარლამენტის ტრიბუნიდან და ტელეეთერებით გავრცელებულ დაშინებას, ცხადია, არ ჰყავს ერთი კონკრეტული ადრესატი - ის მოგვემართება მთელ საზოგადოებას.

რატომ ფიქრობს „ქართული ოცნება“, რომ ძალადობრივი რიტორიკით და ქცევით მხარდაჭერას მოიპოვებს ქართველ ხალხში? რის საფუძველზე დაასკვნა, რომ ჩვენ ძველბიჭური „მოკაჩავე“ პოლიტიკოსები გვხიბლავს და გვენატრება? რასაც ვაკვირდებით, ეს სრულიად არადამაჯერებლად შესრულებული როლი ხალხში სიცილს და უხერხულობის განცდას იწვევს - ჯერ „ძველი ბიჭი“ რა არის და ახლა კიდევ ფსევდო-ძველი ბიჭი.

ქართველი ხალხი „ბლატაობით“ დიდი ხანია აღარ იხიბლება და არც იმათი მუქარებისა ეშინია, ვინც უბრალო მარიონეტია ოლიგარქის ხელში.

ამიტომ დროა, ბაქი-ბუქს შეეშვათ ხელისუფლებაში და ადამიანის სახე და მეტყველება დაიბრუნოთ. ბოლოსდაბოლოს ბავშვები გიყურებენ - რა მაგალითს აძლევთ ბავშვებს?!
 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 აგვისტო
27 აგვისტო

ბატონები

საქართველოს მთავარი თავისებურება სწორედ წყალობის კანონების დაფასებაა. ამას ემყარება ჩვენი სტუმართმოყვარეობა, თავდადება, ...
09 სექტემბერი
09 სექტემბერი

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...
21 აგვისტო
21 აგვისტო

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...

მეტი

^