Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

როცა დაზღვევა იხდის

30 ივლისი 2012

,,გუშინ დაზღვევის ვაუჩერი რომ მოგეცით, ფული არ უნდა გადაგეხადათ ჩემთვის?!" უსაყვედურა  მოქალაქემ ერთ-ერთი სადაზღვევო კომპანიის აგენტს. ,,- სხვა სადაზღვევოში მითხრეს, ვაუჩერი  ჩვენი კომპანიის დაზღვევის  პოლისში რომ გადაგეცვალა, 25 ლარს მოგცემდითო. ხოდა, ან 30 გადამიხადეთ, ან დამიბრუნეთ ჩემი ვაუჩერი უკან!"

საქმე  სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი ოჯახების ჯანმრთელობის დაზღვევს ეხება, რომელიც ამ წლის თებერვლიდან სამწლიანი გახდა. პროგრამის ფარგლებში ოჯახებს ურიგდება სახელმწიფო  ვაუჩერები, რომლებიც სასურველი სადაზღვევო კომპანიის სამედიცინო მომსახურების პაკეტებში უნდა გადაცვალონ.

სადაზღვევოებისთვის ვაუჩერები  სამი წლის განმავლობაში სტაბილურ  კლიენტს და გარანტირებულ შემოსავალს ნიშნავს. მძაფრი კონკურენციის პირობებში კომპანიებს შეუძლიათ მოქალაქეს ვაუჩერის სანაცვლოდ იმაზე მეტი სერვისი შესთვაზონ (მეტი წამალი, მეტი გამოკლვევა), ვიდრე ეს ვაუჩერში უკვე მითითებულია სახელმწიფოს მიერ. მაგრამ კომპანიებმა კონკურენციასთან განმკლავების ,,მოკლე გზა" არჩიეს - ვაუჩერის პირდაპირ ყიდვა.

ამ თამაშში ყველა სადაზღვევო კომპანია რაღაც ფორმით ჩაერთვება. წინააღმდეგ შემთხვევაში, უკვე დაზღვეული კლიენტები შეიძლება დაკარგონ. მეორესმხრივ, სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი მოქალაქეები იღებენ ფულს. რაც შეიძლება ცალსახად ცუდი არც ყოფილიყო, ყველას - კომპანიასაც და მოქალაქესაც- რომ არ ავიწყდებოდეს ხარისხი. სწორედ უკეთესი მომსახურების შეთავაზებით უნდა მიეზიდათ სადაზრვევო კომპანიებს ბენეფიციარები, მაგრამ ხარისხი  ყველასთვის მეორეხარისხოვანი აღმოჩნდა.

ხარისხი, როგორც წესი, ბუნებრივად იქმნება თუ საზოგადოებაში ამის მოთხოვნა ან/და ბაზარზე კონკურენცია არსებობს. ჩვენთან, ერთი შეხედვით, ორივეა, მაგრამ მომსახურების პირობები და ხარისხი მაინც საზოგადოების უკმაყოფილების მიზეზად რჩება.

 

 


კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 აგვისტო
27 აგვისტო

ბატონები

საქართველოს მთავარი თავისებურება სწორედ წყალობის კანონების დაფასებაა. ამას ემყარება ჩვენი სტუმართმოყვარეობა, თავდადება, ...
09 სექტემბერი
09 სექტემბერი

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...
21 აგვისტო
21 აგვისტო

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...

მეტი

^