Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

საზოგადოებრივი ტრანსპორტი თბილისში

30 ივლისი 2012

უცხოელის მოკლე ჩანაწერები, რომელიც თბილისში გზას მეტროთი, ავტობუსებითა და "მარშუტკებით" იკვლევს

მეტრო თბილისში, როგორც წესი, გადაადგილების ყველაზე სწრაფი და სანდო საშუალებაა, მაგრამ ერთი ცუდი მხარე აქვს: მეორე ხაზზე გადასვლა დიდ დროს მოითხოვს. სწორედ ამიტომ, საბურთალოს ხაზს სამვაგონიანი მატარებელი ემსახურება და ისიც არასდროსაა გადატვირთული - ხალხს ავტობუსებით მგზავრობა ურჩევნია. მეტროს მეორე ცუდი მხარე მისი ღირსებაცაა: გაჩერებებს შორის დიდი მანძილია და ვაგონის მძღოლს სწრაფი სიჩქარის აღება შეუძლია. არის მიწისზედა გაჩერებებიც.

ავტობუსებიც სწრაფად მოძრაობს, მაგრამ, როგორც წესი, გადატვირთულია,მათი რაოდენობა კი, შეზღუდული.ავტობუსმა შეიძლება მგზავრი ქალაქის ერთი წერტილიდან მეორეში ისე წაიყვანოს, რომ მას ტრანსპორტის შეცვლა არ მოუწიოს. ოღონდ ეს იმ შემთხვევაში, თუ იცი რომელ ნომერ ავტობუსში უნდა ჩაჯდე. მხოლოდ რამდენიმე გაჩერებაზეა მითითებული იმ ავოტობუსის ნომერი, რომელიც იქ გაივლის. როგორც წესი, ხალხი მისთვის საჭირო ავტობუსის ნომრის შესახებ მძღოლისგან ან სხვა მგზავრებისგან იგებს. ადგილობრივები სიამოვნებით ეხმარებიან ტურისტებს, თუმცა მათ იციან მხოლოდ იმ ავტობუსის ხაზები, რომლითაც თავად სარგებლობენ.

ტრანსპორტით სარგებლობა სულ ახლახანს გაცილებით ადვილი იყო. 2010 წლის დეკემბერში ავტობუსებს შორის ინტერვალები გაიზარდა და დიდი ზომის ავტობუსები აღარ დადიან. ამავდროულად ბილეთის ფასი 25 % ით გაძვირდა და 40-დან 50 თეთრამდე გაიზარდა.

მგზავრობის საფასურის გაძვირებამ შესაძლებელია მოულოდნელი შედეგი გამოიღოს, რადგან ავტობუსებით მგზავრობას, ფასის მხრივ, "მარშუტკებთან" შედარებით უპირატესობა აღარ აქვს და აზარალებს იმ მგზავრებს, რომლებსაც მანქანა არ ჰყავთ. ხალხს სხვა არჩევანი არ აქვს, ალბათ, ამიტომ მოხდა მომსახურების გაუარესება და ბილეთის ფასის ზრდა განსაკუთრებული პროტესტის გარეშე.

კერძო მინი ავტობუსები ანუ "მარშუტკები" ავტობუსებზე ოდნავ სწრაფად დადიან, რადგან მხოლოდ მოთხოვნის საფუძველზე ჩერდებიან. "მარშუტკები" მალე ივსება, იქ დგომა არაკომფორტულია და სახიფათოც კი. ქალაქის ავტობუსების და "მარშუტკების" მძღოლები ერთმანეთის კონკურენტები არიან და ცდილობენ ერთმანეთს გაუსწრონ, რაც ხშირად საშიში მანევრების შესრულებას საჭიროებს. განსაკუთრებით "სახალისოა," როცა ძველი მარშუტკა მაღალ სიჩქარეს იღებს და ამ დროს მგზავრი მძღოლს გაჩერებას თხოვს.

მთავრობას მუნიციპალური ტრანსპორტის მომსახურების გაუმჯობესების ამბიციური გეგმა აქვს: მეტროს მესამე ხაზის და ტრამვაის ხაზის გაყვანას აპირებენ. მარშუტკები წითელმა ავტობუსებმა უნდა ჩაანაცვლონ. რა თქმა უნდა, ამ გეგმების განხორციელებას დრო და ფული სჭირდება.

ტრამვაის ხაზის აღდგენა მუნიციპალურ ტრანსპორტს ნამდვილად გამოაცოხლებს. 1990-იანი წლებიდან ევროპისა და თურქეთის ქალაქებშიც გაიყვანეს ტრამვაის ხაზები. მათი უმრავლესობა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ გაუქმდა.ტრამვაის ხაზები უფრო და უფრო მეტ ადგილს იკავებს თანამედროვე ქალაქებში.

მაგრამ, სანამ ეს თბილისში მოხდება, არსებული სატრანსპორტო სისტემა უყურადღებოდ არ უნდა დარჩეს. ხალხი უნდა დარწმუნდეს, რომ მანქანის ქონა არაა მაინცდამაინც სასარგებლო. ამისთვის სულ ცოტა ცვლილებაც საკმარისია. ასევე საჭიროა ავტობუსის გაჩერებებზე ინფორმაციის განთავსება, თუ რომელი ავტობუსი სად მიდის, რა მანძილს ფარავს. კარგი იქნება სამარშრუტო რუკების და ავტობუსების განრიგის ონლაინ განთავსებაც, რაც მარშრუტის წინასწარ დაგეგმვას გააადვილებს და უფრო მეტი ტურისტი ისარგებლებს ამ მომსახურებით. ტურისტებისთვის ასევე დიდი შეღავათი იქნება ლათინური წარწერების გაკეთება მეტროსა და ავტობუსებში.

 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 აგვისტო
27 აგვისტო

ბატონები

საქართველოს მთავარი თავისებურება სწორედ წყალობის კანონების დაფასებაა. ამას ემყარება ჩვენი სტუმართმოყვარეობა, თავდადება, ...
09 სექტემბერი
09 სექტემბერი

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...
21 აგვისტო
21 აგვისტო

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...

მეტი

^