გამოგონილი ინტერვიუ იუსტიციის მინისტრის მოადგილესთან თინა ბურჯალიანთან
ბასა ჯანიკაშვილი - ქალბატონო თინა, გილოცავთ!
თინა ბურჯალიანი - რას მილოცავთ, ბატონო ბასა?
ბ.ჯ. - მინისტრის პორტფელს.
თ.ბ. - ჯერ ადრეა ამაზე საუბარი, მე მხოლოდ მინისტრის მოადგილე ვარ.
ბ.ჯ. - ნუ ღელავთ, თქვენ ისე გულმოდგინეთ გაანალიზეთ ევროპის სასამართლოს გადაწყვეტილება, რომ მინისტრობა არ აგცდებათ.
თ.ბ. - უი, მადლობთ. მე დიდი ხანია მინისტრობა მინდა და ამისათვის ყველაფერს გავაკეთებ. მინისტრობა დიდი პასუხისმგებლობაა და რადაც არ უნდა დამიჯდეს, მე ამას მივაღწევ.
ბ.ჯ. - მიაღწევთ, მიაღწევთ, მხოლოდ ერთი რამ მაკვირვებს. ნუთუ, მართა არა გაქვთ არც ანალიზის უნარი და მით უმეტეს, არც თვითკრიტიკის შეგრძნება? ევროპის ასამართლოს გადაწყვეტილება ძალიან საპასუხიმგებლო და შემაშფოთებელი უნდა იყოს ჩვენი სახელმწიფოსთვის.
თ.ბ. - როგორ გეკადრებათ ბატონო ბასა.სასამართლომ სამასი ათასი ევროს ნაცვლად მხოლოდ ორმოცდაათი ათასი ევვრო დაგკვაკისრა. ეს ერთი. მეორე, ევროპულმა სასამართლომ უარყო კონვენციის სამი მუხლის დარღვევა, რასაც გვედავებოდნენ და დაადგინა, რომ სახელმწიფო არ არის, ყურადღება მიაქციეთ - არ არის პასუხისმგებელი ადამიანის სიცოცხლის ხელყოფის ფაქტზე.
ბ.ჯ. - იქნებ ისიც მითხრათ...
თ.ბ. - უკაცრავად, ჯერ არ დამიმთავრებია. ევროპულმა სასამართლომ ასევე არ დაადგინა სამართლიანი სასამართლო განხილვის უფლებისა და ეფექტური შიდასამართლებრივი საშუალებების ხელმისაწვდომობის უფლების დარღვევა.
ბ.ჯ. - კი მაგრამ...
თ.ბ. - ნუ მაწყვეტინებთ, თუ შეიძლება. ევროპის სასამართლომ არ დაადასტურა, რომ განმცხადებლები წამებისა და არაჰუმანური მოპყრობის მსხვერპლი გახდნენ. ასე რომ სანდრო გირგვლიანი მამა ასაჩივრებდა ადამაინის უფლებათა ევროპული კონვენციის ოთხი მუსლის დარღვევას, ევროპის ადამიანის უფელებათა სასამართლომ კი მხოლოდ ერთი მუხლი დააკმაყოფილა. ეს მუხლია მხოლოდ ეროვნულ დონეზე წარმოებული გამოძიების დროს არსებულ ხარვეზებზე. და სხვათა შორის, ეს საკანონმდებლო ხარვეზები იყო და უკვე გამოსწორებულია!
ბ.ჯ. - სანდრო გირგვლიანი ცოცხალია?
თ.ბ. - არა მგონია ამ ხუმრობაზე ვინმეს გაეცინოს.
ბ.ჯ. - სასაცილოდ ნამდვილად არ გაქვთ საქმე. და არც მე არ მეცინება. თქვენი განმარტებით გავიგე, რომ მაშინ, როდესაც სანდრო გირგვლიანი მოსაკლავად მიჰყავდათ სახელმწიფომ ამის შესახებ არაფერი იცოდა. თუმცა, ევროპის საამართლომ მსჯელობის დროს აღნიშნა, რომ ეროვნულმა სასამართლომ არ გამოიძია მთელი რიგი საკითხები, რომელსაც შესაძლოა დაედგინა კავშირი ოთხ მჯავრდებულს და შარდენ კაფეში მსხდომ პირებს შორის, რაც შესაძლოა ყოფილიყო იმის დადასტურება, რომ თუ ეს კავშირი დადგინდებოდა დასკვანა საპირისპირო ყოფილიყო.
თ.ბ. - უკაცრავად, მე უკვე ყველაფერი გითხარით.
ბ.ჯ. - ერთი წუთით, მაშინ მითხარით, რატომ მოხდა ისე, რომ ევროპის სასამართლომ ეს ცალკე არ განიხილა, რადგან ამაზე უკვე იმსჯელეს, აღნიშნეს, რომ ქართულ სასამართლოს ხარვეზები ჰქონდა გამოძიების პროცესში და დაადგინა მეორე მუხლის დარღვევა, ანუ გამოძიების არაეფექტურობა. გამოძიების არაეფექტურობა მოიცავდა შ.ს.ს, პროკურატურის და ქართული სასამართლო სისტემის ხარვეზებს საქმის განხილვის დროს.
თ.ბ. - კარგად ბრძანდებოდეთ.
ბ.ჯ. - ერთი წუთით, ბოლო კითხვა მაქვს. ევროპის სასამართლომ დაადგინა, რომ სახელმწიფო ხელისუფლების სხვა და სხვა შტოს ერთობლივი ქმედებები მიმართული იყო მკვლელობის საქმეზე მართლმსაჯულების აღსრულების ხელის შეშლისაკენ. კერძოდ, აქ ჩამოთვლილია რამდენიმე პუნქტი: შ.ს. სამინისტოროს ქმედებებები საწყის ეტაპზე, გამოძიებისადმი პროკურატურის გულგრილობა, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის გადაწყვეტილება ბრალდებულთა ერთ საკანში მოთავსების შესახებ, ეროვნული სასამართლოს მიერ სასამართლო პროცესის არა სათანადოდ ჩატარება და მსჯავრდებულთა ნაადრევი გათავისუფლება,საქართველოს პრეზიდენტის არაგონივრულ თანაგრძნობა და მისი გადაწყვეტილება შეწყალების შესახებ.
თ.ბ. - რა გიდნათ ჩემგან?
ბ.ჯ. - ასეთი პასუხებით მინისტი ვერ გახდებით ქალბატონო თინა.
თ.გ. - ჰოდა, დამანებეთ თავი.