Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ირაკლი მტკივა

30 ივლისი 2012

დღეს 19 ნოემბერს, ირაკლი ჩარკვიანს დაბადებიდან ორმოცდაათი წელი შეუსრულდა. ვერაფრით ვხვდები, როგორ შეიძლება ირაკლის და ბიძაჩემ მერაბს ერთი თაობა ერქვათ, ეს უბრალოდ დროის ობიექტურობის დეფექტია.

იმ დროის, რომელსაც ირაკლი მთელი ცხოვრების განმავლობაში ებრძოდა, ჯერ მორალურად კლავდა, შემდეგ კი ფიზიკურად. თავის მხრივ დრომაც იცოდა, რომ დადგებოდა წამი და პოეტი ირაკლი ჩარკვიანის სხეული არსებობას შეწყვეტდა. დრო გააკეთებდა თავის საქმეს, მაგრამ გამარჯვებას ვერ იზეიმებდა, რადგან ირაკლიმ დანაპირები შეასრულა - მან გადაცურა ზღვა და მშვიდი ცურვით მიუყვება უნაპირო ოკეანეებს.

მან ეს სიცოცხლეშივე შეძლო, უბრალოდ ჩვენ აღვიქვით გვიან.

ირაკლის სიკვდილის დღეს ბებიაჩემს ხუმრობით ვუთხარი, დაგერხა ბე, მარტო დარჩი მეთქი. ამ ორმა ადამიანმა გამზარდა, ერთი თეფშს მიცვლიდა, მეორე - ცნობიერებას.

სხვა რა შემიძლია ვთქვა? ვწუხვარ, რომ ჩემს შვილს აღარ ექნება საშუალება დიდ შემოქმედებას ცოცხლად, მშობლიურ ენაზე ეზიაროს. ის ვერასოდეს შეიგრძნობს "მეცხრე ბლოკიდან" გამორთული ელექტრო გიტარის დამანგრეველ  ძალას.

დღეს საქართველოს ისევ აკლია როკ ენ როლი და ირაკლი ჩარკვიანიც მაგრად სტკივა.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 აგვისტო
27 აგვისტო

ბატონები

საქართველოს მთავარი თავისებურება სწორედ წყალობის კანონების დაფასებაა. ამას ემყარება ჩვენი სტუმართმოყვარეობა, თავდადება, ...
09 სექტემბერი
09 სექტემბერი

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...
21 აგვისტო
21 აგვისტო

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...

მეტი

^