Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

კორუფციის აღქმის ინდექსის 2011

30 ივლისი 2012

  • 2011 წლის კორუფციის აღქმის ინდექსის მიხედვით საქართველომ 182 ქვეყანას შორის 64-ე ადგილი დაიკავა და 10 მაქსიმალური ქულიდან 4.1 ქულა მიიღო
  • საქართველოს შედეგი ევროკავშირის რამდენიმე წევრი ქვეყნის შედეგზე უკეთესია. სლოვაკეთმა, იტალიამ, საბერძნეთმა, რუმინეთმა და ბულგარეთმა უფრო დაბალი ქულები მიიღეს.

„საერთაშორისო გამჭვირვალობის" 2011 წლის კორუფციის აღქმის ინდექსის (CPI) მიხედვით, საქართველომ 182 ქვეყანას შორის 64-ე ადგილი დაიკავა. ამ ბოლო რანგირების მიხედვით, რომელიც საჯარო სექტორში კორუფციის აღქმის დონეს განსაზღვრავს, საქართველომ 10-ბალიან სკალაზე (10 ქულა ძალიან სუფთას აღნიშნავს, ხოლო 0 ქულა - ძალიან კორუმპირებულს) 4.1 ქულა მიიღო. 2010 წელს საქართველოს ქულა 3.8 იყო და 178 ქვეყანას შორის 68-ე ადგილი ეკავა.

„გასულ წელს საქართველოში წარმატებით დაინერგა ელექტრონული, გამჭვირვალე სახელმწიფო შესყიდვების სისტემა, რაც დადებითად შეიძლება შეფასდეს", - აცხადებს „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" აღმასრულებელი დირექტორი, ეკა გიგაური „ძალიან კარგია, რომ მთავრობა მოქალაქეებისთვის ონლაინ რეჟიმში აქვეყნებს და ხელმისაწვდომს ხდის სხვადასხვა მონაცემებს და ხელს უწყობს ელექტრონული მმართველობის დამკვიდრებას. ჩვენ მოვუწოდებთ მთავრობას, ეს ძალისხმევა კიდევ უფრო ინტენსიური გახადოს, განსაკუთრებით იმ სახელმწიფო უწყებებთან მიმართებაში, რომლებიც ნაკლებად გამჭვირვალედ მიიჩნევა".

2011 წლის „კორუფციის აღქმის ინდექსი" აჩვენებს, რომ კორუფციის აღქმის დონე საქართველოში უფრო დაბალია, ვიდრე ევროკავშირის წევრ რამდენიმე ქვეყანაში, როგორიცაა სლოვაკეთი, იტალია, საბერძნეთი, რუმინეთი და ბულგარეთი. საქართველოში კორუფციის აღქმის დონე ასევე უფრო დაბალია, ვიდრე ხორვატიაში, რომელიც სულ მალე ევროკავშირის შემდეგი წევრი ქვეყანა გახდება, და ბალკანეთის სხვა ქვეყნებში. თურქეთი 61-ე ადგილზეა (4.1 ქულით) და, შესაბამისად, საქართველოზე ოდნავ მაღლა დგას. საქართველოს სხვა მეზობელ ქვეყნებში კორუფციის აღქმის დონე ბევრად უფრო მაღალია: სომხეთი 129-ე ადგილზეა (2.6 ქულით), რუსეთი და აზერბაიჯანი კი 143-ე ადგილს ინაწილებენ (2.4 ქულით).

კორუფციის აღქმის ყველაზე დაბალი დონე აქვთ ახალ ზელანდიას, დანიას, ფინეთს, შვედეთსა და სინგაპურს. რანგირებაში ბოლო ადგილები დაიკავეს უზბეკეთმა, ავღანეთმა, მიანმარმა, ჩრდილოეთ კორეამ და სომალიმ.

ამ წინსვლის მიუხედავად, აუცილებელია განსაკუთრებული ქმედებების განხორციელება საქართველოს მთლიანი ეროვნული ანტიკორუფციული სისტემის გასაუმჯობესებლად. „ჩვენს მიერ ბოლო დროს გამოქვეყნებული „ეროვნული ანტიკორუფციული სისტემის ანალიზი" აჩვენებს, რომ საქართველოში მმართველობის სისტემის დაბალანსება ჯერ კიდევ სუსტია. სასამართლო ხელისუფლება, მედია, სამოქალაქო საზოგადოება და ოპოზიციური პარტიები ვერ ახერხებენ მთავრობაში კონცენტრირებული ძალაუფლების დაბალანსებას. აღმასრულებელი შტო დიდწილად შემაკავებელი ძალის გარეშეა დარჩენილი, რადგან მმართველი პარტია პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობით არის წარმოდგენილი", - აღნიშნავს გიგაური.

იმ სექტორებში, რომლებიც 2011 წლის „კორუფციის აღქმის ინდექსმა" მოიცვა, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" მთავრობას მოუწოდებს შემდეგ საკითხებზე მოახდინოს ფოკუსირება:

  • გააძლიეროს პარლამენტის როლი საქართველოს მმართველობის დაბალანსებული სისტემის განვითარებისთვის. 2012 წლის არჩევნებისთვის შეიქმნას კონკურენტუნარიანი საარჩევნო გარემო და თანაბარი პირობები ყველა პოლიტიკური პარტიისთვის;
  • უნდა გაგრძელდეს მართლმსაჯულების სისტემის რეფორმა, რადგან სასამართლო უფრო დამოუკიდებელი გახდეს. საპროცესო გარიგების სისტემა უნდა იყოს უფრო გამჭვირვალე. კანონის წინაშე ყველა თანაბარი უნდა იყოს და არ უნდა მოქმედებდეს შერჩევითი სამართლი;
  • ელექტრონული მმართველობა და საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობა კიდევ უფრო უნდა გაიზარდოს. უნდა მოხდეს ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნება ონლაინ რეჟიმში, რადგან მედიას, სამოქალაქო საზოგადოებას, განსაკუთრებით რეგიონებში ხელი მიუწვდებოდეს მათთვის საინტერესო და საჭირო ინფორმაციაზე;
  • მთავრობა არანაირი სახით არ უნდა ერეოდეს მედია სექტორის საქმიანობაში.

რა არის „კორუფციის აღქმის ინდექსი"?

„კორუფციის აღქმის ინდექსს" (CPI) ყოველწლიურად შეიმუშავებს და აქვეყნებს „საერთაშორისო გამჭვირვალობის" სათავო ოფისი ბერლინში. ინდექსში ქვეყნები/ტერიტორიები რანგირებულია იმის მიხედვით, თუ რამდენად კორუმპირებულად აღიქმება ამ ქვეყნების/ტერიტორიების საჯარო სექტორები. ინდექსი ეყრდნობა სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციებისა და საკონსულტაციო ჯგუფების კვლევებს. ის ასევე ასახავს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში მომუშავე დამკვირვებლების, მათ შორის შეფასებულ ქვეყნებში მცხოვრები და მომუშავე ექსპერტების მოსაზრებებს. „კორუფციის აღქმის ინდექსი" არ არის სათანადო საშუალება ამა თუ იმ ქვეყნის კორუფციის დონის შესადარებლად სხვადასხვა წლებში, თუმცა ინდექსი მოცემულ წელს მთელი მსოფლიოს მასშტაბით კორუფციის აღქმის კარგ სურათს აჩვენებს.

2011 წლის „კორუფციის აღქმის ინდექსის" საქართველოს ქულა შემდეგი ორგანიზაციების კვლევების მიხედვით გამოითვალეს:

„კორუფციის აღქმის ინდექსის" და მისი მეთოდოლოგიის, ასევე ხშირად დასმული კითხვების შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, იხილეთ „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" ვებ-გვერდი: http://transparency.ge/en/CPI2011. მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნების შესახებ მეტი მონაცემების მისაღებად, იხილეთ http://transparency.org/cpi.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" „2011 წლის ეროვნული ანტიკორუფციული სისტემის ანალიზი" ხელმისაწვდომია ონლაინ რეჟიმში შემდეგ ბმულზე: http://transparency.ge/nis.

მასალა თავდაპირველად გამოქვეყნდა "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" ვებ-გვერდზე:

http://www.transparency.ge/post/corruption-perception-index-cpi/koruptsiis-aghkmis-indeksis-2011

 

 


კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 აგვისტო
27 აგვისტო

ბატონები

საქართველოს მთავარი თავისებურება სწორედ წყალობის კანონების დაფასებაა. ამას ემყარება ჩვენი სტუმართმოყვარეობა, თავდადება, ...
09 სექტემბერი
09 სექტემბერი

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...
21 აგვისტო
21 აგვისტო

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...

მეტი

^