Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

როგორ გადავჭრათ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის კონფლიქტები

30 ივლისი 2012

ამ საკითხზე საქართველოში აზრთა მრავალფეროვნება იშვიათად შემხვედრია. ამიტომ, დისკუსიის გამდიდრების მიზნით, გადავწყვიტე, რომ ჩემი ნორვეგიელი ნაცნობისთვის მეთხოვა, რომ ამ თემაზე დაეწერა და მისი ტექსტი ჩემს ბლოგზე განმეთავსებინა. მის მიერ შემოთავაზებული გამოსავალი, ჩემი აზრით, ერთ-ერთი ყველაზე რეალისტურია, თუმცა მისი განხორციელებისთვის, კონფლიქტში ჩაბმულ სახელმწიფოებში (და შესაბამისად, საზოგადოებებში) დემოკრატიის ხარისხი, ახლანდელთან შედარებით, საგრძნობლად უნდა გაუმჯობესდეს.

მოგიწოდებთ, რომ ამ თემაზე დისკუსიის დროს, თუ რაიმეს არ ეთანხმებით, პიროვნების ლანძღვის ნაცვლად, იდეის კრიტიკაზე გაამახვილოთ ყურადღება.

-------------------------------------------------------------------------------------------------------------------

 

კონფლიქტის გადაჭრისა და კომპრომისის შესახებ

საქართველოსა და მის ორ სეპარატისტულ რეგიონს შორის ბოლო ორი ათწლეულის მანძილზე მიმდინარე კონფლიქტზე დაკვირვებით, რამდენიმე ცხადი დასკვნის გამოტანა შეიძლება. უპირველესად, მხარეების მცდელობამ, რომ მოეხდინათ კონფლიქტის ინტერნაციონალიზირება გარეშე ძალების ჩართვით (რუსეთის, შეერთებული შტატებისა და ბოლო დროს, ევროკავშირის), კონფლიქტის გადაჭრას ბევრი ვერაფერი შემატა. კონფლიქტის გადასაჭრელად ძალის გამოყენებამაც, ასევე,  საპირისპირო შედეგი გამოიღო და კონფლიქტები უფრო მეტად მწვავე და მოუგვარებელი გახდა. ამას გარდა, საქართველოსა და დასავლეთის პოლიტიკამ, მოეხდინათ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის იზოლირება, ამ რეგიონებს რუსეთის კალთის ქვეშ შეფარებისკენ კიდევ უფრო მეტად უბიძგა, და შედეგად, დღესდღეობით, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთზე  საქართველოს სუვერენიტეტის აღდგენა უფრო და უფრო წარმოუდგენელ ნაბიჯად გვეჩვენება.  „გაყინული კონფლიქტების“ ახლანდელი სტატუსი მთლიანად რეგიონის ეკონომიკური, პოლიტიკური და ჰუმანიტარული განვითარებისთვის ზიანის მომტანია და უკვე მომწიფებულია სიტუაცია იმისათვის, რომ მხარეები მაგიდასთან დასხდნენ და მიაღწიონ შეთანხმებას, ორმხრივ პატივისცემაზე დაყრდნობითა და საერთო სიკეთის უზრუნველსაყოფად.

კოფლიქტის ამგვარი მოგვარება შესაძლებელია მხოლოდ ორივე მხარისგან ისეთ კომპრომისზე წასვლით, რომლის მიხედვითაც ყველა მხარე გარკვეულ მოგებას მიიღებს, მაგრამ ასევე სერიოზულ დათმობებზე წასვლა მოუწევს. მაგალითად, შესაძლოა, მხარეებმა მიაღწიონ ისეთ კომპრომისს, რომლის მიხედვითაც საქართველო დათანხმდება აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარებაზე, მაგრამ სანაცვლოდ, ქართველებით დასახლებული რაიონები საქართველოს იურისდიქციის ქვეშ გადავა, დევნილების დაბრუნება კი ნეიტრალური, საერთაშორისო ზედამხედველობის ქვეშ განხორციელდება. კოდორის ხეობის ზედა ნაწილი, გალის რაიონი  და ახალგორის რაიონი შეიძლება ქართველებს დარჩეთ; მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტული ნაგებობები, მაგალითად, ენგურის ჰიდროელექტრული სადგური, რომელიც აფხაზეთისა და საქართველოს საზღვარზე მდებარეობს, ასევე, მთლიანად საქართველოს კონტროლის ქვეშ გადავიდეს.

ქართველმა დევნილებმა, რომლებიც აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში დაბრუნდებიან, თავი უნდა შეიკავონ ავტონომიის ან საქართველოსთან მიერთების მოთხოვნისგან და სანაცვლოდ, აფხაზეთის მთავრობამ უნდა მოახდინოს ყველა დევნილის უსაფრთხოების უზრუნველყოფა, მათ შორის, მათი უფლებებისა სიცოცხლეზე, ღირსებაზე, კერძო საკუთრებაზე, ლინგვისტურ და კულტურულ გამოხატვაზე. დაბრუნებულ დევნილებს, ასევე, უნდა მიენიჭოთ თანასწორი და სრულფასოვანი დემოკრატიული უფლებები, და ამ მიზნის მისაღწევად უნდა გაუქმდეს აფხაზეთის კანონი, რომელიც ორმაგი მოქალაქეობის ქონას კრძალავს. ამას გარდა, უნდა შეიქმნას სიმართლისა და შერიგების  კომისია, რომლის მიზანი იქნება არა სამხედრო დამნაშავეების დასჯა ან კონფლიქტზე პასუხისმგებლობის რომელიმე მხარისთვის დაკისრება, არამედ ორივე მხარეს ადამიანური ტანჯვისა და დანაკარგის აღიარება და დაგმობა.

სამწუხაროდ, ზემოთ აღწერილის მსგავს, გარიგებით მიღწეულ შეთანხმებებს, ჯერჯერობით, ცოტა მხარდამჭერი ჰყავს. პოლიტიკური ატმოსფერო საქართველოსა და სეპარატისტულ რეგიონებში, ფაქტობრივად, მხოლოდ „ყველაფერი ან არაფერი“ ტიპის მიდგომას სწყალობს. ზოგადად, არსებობს სახალხო მხარდაჭერის ნაკლებობა და წამყვანი პოლიტიკოსების მხრიდან ნების უქონლობა, რაც კომპრომისის მიღწევის გულისთვის, მსხვერპლშეწირვაზე წასვლას შეუძლებელს ხდის. ასევე, არსებობს კითხვა იმასთან დაკავშირებითაც, თუ რა რეაქცია ექნებათ მხარეების საერთაშორისო პარტნიორებსა და მოკავშირეებს თავიანთი კლიენტების ამგვარ ნაბიჯებზე. ზოგიერთი კრიტიკოსი ამტკიცებს, რომ რუსეთი და დასავლელი მოკავშირეები დე იურე და დე ფაქტო მთავრობებზე იმხელა გავლენას ფლობენ, რომ ამგვარი კომპრომისი რეალისტური ვერასდროს გახდება.

მეორე მხრივ, არსებობს იმის დამადასტურებელი ფაქტებიც, რომ სამხრეთ კავკასიაში, „მარიონეტები“ მარიონეტობას ისევე ხშირად თამაშობენ, როგორც თავიანთი პარტნიორების საწინააღნდეგო თამაშებს; სინამდვილეში, ადგილობრივი ელიტებსა და პოლიტიკურ ძალებს დამოუკიდებელი მანევრირებისთვის დიდი სივრცე გააჩნიათ. აფხაზებმაც და ოსებმაც, ბოლო პერიოდში, აჩვენეს, რომ შეუძლიათ მოსკოვის გავლენის წინააღმდეგ წასვლა, და ამერიკული და ევროპული გეგმებიც საქართველოსთან დაკავშირებით, თბილისის მოქმედებებით არა ერთხელ ჩაყრილა წყალში. ყველაფრის მიუხედავად, მაინც რჩება იმის იმედი, რომ მოლაპარაკებების სარგებლიანობას ყველა მხარე დაინახავს და პოლიტიკური კურსი ისე შეიცვლება, რომ კონფლიქტის რეალური გადაწყვეტისკენ ნაბიჯების გადადგმა შესაძლებელი გახდება.

რიჩარდ ბერგე, 2011 წელი

რიჩარდ ბერგემ ბაკალავრის ხარისხი მოიპოვა ლონდონის უნივერსიტეტის, აღმოსავლური და აფრიკული კვლევების დეპარტამენტში, პოლიტიკისა და ქართული ენის სპეციალობით. მან მაგისტრატურის ხარისხი მოიპოვა ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯის, სლავური და აღმოსავლეთევროპული კვლევების დეპარტამენტში, პოლიტიკის, უსაფრთხოებისა და ინტეგრაციის სპეციალობით. იგი მუშაობდა ნორვეგიის საელჩოში ბაქოში, 2009 წელს და უმცირესობათა საკითხების ევროპულ ცენტრში, თბილისში, 2010 წელს. ორივე ქვეყანაში მისი მთავარი ინტერესის სფერო იყო ადამიანის უფლებები, ინფორმაციის თავისუფლება და უმცირესობათა უფლებები. იგი ამჟამად გეგმავს გამოსცეს თავისი სამაგისტრო ნაშრომი, რომელიც ეხება სომხური უმცირესობის პოლიტიკურ მდგომარეობას აფხაზეთში.

-------------------------------------------------------------------------------------------------------


 

On Conflict resolution and Compromise (Richard Berge © 2011)

During the last two decades of the conflicts between Georgia and its two breakaway republics Abkhazia and South Ossetia, a few facts have become increasingly clear. Firstly, attempts by the sides to internationalize the conflicts by drawing in outside powers like Russia, the United States and more recently the EU have failed to contribute significantly to conflict resolution. Secondly, attempts to use force to resolve the conflicts have also backfired, and only resulted in making the conflicts more bitter and intractable. Further, the policy of Georgia and the West of isolating Abkhazia and South Ossetia has only driven them further into Russia’s embrace, and the reestablishment of Georgian sovereignty over the two republics looks increasingly impossible. The current status of the “frozen conflicts” remains detrimental to the economic, political and humanitarian situation in the region, and the time is overripe for the sides directly involved to come to the table and work out a negotiated solution to the based on mutual respect and the common good.

Such a negotiated solution can only be really workable in the form of compromise, where all sides gain some, but also have to make major concession to the other side. For example, a compromise can be agreed on whereby Georgia recognizes the independence of Abkhazia and South Ossetia, while predominantly Georgian populated districts of both statelets remain under Georgian control, and a gradual return of Georgian refugees takes places under neutral, international supervision. For example, the Upper Kodori Gorge and Gali district of Abkhazia would remain with Georgia, as would the Akhalgori district of South Ossetia. Important infrastructure like the Inguri Hydroelectric Station, situated across the boundary between Abkhazia and Georgia, will also in its entirety pass to Georgia.

The Georgian refugees returning to the rest of Abkhazia and South Ossetia must refrain from raising any demands for regional autonomy or direction from Tbilisi, and in return the Abkhazian government must guarantee the security and safety of all returnees, including their right to life, dignity, property, linguistic and cultural expression. The returnees should also be given full democratic rights equal with all other citizens of independent Abkhazia and South Ossetia, and towards this goal the citizenship law of Abkhazia should be amended, including the abolishment of the article of the law restricting the right to dual citizenship. In addition, a truth and reconciliation commission should be set up, which aim should not be to prosecute war criminals or ascertain blame for the conflicts, but contribute to acknowledgement of human suffering and loss on all sides.

Unfortunately, negotiated solutions such as the one described above, have so far found few supporters. The political atmosphere in both Georgia and the breakaway republics almost exclusively promotes an “all or nothing” approach to conflict resolution, and there is a general lack of public support, and political will among key politicians, to make the sacrifices necessary for any kind of compromise. There is also the question of how the respective international partners and allies of the parties involved will react to their clients’ moving forward with such a deal. Some critics would argue that Russia and the Western allies between them exert too much influence over the de jure and de facto governments in the region for such a compromise to ever become a reality.

On the other hand, the fact remains that in the South Caucasus, the “puppets” often play the “puppeteers” just as much as the reverse, and that local elites and political forces on the ground in reality have a lot of space for maneuver. Both the Abkhazians and South Ossetians have shown themselves in recent times to be able to act against the will of Moscow, and US and European plans for Georgia have likewise often been frustrated and ignored by Tbilisi. Still, the hope remains that all sides involved will eventually see the benefit of such compromises, and that a political course correction will take place that leaves the road open to real conflict resolution.

-----------------------------

 

Richard Berge holds a BA in Politics and Georgian language from the School of Oriental and African Studies at University of London, and a MA in Politics, Security and Integration from the School of Slavonic and East European Studies at UCL. He has worked for the Norwegian Embassy in Baku, Azerbaijan in 2009 and the European Centre for Minority Issues in Tbilisi, Georgia in 2010, focusing on human rights, freedom of information and minority rights in both countries. He is currently looking to publish his MA thesis on the political situation of the Armenian minority in Abkhazia.

 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 აგვისტო
27 აგვისტო

ბატონები

საქართველოს მთავარი თავისებურება სწორედ წყალობის კანონების დაფასებაა. ამას ემყარება ჩვენი სტუმართმოყვარეობა, თავდადება, ...
09 სექტემბერი
09 სექტემბერი

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...
21 აგვისტო
21 აგვისტო

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...

მეტი

^