დღეს, როდესაც არჩევნები კარზე მოგვადგა და ფაქტობრივად ეს არჩევნები, გადამწყვეტი გზაგასაყარის, ერთგვარი რუბიკონის ფუნქციას ასრულებს ჩვენი სახელმწიფოსთვის, სულ უფრო ხშირად ისმის კითხვები, რა მოხდება? რა მოხდება, თუ გაიმარჯვებს მიშა, თავისი "ნაციონალური მოძრაობით? რა მოხდება ივანიშვილის "ქრთული ოცნების" გამარჯვების შემთხვევაში? და რას მოიმოქმედებს ჩვენი "დაუძინებელი მეგობარი" რუსეთი?
არჩევანი, ტრადიციულად, ძალიან რთულია. აქეთ აბსოლუტურად დისკრედიტირებული, სახელგატეხილი ხელისუფლება, რომელმაც ომი სამარცხვინოდ, ერთ დღეში წააგო, თავისი ჯარისკაცები და ოფიცრები ბედის ანაბარა მიატოვა, დაბლა იფორთხა, ტერიტორიები დაკარგა, სამაგიეროდ შინ პოლიციური რეჟიმი დაამყარა, საკუთარ მოქალაქეებს რამდენჯერმე უსასტიკესად გაუსწორდა, ციხეებში ჩაყარა (საქართველო მე-4 ადგილზეა მსოფლიოში, ერთ სულ მოსახლეზე პატიმრების რაოდენობით).
მეორეს მხრივ, საიდუმლოებით მოცული მეცენატი ბიძინა ივანიშვილი, ერთგვარი "პერსონა ინკოგნიტო", რომელმაც სწორედ იმ რუსეთში იშოვა მილიარდები, რომელმაც უკვე მერამდენედ გადაგვიარა, ტერიტორიები წაგვართვა და დაგვბომბა. თუმცა, წლების განმავლობაში, ივანიშვილი ამ ფულს სწორედ საქართველოს ახარჯავდა, თავის ქვეყანას ახმარდა, დაწყებული რუსთაველის თეატრის გარემონტებით, დამთავრებული სამების ტაძრის აღმშენებლობით. თუმცა, ვინ იყო ეს "საიდუმლო" მეცენატი ცოტა ვინმემ თუ იცოდა. და აი, ამ ნახევარი წლის წინ, ივანიშვილმა უჩინმაჩინის ქუდი მოიხადა და ამ პატარა, მომცრო ტანის, უცნაური ქართულით მოლაპარაკე კაცმა, სრულიად ახალი სული ჩაჰბერა ამ მიმკვდარებულ და ხელისუფლებაზე არანაკლებ დისკრედიტირებულ ოპოზიციას.
მესამე მოთამაშე - "დიადი რუსეთი," მონსტრივით რომ დაჰყურებს ამ პოლიტიკურ თამაშებს და მიუხედავად იმისა, რომ თავისი პრობლემები თავზე საყრელი აქვს, ჩვენზე თავდასასხმელად და ამ საჭადრაკო დაფის ერთი ხელის მოსმით ასაყირავებლად, ძალა ყოველთვის ჰყოფნის. სამაგიეროდ არასოდეს ჰყოფნის ჭკუა და ეს ჩვენთვის ორმაგად საშიშია, უზარმაზარი მეზობელი, რომლის ოდინდელი დევიზი –“სილა იესტ, უმა ნი ნადა!" - დღემდე უცვლელია.
არსებობს კიდევ მეოთხე და ყველაზე მთავარი მოთამაშე - ამერიკა, რომელსაც ძალაც აქვს და ჭკუაც და ამიტომ, თითქოს შორიდან, მშვიდად, წყნარად და აუღელვებლად აკონტროლებს ყველაფერს. მთავარი მოთამაშეც სწორედ მაგიტომ გახლავთ – რუსეთისგან განსხვავებით არ ფართხალებს, ყოველ წამს ეშვებს არ აჩენს და ზუსტად იცის რა უნდა: - `ვფიქრობ, ნებისმიერ პოლიტიკურ სისტემაში ახალი თვალთახედვის, ახალი ენთუზიაზმის, ახალი დინამიზმის, პრობლემებზე ახალი შეხედულების და ახალი გამოცდილების შეტანა აუცილებელია”. (ჯონ ბასი).
პრეზიდენტ სააკაშვილთან დაკავშირებით ყველაფერი გასაგებია. მიხეილ სააკაშვილი, როგორც პოლიტიკური ფიგურა, აღარ არსებობს. თუმცა, რჩება მისი პოლიტიკური გუნდი `ნაც. მოძრაობა~, რომელიც ზვიად გამსახურდიას "მრგვალი მაგიდისაგან" და ედუარდ შევარდნაძის "მოქალაქეთა კავშირისაგან" განსხვავებით, თავისი ლიდერის გარეშეც თვითმკმარ და დამოუკიდებელ პოლიტიკურ ერთეულად გვევლინება, ყოველ შემთხვევაში, ჯერჯერობით ასეთი შთაბეჭდილება რჩება.
არსებობს კიდევ მეოთხე და ყველაზე მთავარი მოთამაშე - ამერიკა, რომელსაც ძალაც აქვს და ჭკუაც და ამიტომ, თითქოს შორიდან, მშვიდად, წყნარად და აუღელვებლად აკონტროლებს ყველაფერს. მთავარი მოთამაშეც სწორედ მაგიტომ გახლავთ – რუსეთისგან განსხვავებით არ ფართხალებს, ყოველ წამს ეშვებს არ აჩენს და ზუსტად იცის რა უნდა: - `ვფიქრობ, ნებისმიერ პოლიტიკურ სისტემაში ახალი თვალთახედვის, ახალი ენთუზიაზმის, ახალი დინამიზმის, პრობლემებზე ახალი შეხედულების და ახალი გამოცდილების შეტანა აუცილებელია”. (ჯონ ბასი).
რაც შეეხება ივანიშვილს, მან რეკორდულად მოკლე ხანში, ხალხის ძალიან დიდი მხარდაჭერა და ნდობა დაიმსახურა. ადვილი შესაძლებელია, ეს სააკაშვილისა და მისი გუნდისადმი, სამართლიანმა და სულ უფრო მზარდმა ანტიპათიამაც განაპირობა, ისევე როგორც 2003 წლის ნოემბრის რევოლუციის დროს იგივე სააკაშვილის, ჟვანიას და ბურჯანაძისადმი მხარდაჭერა დიდწილად შევარდანაძისადმი სიძულვილმა განაპირობა, მაგრამ მაინც, ივანიშვილის გამოჩენამ ხელჩაქნეული და გულაცრუებული ხალხის მყისიერი გამოფხიზლება გამოიწვია.
თუმცა, არსებობს პრობლემა, რომელმაც შეიძლება, ივანიშვილის და მისი გუნდს ამ ბრძოლაში ხელი შეუშალოს. ელექტორატის გარკვეულ ნაწილში შემორჩენილი ნიჰილიზმის გარდა, "ეგენი ყველანი ერთმანეთზე უარესები არიან" - არსებობს კითხვები რუსეთთან დაკავშირებით. რამდენად რეალურია საფრთხე, რომ ივანიშვილის გამარჯვების შემთხვევაში კვლავ მოვექცევით ოკუპანტი ქვეყნის პოლიტიკური გავლენის ქვეშ და შესაბამისად, საფრთხე შეექმნება საქართველოს პროდასავლურ კურსს, რომელიც ევროპაში ინტეგრაციას და ნატოში გაწევრიანებას გულისხმობს.
არის თუ არა ივანიშვილი რუსეთის კაცი? მართლაც, დასამარდება თუ არა საქართველო, როგორც დასავლური ფასეულობების მატარებელი სახელმწიფო, თუ არჩევნებში მიხეილ სააკაშვილის გუნდი დამარცხდება? ნუთუ მხოლოდ "ოდიოზური" სააკაშვილია თავისი ბოკერიებით, მერაბიშვილებით, კუბლაშვილებით და ახალაიებით პროდასავლური კურსის, დასავლური და დემოკრატიული ღირებულებების გამტარებელი და ამერიკისა და ევროპის რეალური პარტნიორი, მათ გარეშე კი კვლავ რუსეთის გუბერნიად გადავიქცევით? სამთავრობო "დამოუკიდებელი ტელევიზიები" სწორედ ამას გვიმტკიცებენ. სწორედ ამას გვიჩიჩინებს სრული სვლით ამუშავებული პროპაგანტისტული მანქანა. თანდათან და შეუმჩნევლად გვაჩვევენ აზრს, რომ საქართველოს და სააკაშვილის ინტერესები ერთი და იგივეა, რომ სააკაშვილის წინააღმდეგ გამოსვლა, საქართველოს წინააღმდეგ გამოსვლაა და მხოლოდ "ნაცმოძრაობა" შეიძლება იყოს ის შუქურა, რომელიც ევროპისკენ მიგვიძღვის. ხოლო ივანიშვილი, თავისი ოცნებიანად "რუსული ფული" და "პუტინის პროექტია".
ასე დაუღალავად ქმნის ხელისუფლება მითს, რომ სააკაშვილი დასავლურ დემოკრატიაზე და ფასეულობებზე ორიენტირებული ლიდერია, ივანიშვილი კი რუსულ ორბიტაზე მოტრიალე ოლიგარქი, "რუსეთის კაცი", რომელიც უკან "ბოროტების იმპერიაში" და "ხალხთა საპყრობილეში" გვაბრუნებს.
ამ პროპაგანდისტულ ნიაღვარს ვერ აჩერებს ვერც ის ფაქტი, რომ "ქართული ოცნების" ბირთვს მკვეთრად პროდასავლური პოლიტიკოსი ირაკლი ალასანია და ასევე ცალსახად დასავლეთზე ორიენტირებული "რესპუბლიკელები" შეადგენენ, არც ის, რომ ივანიშილი თავიდანვე მკვეთრად გაემიჯნა რუსეთთან, ასე თუ ისე, მეტნაკლებად მაინც დაახლოებულ პოლიტიკოსებს.
მისი მრავალრიცხოვანი განცხადებები და და ინტერვიუები, სადაც ის ღიად აცხადებს რომ: - "ქვეყნის უსაფრთხოებიდან გამომდინარე, ნატოს ალტერნატივა არა აქვს და მეც იქა ვარ, სადაც აბსოლუტური უმრავლესობა საქართველოს მოსახლეობის და ამაზე არჩევანი საქართველომ უკვე გააკეთა”, `ნატო ჩვენთვის იდეალური გამოსავალია", "ჩვენი ქვეყნის ოკუპაცია რუსეთსაც ყელში აქვს გაჩხერილი”. ხელისუფლების მხრიდან მხოლოდ თვალთმაქცობად აღიქმება - "ეს ხარკის მოხდას უფრო ჰგავს, ვიდრე ივანიშვილის ჭეშმარიტ დამოკიდებულებას ამ საკითხისადმი" - აცხადებს ბოკერია. გიგა ბოკერია მიიჩნევს, რომ ბიძინა ივანიშვილის აზრი: - "რუსეთთან ურთიერთობის ნორმალიზების გარეშე, საქართველო ნატოს ვერ დაუახლოვდება", ძალიან დიდი შეცდომაა და ამგვარი მიდგომა, ნატოში იტნეგრაციისთვის "დავარცხნილად უარის თქმას ნიშნავს."
ძირითადად მაინც ორ მომენტს ატრიალებენ, როგორც უტყუარ დასტურს, რომ ბიძინა ივანიშვილი რუსული ბაცილის მატარებელია ქართულ პოლიტიკაში. პირველი – ის რომ ივანიშვილი ცნობილ რუს გენერალ ალექსანდრე ლებედის არჩევნებს აფინანსებდა 90-იან წლებში - "იმ ლებედის, რომელმაც 9 აპრილს რუსთაველზე მიტინგი დაარბია" და მეორე – ივანიშვილის განცხადება, რომ 2008 წლის აგვისტოს ომი სააკაშვილმა დაიწყო, რასაც საინფორმაციო პროპაგანდა ხშირად "საქართველომ დაიწყოს" ინტერპრეტაციას აძლევს. (ისევ ის ამბავი: სააკაშვილი და საქართველო ერთი და იგივეა. ვამბობთ სააკაშვილს, ვგულისხმობთ სამშობლოს, ვამბობთ სამშობლოს, ვგულისხმობთ სააკაშვილს).
დავიწყოთ თავიდან. ივანიშვილმა რამდენჯერმე განაცხადა, რომ ალექსანდრ ლებედს კი არა, ბორის ელცინის არჩევნებს აფინანსებდა, ზიუგანოვის კომუნისტების საწინააღმდეგოდ. თუმცა, ამას რა მნიშვნელობა აქვს. მთავარია, დღეში რამდენჯერმე გაიმეორო და მერე თავში ქვა უხლიათ, ვისაც არ დაეზარება, იმან არკვიოს, მართლა ასე იყო თუ არა. Fფაქტობრივ უზუსტობებს რა მნიშვნელობა აქვს. თუნდაც ასეთ ფაქტობრივ უზუსტობას: -"დადგენილია, რომ 1989 წელს ლებედი საქართველოში მაშინ ჩამოვიდა, როცა მიტინგი უკვე დარბეული იყო. ეს ყველაფერი არის ისტორიულად დაზუსტებული და შეუძლებელია გაყალბება!" (მამუკა არეშიძე)
რა თქმა უნდა, ლებედიც, ელცინიც და ზიუგანოვიც ჩვენი მტრები იყვნენ და არიან - "ანი ვსე ადნი ჩერტი ი ტუდა იმ ი დაროგა," მაგრამ მით უმეტეს, რატომ ხდება ხელისუფლებისა და "დამოუკიდებელი მასმედიის” მხრიდან ფაქტების ასეთი გაყალბება? ელცინის არჩევნების დაფინანსება რა, ელცინმა ნაკლები დაგვმართა? მაგრამ `დემოკრატი~ ელცინის დაფინანსება მაინც ისე არ ჟღერს, აი გენერალი ლებედი - ოოო, უფრო მაგარი შავი პიარია.
მაშინ რატომ უმალავენ საზოგადოებას იმ ფაქტს, რომ 1999 წელს პუტინის საარჩევნო კამპანიას კახა ბენდუქიძის `პრამიშლენი საიუზი~ აფინანსებდა? პუტინის პრეზიდენტად არჩევას რა სისხლი და უბედურება მოჰყვა მთელს კავკასიაში, ჩვენთანაც და ჩრდილოეთ კავკასიაშიც ცნობილია. როგორ აღმოჩნდა რუსეთის მოქალაქე ბიზნესმენი, ფე-ეს-ბეს დირექტორის ვლადიმერ პუტინის საარჩევნო კამპანიის დამფინანსებელი კახა ბენდუქიძე, სააკაშვილის პროდასავლურ, რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ თავდადებით მებრძოლ მთავრობაში? თანაც ეკონომიკის მინისტრად? ეტყობა არ იცოდნენ ეს ამბავი და ბენდუქიძემაც დაუმალათ. არც ის იცოდნენ, რომ ბენდუქიძე, პუტინის ეკონომიკური საბჭოს წევრი იყო.
თუ ოპოზიციის მიერ "რუსეთთან ურთიერთობის ნორმალიზებაზე" ლაპარაკიც კი ღალატს და "ნატოში ინტეგრაციაზე დავარცხნილად უარის თქმას ნიშნავს", მაშინ რატომ არ ნიშნავს იგივეს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, გრიგოლ ვაშაძის განცხადება. Aაი, რა თქვა მან სიტყვასიტყვით რადიო "ეხო მასკვის" ცნობილ ჟურნალისტთან, ალექსეი ვენედიქტოვთან საუბრისას: “Президент Саакашвили и все должностные лица в Грузии повторяют как мантру: диалог с Россией в любое время, в любом месте, на любом уровне, по любой теме, без предварительных условий. Сейчас…” (თარგ.: პრეზიდენტი სააკშვილი და ხელისუფლების ყველა წარმომადგენელი საქართველოში, მანტრასავით იმეორებენ: მზად ვართ რუსეთთან დიალოგისათვის, ნებისმიერ დროს, ნებისმიერ ადგილას, ნებისმიერ დონეზე, ნებისმიერ თემაზე, წინასწარი პირობების გარეშე, ახლავე... ) იქნებ იმიტომ, რომ თავად გრიგოლ ვაშაძეც რუსეთის მოქალაქე იყო, როდესაც დასავლეთზე ორიენტირებული სააკაშვილი საგარეო საქმეთა მინისტრად ნიშნავდა. წარმოგიდგენიათ, თუნდაც ერთი წუთით, თუნდაც ხუმრობით, სერგეი ლავროვი საქართველოს მოქალაქე რომ იყოს? რატომ ამასთან დაკავშირებით არ უჩნდებათ კითხვები და სამართლიანი ეჭვები ჩვენს პროსახელისუფლო, უკაცრავად, `პროდასავლურ~ ექსპერტებს და ჟურნალისტებს, რომელთაც ვითომ ტანზე აყრით რუსეთის ხსენებაზე და თან ამ დროს, ტაშის გრიალით ხვდებიან 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ ენგურჰესის მტრისთვის მიყიდვას. რა არის ეს, თუ არა ორმაგი სტანდარტები, იაფფასიანი სპეკულაცია და დემაგოგია?
თუ ოპოზიციის მიერ "რუსეთთან ურთიერთობის ნორმალიზებაზე" ლაპარაკიც კი ღალატს და "ნატოში ინტეგრაციაზე დავარცხნილად უარის თქმას ნიშნავს", მაშინ რატომ არ ნიშნავს იგივეს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, გრიგოლ ვაშაძის განცხადება. Aაი, რა თქვა მან სიტყვასიტყვით რადიო "ეხო მასკვის" ცნობილ ჟურნალისტთან, ალექსეი ვენედიქტოვთან საუბრისას: “Президент Саакашвили и все должностные лица в Грузии повторяют как мантру: диалог с Россией в любое время, в любом месте, на любом уровне, по любой теме, без предварительных условий. Сейчас…” (თარგ.: პრეზიდენტი სააკშვილი და ხელისუფლების ყველა წარმომადგენელი საქართველოში, მანტრასავით იმეორებენ: მზად ვართ რუსეთთან დიალოგისათვის, ნებისმიერ დროს, ნებისმიერ ადგილას, ნებისმიერ დონეზე, ნებისმიერ თემაზე, წინასწარი პირობების გარეშე, ახლავე... )
რაც შეეხება იმას, დაიწყო თუ არა 2008 წლის აგვისტოს ომი მიხეილ სააკაშვილმა და არის თუ არა დამნაშავე იმ ტრაგედიაში, რომელიც ჩვენს ქვეყანას და ხალხს დაატყდა?
2008 წლის აგვისტოს ომი მიხეილ სააკაშვილს და მით უმეტეს, საქართველოს არ დაუწყია. და იმის განცხადება, რომ სააკაშვილმა ომი დაიწყო, არის ძალიან დიდი შეცდომა, როგორც ფაქტობრივი, ასევე პოლიტიკური თვალსაზრისით. პოლიტიკურ შეცდომაში ვგულისხმობთ როგორც საგარეო, ასევე საშინაო პოლიტიკას. რუსეთთან ბრძოლაში საქართველოს ვერც ერთ ხელისუფალს ვერ დავადანაშაულებთ, მათ ერთნაირად ატყდებოდათ რუსული აგრესია და სამწუხაროდ, არც მომავალი ხელისუფლებაა ამისგან დაზღვეული.
რაც შეეხება იმას, არის თუ არა სააკაშვილი და მისი ხელისუფლება დამნაშავე აგვისტოს ტრაგედიაში და უნდა აგოს თუ არა პასუხი დაკარგული ტერიტოტიებისა და თვითოეული დაღუპული ჯარისკაცის და მშვიდობიანი მოსახლის გამო? უდავოდ და აუცილებლად! 2008 წლის რუსულ აგრესიას სააკაშვილი და მისი ხელისუფლება აბსოლუტურად მოუმზადებელი შეხვდა. მათ წყალს გაატანეს მილიარდები და იმის მაგივრად, რომ ბრძოლისუნარიანი, ნამდვილი არმია შეექმნათ, რაც იყო, ისიც მოსპეს და დაანგრიეს, ჯერ ოქრუაშვილმა, შემდეგ სიხარულიძემ და კეზერაშვილმა და ეს ყველაფერი დღემდე გრძელდება. ასე რომ, სულაც არა აქვს მნიშვნელობა დაიწყო თუ არა ომი სააკაშვილმა. ნებისმიერ შემთხვევაში, ის, როგორც ქვეყნის პრეზიდენტი და უმაღლესი მთავარსასრდალი, სრულად აგებს პასუხს ყველაფერზე.
თუმცა პასუხისმგებლობა და კითხვები კი არა, დღემდე არც ერთ `ანტირუსულად~ განწყობილ მთავრობის წევრს და დეპუტატს არ გასჩენია პროტესტი იმის გამო, რომ მთელი ქართული ეკონომიკა ოკუპანტი რუსეთის ხელშია, დაწყებული სტრატეგიული ობიექტებით, დამთავრებული ოქროს საბადოთი. ხომ ცხადზე უცხადესია, რომ ის არგუმენტი, თითქოს ეკონომიკა, მით უფრო, რუსული ეკონომიკა, უნდა გავმიჯნოთ პოლიტიკისგან, მორიგი ბლეფია და სხვა არაფერი. ისევე როგორც გაუგებარია, რატომ უნდა გაუუქმო სავიზო რეჟიმი ქვეყანას, რომლის საოკუპაციო ჯარები დედაქალაქიდან 25 კილომეტრში გიდგას. ვინ მისცა ბატონ სააკაშვილს მტრულ ქვეყანასთან ვიზის ცალმხრივად გაუქმების უფლება და რატომ იღებს ასეთ უმნიშვნელოვანეს გადაწყვეტილებებს, ასე თვითნებურად და უცერემონიოდ? და რა კავშირი აქვს ამ ყველაფერს დემოკრატიასთან?
ეგ რა არის, ახლახან ხომ შეგვპირდა, ყაზბეგის რაიონში მეორე როკის გვირაბს გამოვიყვან და მომავალ ზაფხულს ყაზბეგში ასი ათასი რუსი იქნებაო. ჯავის როკის გვირბიდან შემოსულმა ორმოცი ათასმა რუსმა ხომ ვერ არბენინა თავისი ბუტაფორიული მთავრობიანად სადახლოსკენ, იღლიაში სომხურ-ქართული სასაუბრო ამოჩრილები და ახლა ასი ათასი რუსი მოგვიქსია.
საერთოდ, რატომ არის დახურული ნებისმიერი პოლიტიკური და ეკონომიური ხელშეკრულების შესახებ ინფორმაცია? მით უმეტეს, იგივე რუსეთთან. რას გვიმალავენ ასეთს? რატომ ამყოფებენ საკუთარ მოქალაქეებს და საზოგადოებას სრულ საინფორმაციო ვაკუუმში და რატომ არ უჩნდება ამ ყველაფრის შესახებ კითხვები "თავისუფალ" და "დემოკრატიულ" მასმედიას? იქნებ იმიტომ, რომ როგორც ჯონ ბასი აცხცადებს: - "მთავარი არის არა მხოლოდ მედია მესაკუთრეების, არამედ მედიის ლიცენზირების პროცესის დამატებითი გამჭვირვალობაც... საზოგადოებამ უნდა იცოდეს, თუ როგორ და რატომ იღებენ გადაწყვეტილებას ამა თუ იმ ახალი ამბის გადმოცემის ან არ გადმოცემის შესახებ. ვისურვებდი, უფრო მეტი კლასიკური საგამოძიებო ჟურნალისტიკის ნახვას, როცა ჟურნალისტებს, საზოგადოების სხვადასხვა მოთამაშის საქმიანობა და მათ მიერ რესურსების ხარჯვის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილებები სააშკარაოზე გამოაქვთ”. რა თქვას ამაზე გასაგებად ბატონმა ჯონ ბასმა, რომელიც თავად არის ძველი ჟურნალისტი? მისი კიდევ უფრო ღია განცხადებაც არსებობს.: - "მაოცებს არაცნობისმოყვარე ჟურნალისტების რაოდენობა, რომლებსაც საქართველოში ვხვდები. ისინი ასრულებენ დავალებას, აშუქებენ ღონისძიებას, რამდენიმე ბანალურ შეკითხვას სვამენ, მაგრამ რეალურად, არც კი უფიქრდებიან ამ მოვლენას, ვერ ხედავენ მას ფართო კონტექსტში~. მეტი რა ქნას, შიმშილობას ხომ არ დაიწყებს? `ამერიკა გვეხმარებოდა და ჩვენ ვერ გამოვიყენეთ ეს დახმარება" (ბიძინა ივანიშვილი).
ცნობილია და არა ერთხელ მოგვისმენია როგორც ამერიკის პრეზიდენტისაგან, ისევე ნატოს გენერალური მდივნისაგან, რომ სხვა ფაქტორებთან ერთად, საქართველოს ნატოში გაწევრიანების ერთ-ერთი უმთავრესი პირობა, დემოკრატიისა და თავისუფლების მაღალი ხარისხია, როგორც პოლიტიკურ სპექტრში, ისევე საზოგადოებაში. არის თუ არა სააკაშვილის რეჟიმი დემოკრატიული? არის თუ არა ნაც.მოძრაობა მზად 2012 წლის ოქტომბერში დემოკრატიული და თავისუფალი არჩევნები ჩაატაროს? მით უმეტეს, რომ დასავლეთი ღიად აცხადებს, რომ ეს არჩევნები გამოცდა იქნება, რომელიც საქართველომ, როგორც ევროპულმა სახელმწიფომ, აუცილებლად უნდა ჩააბაროს.
"პარტიებს უნდა ჰქონდეთ შესაძლებლობა, საქართველოს მასშტაბით გაავრცელონ საკუთარი იდეები და ღირებულებები, ისევ და ისევ, ხელისუფლების ჩარევისა და მისი მხრიდან დასჯის გარეშე” (ჯონ ბასი).
და შემდეგ იქვე...
"ვფიქრობ, ამისთვის საქართველოში დარეგისტრირებული ამომრჩევლების რაოდენობის ზუსტი განსაზღვრაა აუცილებელი და იმის უზრუნველყოფა, რომ ამომრჩეველმა არჩევნებზე ხმა მხოლოდ ერთხელ მისცეს".
ხომ ცხადზე ცხადია, ვის აძლევენ ამერიკის ელჩები ასეთ რჩევებს და კონსულტაციებს.
რა თქმა უნდა, რეგიონში ყველაზე, ყველაზე, ყველაზე `დემოკრატიულ~ ხელისუფლებას.
და არა მხოლოდ რეგიონში. . . გალაქტიკაშიც!