Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

პრეზიდენტის შეფასების მეთოდიკა

11 მარტი 2013

ბოლო დღეებია, რაც საქართველოს პრეზიდენტის მოქმედებების განსჯა სულ უფრო აქტუალური ხდება. ესეც არ იყოს, საქართველოში ახალი პრეზიდენტის არჩევნები ახლოვდება და პოლიტიკურად ჯანსაღმა საზოგადოებამ ამთავითვე უნდა დაიჭიროს თადარიგი. სუბიექტივიზმის გამოსარიცხად ვიფიქრე, ეგებ საზოგადოებისთვის მთავარი კითხვები დამესვა და მასზე პასუხს მივეყვანე ობიექტურ დასკვნამდე.

შენი ცხოვრება, შესაძლებლობანი, ოჯახის მომავალი გააუმჯობესა შენი პრეზიდენტის საქმიანობამ თუ არა?

დიდი ხანია, მაწვალებს ფიქრი, რომ საზოგადოების მიერ პრეზიდენტის შეფასების კრიტერიუმების არარსებობა დაბნეულობის, გაურკვევლობის და უსისტემობის საშიშროებას ქმნის - მაღალია ალბათობა, რომ კარგი ადამიანი პრეზიდენტის პოსტამდე ვერ მივიდეს და “ცრუ დიმიტრები” მომრავლდნენ.

ამიტომაა, რომ მოწინავე საზოგადოებანი და მათი პოლიტიკური სისტემა მუდმივად ცდილობს მკაფიო ფილტრის დაყენებას,  რათა საზოგადოებამ ხელისუფლების უმაღლეს პოსტზე შემთხვევითი ადამიანის მოსვლა არ დაუშვას, ჰქონდეს თავისი ლიდერების შეფასების მკაფიო ჩარჩო და დახვეწილ და ეფექტურ ლიდერზე მოთხოვნა გაზარდოს. პოლიტიკური ლიდერები იმდენად არიან მნიშვნელოვანი, რამდენადაც სწორედ ისინი ქმნიან პოლიტიკურ სივრცეს, რომლის პირობებშიც ჩვენ ყველანი ვმოქმედებთ და ჩვენი წარმატება-წარუმატებლობაც დიდ წილად სწორედ ამ სივრცეზეა დამოკიდებული.  ნამდვილი ლიდერების არსებობა ამიტომაცაა ასე სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ჩვენთვის.

იმისათვის, რომ ასეთი ლიდერები წარმოჩინდნენ, საზოგადოებამ უნდა ითამაშოს გაცილებით უფრო დიდი როლი, ვიდრე აქამდე. რადგან ასეა, მოდით ვიფიქროთ იმაზე თუ რა იქნება ობიექტური კრიტერიუმი ჩვენი ლიდერების  შესაფასებლად?

მინდა შემოგთავაზოთ პრეზიდენტის შეფასების ჩემი  მეთოდიკა, რომელიც ჯერ კიდევ ჰარვარდის უნივერსიტეტის სტუდენტობის დროს ჩამოვაყალიბე.  

იგი ორი ნაწილისგან შედგება:

             

          I            პრეზიდენტის პიროვნული მონაცემები

 

  1. 1.    პრეზიდენტის შინაგანი სამყარო - სიბრძნე, გამბედაობა, ზომიერება, სამართლიანობა, რამ გამოწრთო მისი სული? როგორია მისი ხასიათი, როგორ იქცევა  წნეხის და სტრესის ქვეშ, ექსტრემალურ სიტუაციებში? რას ეყრდნობა გასაჭირის შემთხვევაში? რა გზა გამოიარა სანამ პრეზიდენტი გახდებოდა?
  2. 2.    პრეზიდენტის ხედვა-მიზანი - ერის მთავარი ამოცანის მკაფიოდ დასმის და მისი თითოეულ მოქალაქამდე დაყვანისა და გათავისების  უნარი.
  3. 3.    კომპეტენტურობა - აღსრულების დისციპლინა - გადაწყვეტილების მიღების პროცესში დეტალებში გარკვევის უნარი, ეფექტური კითხვების დასმითა და ჩაძიებით შესაძლო ალტერნატივების სრულყოფილი ანალიზი, ჯაჭვის რგოლებში ყველაზე მთავარის დანახვის შესაძლებლობა, კრიზისის მენეჯმენტი, ინსტიტუციონალური მართვის ოსტატობა.

 

  1. II.           პრეზიდენტის  მიღწევები

 

  1. 1.    ეკონომიკა - როგორ იზრდება ერთ სულ მოსახლეზე ეროვნული შემოსავალი, რამდენად დაბალია უმუშევრობა, რამდენად დაბალია ინფლაცია, რამდენად ეფექტურია პრეზიდენტის ეკონომიკური პოლიტიკა ქვეყნის კონკურენტუნარიანობისა და პროდუქტიულობის გაზრდის საქმეში, რამდენად იზრდება ბიზნეს საქმიანობა,ახალი ბიზნეს ბრენდების, ინოვაციების შექმნის თვალსაზრისით, რამდენად დიდია ჩვეულებრივი ადამიანებისათვის ჩვევების შეძენისა და ეკონომიკურ ცხოვრებაში წარმატებულად ჩართვის შესაძლებლობა.
  2. 2.    ადამიანის პიროვნული თავისუფლებების დაცვა და განვრცობა-არჩევნების პროცესში მოქალაქეთა ჩართულობის ხარისხი, თავისუფალი-სამართლიანი არჩევანის შესაძლებლობა. მედიის, სასამართლოს, სიტყვის, შეკრების თავისუფლება. ასევე აქვე განიხილება, თუ რამდენად გააფართოვა პრეზიდენტმა უნივერსალური განათლების მიღების, ხარისხიანი ჯანდაცვის შესაძლებლობა; რამდენად შესძლო პრეზიდენტმა ყოფილიყო კონსტიტუციური უფლებების დაცვის გარანტი; რამდენად უზრუნველყო მან კანონის უზენაესობა და კორუფციასთან ეფექტური და სამართლიანი ბრძოლა.
  3. 3.    ქვეყნის ტერიტორიის დაცვა და საერთაშორისო ურთიერთობები-დაცულია ქვეყნის ტერიტორია, უზრუნველყოფილია მისი თავდაცვა? გაიზარდა ქვეყნის პრესტიჟი და მისი გავლენა საერთაშორისო ასპარეზზე?
  4. 4.    საპრეზიდენტო მემკვიდრეობა - რა არის ის, რაც მისი პოსტიდან წასვლის შემდეგ დარჩება, იცოცხლებს და გადარჩება?

თუკი ჩვენ ასეთ მაღალ სტანდარტს, მკაფიო საზომს დავაწესებთ და ასე გავზრდით ჩვენი საზოგადოების პოლიტიკურ კულტურასა და გემოვნებას, მაშინ, ღრმად მწამს, რადიკალურად შემცირდება შემთხვევითი, მედროვე და არაეფექტური პრეზიდენტების რიცხვი და გაიზრდება ჭეშმარიტი წინამძღოლობის და პოლიტიკური ლიდერობის ხარისხი. 

 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 აგვისტო
27 აგვისტო

ბატონები

საქართველოს მთავარი თავისებურება სწორედ წყალობის კანონების დაფასებაა. ამას ემყარება ჩვენი სტუმართმოყვარეობა, თავდადება, ...
09 სექტემბერი
09 სექტემბერი

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...
21 აგვისტო
21 აგვისტო

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...

მეტი

^