Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ამბავი, რომელიც აპლოდისმენტებს იმსახურებს

01 აპრილი 2013

დღეს, ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში, ყველაზე ძლიერი და ყველაზე ხანგრძლივი აპლოდისმენტები ისმოდა. მიზეზი ახალგაზრდა მსახიობის გიორგი ყორღანაშვილის დასახმარებლად გამართული საქველმოქმედო კონცერტი გახდა, რომელშიც მონაწილეობა ქართველმა მომღერლებმა და ქორეოგრაფიულმა ანსამბლებმა მიიღეს. კონცერტზე მოსული სტუმრების რა მოგახსენოთ, მაგრამ მე და ჩემმა მეგობრებმა, ქართული ესტრადის წარმომადგენლები, ასე ერთად ბოლოს ალბათ რამდენიმე წლის წინ ვნახეთ და მათ მელოდიებსაც ძალიან ხანგრძლივი პერიოდის შემდეგ კიდევ ერთხელ მოვუსმინეთ, თუმცა აქ ესტრადა და ნოსტალგიები ყველაზე უფრო ნაკლებად მნიშვნელოვანია. დასაფასებელია ის შრომა, რომელიც ქართველმა მუსიკოსებმა გასწიეს კეთილშობილური მიზნის მისაღწევად. დასაფასებელია ამდენი წლის შემდეგ მსახიობებისა და მაყურებლის ერთსულოვნება. დასაფასებელია გიორგის ყველა იმ მეგობრისა და კოლეგის ქმედება, როდესაც უმძიმესი დიაგნოზისა და უზარმაზარი თანხის საჭიროების ფონზე, თეატრისა თუ საკონცერტო დარბაზების სცენაზე ზუსტად იმავე ემოციებითა და მონდომებით ითამაშეს, როგორც ამას გიორგის მდგომარეობის გაგებამდე აკეთებდენენ.

ბოლო ერთი თვის განმავლობაში არ მახსენდება იმაზე უფრო გულწრფელად სასიამოვნო ფაქტი, როგორიც გიორგის დახმარებისთვის ჩატარებული სხვადსხვა სახის აქციები იყო. აქაც ყველაზე მეტად დასაფასებელი, სწორედ ყველა იმ ადამიანის მონაწილეობა იყო, რომელიც სოციალური ქსელიდან დაწყებული, ქუჩით დათავრებული საკუთარ თავს ვალდებულად თვლიდა დახმარებოდა გიორგის.

მარტის თვიდან მოყოლებული გაჩნდა ლეგიმიტური აზრებიც იმის შესახებ, რომ ათასობით მძიმე დაავდების მქონე ადამიანის ფონზე, რატომ გახდა გიორგის დახმარება ყველაზე უფრო საყოველთაო საჭიროება? რაზეც, ვფიქრობ, რომ აქ და ამ დროს არ უნდა ვსაუბრობდეთ, რადგან გიორგის სიცოცხლის გადარჩენის შემდეგ, ყველაზე დადებითი, რაც  შეიძლება ამ მხარდაჭერამ მოიტანოს, ადამიანებში სოციალური პასუხისმგებლობის გამოღვიძებაა, რაც აუცილებლად გახდება კიდევ ბევრი ადამიანის გადარჩენის უმნიშვნელოვანესი პირობა. 

აუცილებლად კიდევ ერთხელ უნდა აღვნიშნო ახალგაზრდა მსახიობის მეგობრების უჩველო, უპრეცედენტო რწმენა იმისა, რომ ნახევარ მილიონ დოლარს სრულიად შიშველი ხელებით ერთ თვეში შეაგროვებდნენ. აქაც დასაფასებელია გიორგის მეგობრების ოცდაოთხსაათიანი ფიქრი, ქმედება და მოწოდება იმისკენ, რომ ყველა პროფესიის, შემოსავლის და ინტერესის ადამიანი შეძლებისდაგვარად დახმარებოდა გიორგის მკურნალობას. დარწმუნებით შემიძლია ვთქვა, რომ გიორგის გადარჩენის რეალურ შესაძლებლობასთან მიახლოება სწორედ გიორგის მეგობრების თავჩაუხრელი შრომის შედეგია.

ეს კი, საკმაოდ დამაჯერებელი არგუმენტია იმ სკეპტიკოსი ადამიანების წინაშე წარსადგენად, რომლებიც გიორგის დასახმარებლად ჩატარებულ აქციებს ეჭვის თვალით უყურებენ და დამატებით კითხვებს სვამენ. მეგორების დამსახურებაა ის, რომ მე ყოველ საღამოს ფეისბუქზე ყოფნისას ან ქუჩაში მოძრაობიასას ერთი დღეც არ მავიწყდებოდა, რომ გიორგის ჩვენი დახმარება სჭირდებოდა.

და თუ ეს მიზეზებიც არ არის საკმარისი იმისთვის, რომ აღნიშნული საქველმოქმედო აქცია ეჭვის ქვეშ არ დავაყენოთ, გიორგისთვის სრული თანხის შეგროვების შემდეგ, ავდგეთ და იმ იდეის ლობირება დავიწყოთ, რომელიც ასეთი ადამიანებისთვის განკუთვნილ სპეციალურ ფონდს რაც შეიძლება სწრაფად ჩამოაყალიბებს. ასე იქნებ ისეთი ფონდი მაინც გაჩნდეს ამ ქვეყანაში, რომელიც ბუნდოვანებისა და უმართებულო გამოყენების გამო ჩვენი მუდმივი კრიტიკის ობიექტი არ გახდება და სადაც, ზუსტად მეცოდინება, რომ ჩემი შემოსავლიდან ჩამოჭრილი თანხის ნაწილი სხვების სიცოცხლის გადარჩენას მოხმარდება.

 

P.S. მანამდე გიორგისთვის კიდევ მნიშვნელოვანი თანხა გვაქვს შესაგროვებელი. ამისთვის საჭიროა, ყველა იმ ადამიანმა, ვინც გიორგის მდგომარეობა იცის, თუნდაც ერთი ზარი გაუშვას ნომერზე - 09 01 800 804.

 

 

 

 

 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 აგვისტო
27 აგვისტო

ბატონები

საქართველოს მთავარი თავისებურება სწორედ წყალობის კანონების დაფასებაა. ამას ემყარება ჩვენი სტუმართმოყვარეობა, თავდადება, ...
09 სექტემბერი
09 სექტემბერი

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...
21 აგვისტო
21 აგვისტო

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...

მეტი

^