Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

კათოლიკური ეკლესიის “ახალი დასაწყისი”

05 აპრილი 2013

კათოლიკურ სამყაროს უკვე რამდენიმე კვირაა ახალი არგეტინელი პაპი ჰყავს. ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც კათოლიკური ეკლესიის მამამთავარი ლათინური ამერიკიდან და სამხრეთ ნახევარსფეროდანაა. “როგორც აღმოჩნდა, ჩემი მოძმე კარდინალები ქვეყნის ბოლოში წავიდნენ ახალი პაპის ასარჩევად,” - განუცხადა პაპმა წმინდა პეტრეს მოედანზე შეკრებილ მორწმუნეებს.

ხორხე მარიო ბერგოგლიო რომის პაპის სამოქალაქო სახელია, იგი 76 წლისაა. ბუენოს-აირესელი კარდინალი 13 მარტიდან მოყოლებული პაპ ფრანცისკედ იწოდება. იგი რიგით 266 რომის პაპია. დასავლურ პრესაში აქტიურად დომინირებს აზრი, რომ 2005 წელს პაპ ბენედიქტის არჩევისას ხორხე მარიო ბერგოგლიომ ბენედიქტის შემდეგ ხმათა ყველაზე მეტი რაოდენობა დააგროვა.

ახალმა პაპმა სახელი წმინდა ფრანცისკე ასიზელის საპატივსაცემოდ აირჩია. “ფრანცისკეს უყვარდა მშვიდობა და სწორედ ამიტომ გადავწყვეტე მისი სახელის არჩევა. ის იყო ღარიბი და უბრალო ადამიანი. იგივენაირად, ჩვენ გსურს ეკლესია იყოს ღარიბი და იყოს ღარიბთათვის.” - განაცხადა პაპმა.  მე-13 საუკუნეში მოღვაწე იტალიური წარმოშობის წმინდანმა ფრანცისკე ასიზელმა მთელი თავისი სიმდიდრე გასცა. კათოლიკური სამყარო მას ეთაყვანება, როგორც ღარიბთა დამხმარე წმინდანს.  

ახალი რომის პაპი მთელი თავისი საეკლესიო მოღვაწეობის განმავლობაში გამოირჩეოდა განსაკუთრებული თავმდაბლობით. მიუხედავად იმისა, რომ ბუენოს-აირესის არქიეპისკოპოსი იყო წლების მანძილზე,  მაინც უბრალო ცხოვრების წესს ეწეოდა. თითქმის მსოფლიოს ყველა წამყვანი არხის ჟურნალისტმა აიღო ინტერვიუ იმ ავტობუსის მძღოლისა და მგზავრებისგან ბუენოს-აირესში, რომლითაც რომის პაპი ყოველ დღე მგზავრობდა. საინტერესოა ისიც, რომ პაპი აქტიურად იყენებს თანამედროვე ტექნოლოგიებს: იგი სოციალურ ქსელ “ტვიტერის” მომხმარებელია და უკვე 2 მილიონზე მეტი მკითხველი ყავს.

ახალი პაპის მიმართ ინტერესმა გასულ კვირას კიდევ უფრო იმძლავრა. 31 მარტს კათოლიკურმა სამყარომ უკვე იზეიმა ქრისტეს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული. ახალმა პაპმა კი პირველად ჩაატარა საზეიმო სააღდგომო მესა ვატიკანში. ათასობოთ კამერის ობიქტივში მოხვდა სცენა, სადაც პაპი ფრანცისკე მოედანზე მყოფ ერთ-ერთ შეზუდული შესაძლობლობის მქონე ბიჭუნას ჩაეხუტა. როგორც ბიჭუნას დედა აცხადებს, ამ მომეტში რომის პაპმა მის ვაჟიშვილს ყურში რაღაც ჩასჩურჩულა. მაგრამ რა უთხრა პაპმა ბიჭუნას, ამის გახმოვანება არ ისურვა.

პაპმა სირიაში განვითარებულ მოვლენებზე გაამახვილა ყურადღება და იკითხა, თუ რამდენი სისხლი უნდა დაღვრილიყო კიდევ, სანამ ეს კონფლიქტი პოლიტიკურ გადაწყვეტამდე მივიდოდა. პაპი ასევე შეეხო ისრაელ-პალესტინის კონფლიქტს, არეულობას აფრიკის რიგ ქვეყნებში და დაძაბულ ვითარებას ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეას შორის.

გასულ მარხვის კვირას პაპმა ნარკოდამოკიდებულთა ცენტრში ფეხები დაბანა და ემთხვია 12 ადამიანს, მათ შორის 2 ქალს და 2 მუსულმანს. ასევე პოზიტიურ შეფასდა ისიც, რომ პაპი ყოფილ პაპ ბენედიქტს ესტუმრა რომის მახლობლად. ეს ნაბიჯი საჭიროდ მიიჩნეოდა, რადგაც საზოგადოებაში არ დარჩენილიყო განწყობა თითქოს ყოფილ და ახალ პაპს შორის გაუგებრობას ან მტრობას აქვს ადგილი. მნიშვნელოვანია, რომ ყოფილი და ახლანდელი პაპების შეხვედრა ბოლო 600 წლის განმავლობაში პირველად გახდა შესაძლებელი.

ექსპერტების და ჟურნალისტების შეფასებების თანახმად, პაპის სააღდგომო გამოსვლამ გაამყარა მისი იმიჯი, როგორც უბრალო, რეალისტი მოღვაწისა, რომელიც არასოდეს იმოსება საგანგებოდ და უარს ამბობს გრანდიოზულ აპარტამენტებზე.

პაპი ფრანცისკე ასევე გამოირჩევა არაპროგნოზირებადი ნაბიჯებით, რომელიც გასაჭირში ადგებს მისი დაცვის წევრებს. უსაფრთხოების წესების დაუცველად უკვე რამდენჯერმე მოისურვა დაუგეგმავად ხალხში გასვლა და მათი დალოცვა. ეს კი ზედმეტად საშიში შეიძლება იყოს თუ გავითვალისწინებთ, რომ ყოფილი პაპი იოანე პავლე II რამდენჯერმე სახიფათო სიტუაციაში ჩავარდა.

თანამედროვე კათოლიკური ეკლესია დღეს ბევრი გამოწვევის წინაშე დგას. ბოლო წლების განმავლობაში რიგი მაღალი საეკლესიო თანამდებობის პირები ბავშვთა გარყვნაში და სხვა შეუფერებელ საქციელში დაადანაშაულეს. ასევე ცხარე დებატების საგანია ეკლესიის კონსერვატული დამოკიდებულება ერთსქესიანი ქორწინებისა და ქალთა მიერ მაღალი საელკესიო თანამდებობის დაკავების შესაძლებლობის მიმართ.

ყოფილი პაპი ბენედიქტ XVI ცნობილი იყო, როგორც მკაცრი მომწინააღმდეგე განსხვავებული ორინტაციის წყვილების ქორწინებისა. იგი ასევე განიცდიდა ფაქტს, რომ ვერაფერი გააწყო იმ პრობლემების მიმართ, რომელიც კათოლიკურ ეკლესიას მისი პაპობის პერიოდში აწყუხებდა (მათ შორის მთავარი იყო საეკლესიო პირთა მიმართ ბრალდებები არასრულწლოვანთა გარყვნაში). მოხუცებულობის გარდა, სწორედ ეს მიზეზებიც მიიჩნევა ბენედიქტ XVI-ს გადადგომის გადაწყვეტილების ასახსნელად, რომელმაც თებერვლის დასაწყისში ყველა გააკვირვა.

როგორ და რამდენად შეცვლის კათოლიკური ეკლესიის მიდგომებს ახალი პაპი, ამას დრო გვიჩვენებს. როგორც პრესაში იწერება, სავარაუდოდ, არც მისგან უნდა ველოდოთ ერთსქესიანი ქორწინების მხარდაჭერას. მაგრამ საზოგადოება ახალი პაპისგან ასევე ელის კათოლიკური ეკლესიის ბიუროკრატიასთან ბრძოლას და მაღალი საეკლესიო თანამდებობის პირებს შორის კორუფციის სრულ აღმოფხვრას. უკვე დაგეგმილია პაპ ფრანცისკეს ვიზიტი ლათინურ ამერიკაში (პაპის რანგში), რომელიც ივლისში შედგება. პაპი ბრაზილიას ესტუმრება.

დაბოლოს, აღნიშვნის ღირსია პაპის პირველი სიტყვები, რითაც მან წმინდა პავლეს მოედანზე შეკრებილ 250 000 მორწმუნეს მისი პაპად არჩევის დღეს მიმართა: “სადამ პაპი დალოცავს ხალხს, მე მინდა თქვენ სთხოვოთ ღმერთს ჩემი დალოცვა - დაე, ილოცოს ხალხმა თავისი ეპისკოპოსისათვის. მოდით, წარმოვთქვათ ლოცვა, ლოცვა ჩემთვის, მდუმარედ.” დიახ, ადვილი არ არის იყო 1,2 მილიარდი კათოლიკე ქრისტიანის წინამძღოლი.

 

 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 აგვისტო
27 აგვისტო

ბატონები

საქართველოს მთავარი თავისებურება სწორედ წყალობის კანონების დაფასებაა. ამას ემყარება ჩვენი სტუმართმოყვარეობა, თავდადება, ...
09 სექტემბერი
09 სექტემბერი

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...
21 აგვისტო
21 აგვისტო

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...

მეტი

^